დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მუდმივმოქმედი არბიტრაჟის ,,დავების განმხილველი ცენტრის“ საარბიტრაჟო წარმოების წესებში (DRC-ისდებულება) ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 83 |
| დოკუმენტის მიმღები | შპს"დავების განმხილველი ცემტრი" |
| მიღების თარიღი | 03/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
მუდმივმოქმედი არბიტრაჟის ,,დავების განმხილველი ცენტრის“ საარბიტრაჟო წარმოების წესებში (DRC-ის დებულება) ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საარბიტრაჟო წარმოების წესებში (DRC-ის დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1 -ლი მიუხლი:
2. ა) 1.4. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1.4. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ხელმძღვანელობს დებულების იმ რედაქციით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის დროს, ცალკეული პროცედურის შესრულების დროს. ამასთან, თუ საარბიტრაჟო შეთანხმება ან მისი რომელიმე ნაწილი ეწინააღმდეგება დებულების რომელიმე წესს, მაშინ მოქმედებს საარბიტრაჟო შეთანხმება ან მისი შესაბამისი ნაწლი.“
ბ) 1.5.-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „10“ ქვეპუნქტი:
,,10) სამედიაციო შეთანხმება – DRC-ის მიერ წარმოებული წარმატებული მედიაციის შედეგად მოდავე მხარეთა მორიგების ამსახველი ხელშეკრულება.“
2. მე-2 მუხლის 2.3.-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2.3. ნებისმიერი კომუნიკაცია DRC-ის სასამართლოს, არბიტრებს, მხარეებსა და საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილე სხვა პირებს შორის წარმოებს კანცელარიის მეშვეობით.“
3. მე-3 მუხლი
ა) 3.6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3.6. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს საარბიტრაჟო შესაგებლის წარდგენამდე, მაგრამ არაუგვიანეს მხარის მიერ შესაბამისი გარემოებების შეტყობიდან 7 დღის ვადისა. განცხადების თავისდროულად წარუდგენლობა განიხილება უპირობო უარად მხარემ სადავო გახადოს საარბიტრაჟო სასამართლოს კომპეტენცია.“
ბ) 3.8. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3.8. არბიტრაჟი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია“.
4. მე-4 მუხლი:
ა) 4.2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4.2. არბიტრაჟის შემადგენლობა განისაზღვრება ერთი ან სამი არბიტრით. იმ შემთხვევაშიც, თუ საარბიტრაჟო შეთანხმების მხარეები გაითვალისწინებენ დავის განხილვის მიზნით ოთხი ან მეტი არბიტრის დანიშვნას, დავას განიხილავს სამი არბიტრისაგან დაკომპლექტებული არბიტრაჟი.“;
ბ) 4.3. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4.3. თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს, არბიტრაჟის შემადგენლობა განისაზღვრება ერთი წევრით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ასევე თუ სხვა რამეს არ გადაწყვეტს DRC-ის სასამართლო.“
გ) 4.4. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4.4. თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს და მხარეებს საარბიტრაჟო შეთანხმებით არ ექნებათ გათვალისწინებული, თუ რამდენი არბიტრი განიხილვას დავას, არბიტრაჟის შემადგენლობა განისაზღვრება სამი წევრით.“
დ) 4.5. პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. მე-5 მუხლი:
ა) 5.9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5.9. საარბიტრაჟო დავის მონაწილე მხარის მიერ არბიტრობის კანდიდატურა ჩაითვლება წარდგენილად, თუ ამავდროულად DRC-ის სასამართლოს ჩააბარებს არბიტრის მიერ ხელმოწერილ: (1) DRC-თან სტანდარტული ფორმის ხელშეკრულებას; (2) დეკლარაციას, რომლითაც არბიტრი აცხადებს თანხმობას იყოს კონკრეტულ საქმეზე არბიტრი, ასევე ადასტურებს მხარეთაგან დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და ნასამართლობის არქონას. თუ ეს მოთხოვნები არ იქნება დაცული, ჩაითვლება, რომ მხარეს არ უსარგებლია არბიტრის კანდიდატურის წარდგენის უფლებით.“.
ბ) 5.10-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5.10. ამ მუხლის 5.9 პუნქტით გათვალისწინებული DRC-ის სტანდარტული ფორმის ხელშეკრულების წარდგენა არ არის საჭირო იმ არბიტრობის კანდიდატისათვის, რომელსაც აქვს მოქმედი ხელშეკრულება DRC-თან.“
გ) 5.14. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5.14. არბიტრის აცილების ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ახალი არბიტრი დაინიშნება DRC-ის სასამართლოს მიერ.“
დ) დაემატოს 5.15 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,5.15. მხარეთა შორის დავის მორიგებით დასრულებაზე შეთანხმების, ასევე სამედიაციო შეთანხმების საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დამტკიცების საქმეებზე არბიტრის ფუნქციას ახორციელებს DRC-ის სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი მოადგილე, თუ საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე სხვაგვარად არ შეთანხმდებიან მხარეები ან სხვაგვარად არ გადაწყვეტს DRC-ის სასამართლო.“
6. მე-7 მუხლი:
ა) 7.1. -ი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7.1. DRC-ის სასამართლოს თავისი ინიციატივით, დავის ერთ-ერთი მხარის ან სხვა არბიტრების მოთხოვნით შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ და მის ნაცვლად დანიშნოს სხვა არბიტრი, თუ: ა) არბიტრი მოითხოვს თვითაცილებას; ბ) არბიტრი გარდაიცვალა; გ) არბიტრი მძიმედ ავადმყოფობს; დ) არბიტრს არა აქვს სურვილი განიხილოს დავა; ე) არბიტრს არა აქვს შესაძლებლობა განიხილოს დავა; ვ) არბიტრი მონაწილეობას იღებდა განსახილველ დავაზე წარმოებულ მედიაციის პროცესში მედიატორად, ერთ-ერთი მხარის წარმომადგენლად ან სხვა სტატუსით.“;
ბ) 7.3. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7.3. არბიტრსი უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ახალი არბიტრი დაინიშნება DDDRC-ის სასამართლოს მიერ.“.
7. მე-10 მუხლი:
ა) პუნქტი 10.1. ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10.1. საარბიტრაჟო განხილვის წესები დადგენილია წინამდებარე დებულებით. იმ საკითხების გადაწყვეტისას, რომელიც არ რეგულირდება ამ დებულებით და მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმებით, არბიტრაჟს შეუძლია იხელმძღვანელოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო ნორმებით დადგენილი წესების გამოყენებით.“
ბ) პუნქტი 10.2. დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,(გ) არ უნდა ემსახურებოდეს საარბიტრაჟო განხილვის გაჭიანურებას“.
8. მუხლი 13:
ა) 13.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,13.1. საარბიტრაჟო განხილვის დაწყების საფუძველია DRC-ის მიერ მიღებული საარბიტრაჟო პრეტენზია ან მხარის/მხარეთა შუამდგომლობა მორიგების ან სამედიაციო შეთანხმების საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დამტკიცების მოთხოვნით. საარბიტრაჟო განხილვა იწყება არბიტრაჟში ამ დავის გადაცემის შესახებ შეტყობინების საარბიტრაჟო მოპასუხის ან ერთ-ერთი მოპასუხის მიერ მიღების დღეს.“.
ბ) 13.2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,13.2. DRC-ის სასამართლო დავის წარმოებაში მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საარბიტრაჟო პრეტენზიის ან მორიგების ან სამედიაციო შეთანხმების საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დამტკიცებაზე მხარის/მხარეთა შუამდგომლობის მიღებიდან 3 კალენდალური დღის ვადაში.“;
გ) 13.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,13.4. მხარეთა მორიგებაზე ხელშეკრულების ან სამედიაციო შეთანხმების საფუძველზე საარბიტრაჟო განხილვის დაწყებისათვის DRC-ის სასამართლო ამოწმებს არსებობს თუ არა მხარეთა შეთანხმება მორიგების/სამედიაციო შეთანხმების საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დამტკიცების თაობაზე და გადახდილია თუ არა საარბიტრაჟო მოსაკრებელი. იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს საარბიტრაჟო შეთანხმება, DRC-ის სასამართლო ორივე მხარისაგან ითხოვს დადასტურებას, რომ მათ საერთო სურვილს წარმოადგენს მორიგების/სამედიაციო შეთანხმების საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დადასტურება. დადასტურება არ მოითხოვება, თუ სამედიაციო შეთანხმებაზე/მორიგებაზე, რომელიც ითვალისწინებს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილებით მის დამტკიცებას, მხარეთა ხელმოწერები დამოწმებულია სანოტარო წესით.“
9. მუხლი 14:
ა) მე-14 მუხლს დაემატოს 14.2.¹ პრიმა პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,14.2.¹ მუდმივმოქმედი არბიტრაჟისადმი მიმართვისას, ასევე დავის განხილვისას მხარეთა და მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შორის კომუნიკაცია შესაძლოა წარმოებდეს ელექტრონული ფოსტის გამოყენებით. მხარეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო პრეტენზია და შესაგებელი/შეგებებული სარჩელი და მათზე თანდართული დოკუმენტები სკანირებული ფორმატით მიაწოდონ DRC-ის კანცელარიას (რეგისტრატორს). ამასთან, DRC-ის მიერ როგორც მოსარჩელეზე, ასევე მოპასუხეზე გზავნილი/უწყება გადაცემულად ჩაითვლება სკანირებული ფორმატით დოკუმენტების ელექტრონული ფოსტით იმ მისამართზე მიწოდებით, რომელიც მითითებულია მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმებაში ან იმ ხელშეკრულებაში, რომლის ნაწილიცაა საარბიტრაჟო შეთანხმება, ან სამედიაციო შეთანხმებაში, ან საარბიტრაჟო სარჩელში (მოსარჩელის ელ. ფოსტის მისამართი) ან შესაგებელში/შეგებებულ სარჩელში (მოპაუხის ელ. ფოსტის მისამართი).“;
ბ) 14.5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ელექტრონული ფოსტის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მიღებული დასტური.“
10. მე-15 მუხლს დაემატოს 15.5. პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,15.5. იმ შემთხვევაში, როცა სარბიტრაჟო სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად DRC-ის გადაეცემა ელექტრონული ფორმით, აუცილებელია ასევე ამ დოკუმენტების ორ ეგზემპლარად DDRC-ის კანცელარიისათვის მიწოდება საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო განხილვის დასრულებამდე.“
11. მე-16 მუხლს დაემატოს 16.7 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,16.7. იმ შემთხვევაში, როცა სარბიტრაჟო სარჩელზე შესაგებელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად DRC-ის გადაეცემა ელექტრონული ფორმით, აუცილებელია ასევე ამ დოკუმენტების ორ ეგზემპლარად DRC-ის კანცელარიისათვის მიწოდება საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო განხილვის დასრულებამდე.“
12. დებულებას დაემატოს 18¹ მუხლი შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 18¹. მხარეთა მორიგების ხელშეკრულების და სამედიაციო შეთანხმების დამტკიცება
18¹.1. მოდავე მხარეებს, რომელთაც შეძლეს დავის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა, შეუძლიათ მორიგების ხელშეკრულება წარუდგინონ DRC-ის სასამართლოს და მოითხოვონ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით მისი დამტკიცება.
18¹.2. მორიგების ხელშეკრულების/სამედიაციო შეთანხმების ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს სამედიაციო შეთანხმების დამტკიცების მოთხოვნით მიმართოს DRC-ის სასამართლოს, და წარუდგინოს სამედიაციო შეთანხმება.
18¹.3. DRC-ის სასამართლო ამოწმებს თავის კომპეტენციას დავაზე, ანუ ითვალისწინებს თუ არა მხარეთა შეთანხმება DRC-ის მიერ მის დამტკიცებას, ამოწმებს მოსაკრებლის გადახდას, რის შემდეგაც იღებს საქმეს წარმოებაში.
18¹.4. ამ მუხლით გათვალისწინებული განხილვისას არ მოქმედებს საარბიტრაჟო სარჩელთან და შესაგებელთან დაკავშირებული დებულების ნორმები.
18¹.5. DRC-ის სასამართლო შეისწავლის ხომ არ ეწინააღმდეგება სამედიაციო შეთანხმება/ხელშეკრულება დავის მორიგებით დასრულებაზე მოქმედ კანონმდებლობას, რამდენად ნათლად არის ჩამოყალიბებული მისი დებულებები და მისი დარღვევის შემთხვევაში, იძულებითი აღსრულების შესაძლებლობას.
18¹.6. DRC-ის სასამართლო თუ დაადგენს სამედიაციო შეთანხმების/მორიგების ხელშეკრულების პირობების დაზუსტების ან შესწორების აუცილებლობას, აქვს უფლება მოიწვიოს მხარეები სხდომაზე მისი დაზუსტების მიზნით ან შეაჩეროს საქმის განხილვა და გადაუგზავნოს საქმე მედიატორს და მხარეებს შესაბამისი შენიშვნებით.
18¹.7. იმ შემთხვევაში, თუ სამედიაციო შეთანხმება/ხელშეკრულება დავის მორიგებით დასრულებაზე არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არსებობს მისი იძულებითი აღსრულების შესაძლებლობა, DRC-ის სასამართლო იღებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას სამედიაციო შეთანხმების/დავის მორიგებით დასრულებაზე ხელშეკრულების დამტკიცების შესახებ. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებით საარბიტრაჟო განხილვა სრულდება.
13. 21-ე მუხლის 21.5. პუნქტს დაემატოს „ვ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ვ) მონაწილეობას იღებდა განსახილველ დავაზე წარმოებულ მედიაციის პროცესში მედიატორად, ერთ-ერთი მხარის წარმომადგენლად ან სხვა სტატუსით.“
14. 23-ე მუხლის პუნქტი 23.2. გაუქმდეს.
15. მუხლი 24:
ა) პუნქტი 24.5. გაუქმდეს და შემდეგი პუნქტები გადაინომროს თანმიმდევრობით.
ბ) პუნქტი 24.6 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ერთპიროვნული არბიტრი, ასევე საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე და არბიტრები (როცა დავა განიხილა ერთზე მეტი არბიტრით დაკომპლექტებულმა არბიტრაჟმა) ვალდებულნი არიან საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება გადასცენ DRC-ის კანცელარიას საარბიტრაჟო დავაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. გადაწყვეტილების ერთი ეგზემპლარი რჩება DRC-ის, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მოსარჩელეს და ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მოპასუხეს. იმ შემთხვევაში, როცა ერთ მხარეს რამდენიმე მოსარჩელე ან მოპასუხეა, DDRC-ის კანცელარია გასცემს საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლებს, რომელთა დედანთან სისწორესაც ამოწმებს თვითონ.
ბ) პუნქტი 24.9 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,24.9. მხარეებს შორის დავის მორიგებით დასრულების, მათ შორის სამედიაციო შეთანხმების შემთხვევაში, საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია მხარეთა მომართვის საფუძველზე, 10 დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება რომლითაც დამტკიცდება მხარეთა მორიგება შეთანხმებული პირობებით.“
16. მუხლი 25:
ა) პუნქტი 25.1. ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„25.1. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებიდან, მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულებამდე პერიოდში, მხარეებს უფლება აქვთ DDRC-ის კანცელარიის მეშვეობით მიმართონ საარბიტრაჟო სასამართლოს წერილობითი მოთხოვნით:
ა) გაასწოროს შეცდომა, რომელიც დაშვებულია საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მოცემულ გაანგარიშებებში, აგრეთვე მისი წერითი, ბეჭდური ან სხვა მსგავსი შეცდომები;
ბ) მისცეს განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების რომელიმე კონკრეტულ საკითხთან ან ამ გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილთან დაკავშირებით.“.
ბ) პუნქტი 25.4. ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,25.4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებიდან, მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულებამდე პერიოდში, მხარეებს უფლება აქვთ DRC-ის კანცელარიის მეშვეობით მიმართონ საარბიტრაჟო სასამართლოს, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც განცხადებული იყო საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარეობისას, მაგრამ არ იქნა ასახული გადაწყვეტილებაში. მხარის მოთხოვნა უნდა ჩაბარდეს DRC-ის კანცელარიას, რომელიც ამ მოთხოვნას გადასცემს სხვა მხარეებს და არბიტრს (არბიტრებს). არბიტრაჟმა, თუ იგი ამ მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება.“.
17. მუხლი 26:
ა) დაემატოს 26.5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,26.5. იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების აღიარებას არ მოახდენს სასამართლო იმ მიზეზით, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დარღვეული იყო საარბიტრაჟო წარმოების წესები ან არ იყო სრულად გამოკვლეული საქმის ირგვლივ არსებული გარემოებები, DRC-ის სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაბრუნებულ იქნეს საქმე წარმოებაში და არბიტრაჟს დაევალოს საქმის განხილვის განახლება. საქმის განხილვა წარიმართება და საქმეზე გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულებით გათვალისწინებული საერთო წესების შესაბამისად.“
ბ) დაემატოს 26.6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,26.6. იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო სასამართლო თავისი ინიციატივით ან ერთ-ერთი მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაადგენს, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო განხილვისას დარღვეული იყო საარბიტრაჟო წარმოების მნიშვნელოვანი დებულება ან არბიტრაჟის მიერ არ იყო სრულად გამოკვლეული საქმის ირგვლივ არსებული გარემოებები რამაც მნიშვნელოვანი ზეგავლება მოახდინა ან შეიძლებოდა მოეხდინა საარბიტრაჟო განხილვის შედეგზე და ამავდროულად არბიტრაჟის გადაწყვეტილება არ არის სასამართლოს მიერ აღიარებული ან ნებაყოფილობით აღსრულებული, DRC-ის სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაბრუნებული იქნეს საქმე წარმოებაში და არბიტრაჟს დაევალოს საქმის განხილვის განახლება. საქმის განხილვა წარიმართება და საქმეზე გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულებით გათვალისწინებული საერთო წესების შესაბამისად.“
18. 26¹ მუხლის 26¹.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,26¹.3. უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში, უფლებამონაცვლეობის საკითხის გადაწყვეტამდე, DRC-ი, ხოლო თუ არბიტრაჟი დაკომპლექტებულია – საარბიტრაჟო სასამართლო შეაჩერებს საარბიტრაჟო განხილვას გონივრული ვადით.“
19. მუხლი 29:
ა) პუნქტი 29.2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საარბიტრაჟო მოსაკრებელი გადახდილი უნდა იქნას:
ა) საარბიტრაჟო სარჩელზე;
ბ) სამედიაციო შეთანხმების დამტკიცების მოთხოვნაზე;
გ) შეგებებულ საარბიტრაჟო პრეტენზიაზე;
დ) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე.“
ბ) პუნქტი 29.3. ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,29.3. საარბიტრაჟო სარჩელზე და შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელზე საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს. ამასთან, საარბიტრაჟო მოსაკრებლის მაქსიმალური ოდენობაა 30000 (ოცდაათი ათასი) ლარი, ხოლო მინიმალური ოდენობაა 590 (ხუთას ოთხმოცდაათი) ლარი. დავის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შემთხვევაში საარბიტრაჟო მოსაკრებლის მინიმალური ოდენობა შეადგენს 236 (ორას ოცდათექვსმეტი) ლარს, ხოლო მოსაკრებლის მაქსიმალური ოდენობაა 30000 (ოცდაათი ათასი) ლარი.“
გ) პუნქტი 29.4. ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,29.4. სამედიაციო შეთანხმების და დავის მორიგებით დასრულებაზე ხელშეკრულების საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დამტკიცების მოთხოვნაზე საარბიტრაჟო მოსაკრებელი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3% -ს, მაგრამ არა უმეტეს 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარს და არანაკლებ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს. სამედიაციო შეთანხმების/დავის მორიგების დასრულების ხელშეკრულების საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დამტკიცების მოთხოვნაში უნდა ჩანდეს იმ დავის ღირებულება, რომელიც დასრულდა სამედიაციო შეთანხმებით/მხარეთა მორიგებით.“.
დ) პუნქტი 29.12 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,29.12. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა 50%-ით მცირდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა თავის საარბიტრაჟო სარჩელზე, რასაც შედეგად მოყვა საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტა. ამასთან, თუ საარბიტრაჟო სარჩელზე უარის თქმა მხოლოდ მოთხოვნის ნაწილს შეეხება, მაშინ ამ პუნქტით გათვალისწინებული პირობა გავრცელდება ამ ნაწილის შესაბამისად გადახდილ საარბიტრაჟო მოსაკრებელზე.“;
ე) პუნქტი 29.13 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,29.13. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა შემცირდება 30%-ით, თუ მხარეებმა მორიგებით დაასრულეს დავა (არ ეხება სამედიაციო შეთანხმების დამტკიცების საქმეებს). ამასთან, თუ მორიგება სადავო საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, მაშინ ამ პუნქტით გათვალისწინებული პირობა გავრცელდება ამ ნაწილის შესაბამისად გადახდილ საარბიტრაჟო მოსაკრებელზე.“;
ვ) პუნქტი 29.14 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,29.14. ამ მუხლის 29.12., 29.12¹, და 29.13 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საარბიტრაჟო მოსაკრებლის შესაბამისი ნაწილი უბრუნდება მის შემომტანს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ. ამასთან, ამ პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საარბიტრაჟო მოსაკრებელმა რომელიც რჩება DRC-ის არ შეიძლება შეადგინოს 29.3 პუნქტით გათვალისწინებულ საარბიტაჟო მოსაკრებლის მინიმუმზე ნაკლები.“;
ზ) პუნქტი 29.17. ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,29.17. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის შეადგენს 100 ლარს.“
თ) 29-ე მუხლს დაემატოს პუნქტი 29.21. შემდეგი რედაქციით:
,,29.21. ამ მუხლში გათვალისწინებულ საარბიტრაჟო მოსაკრებელში შედის დამატებითი ღირებულების გადასახადი“.
ი) მუხლი 29 -ს დაემატოს პუნქტი 29.22 შემდეგი რედაქციით:
,,29.22. DRC-ის სასამართლოს შეუძლია დაადგინოს საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული დამატებითი მომსახურებები, მათ შორის, დოკუმენტის ასლის გადაღება, ფოსტით გაგზავნა, გამოქვეყნება და ა.შ., და ამ მომსახურების საზღაური.“.
20. 30-ე მუხლის 30.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
30.1. ქვემოთ მოცემულია რეკომენდირებული საარბიტრაჟო დათქმები დავის არბიტრაჟის ანდა მედიაციის ფორმით გადაწყვეტის მიზნით.
საარბიტრაჟო დათქმა
ნებისმიერი დავა, წარმოშობილი წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის, ნებისმიერი საკითხი ხელშეკრულების ანდა საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობისა და შეწყვეტის შესახებ განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით უნდა გადაეცეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს „დავების განმხილველ ცენტრს“ (რომლის სარეგისტრაციო კოდია 204547348; იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71, მე-4 ბლოკი, I-ლი სართული; ვებ.გვერდი: WWW.DRC-ARBITRATION.GE). მხარეები თანხმდებიან, რომ DRC-ის გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ ცნობის საჭიროების გარეშე.
შეთანხმება მედიაციაზე
,,მხარეებს უფლება აქვთ ნებისმიერ დროს სცადონ წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშვირებით წარმოშობილი დავის მედიაციის მეთოდით გადაწყვეტა DRC-ის რეგლამენტის შესაბამისად“.
შეთანხმება მედიაციით დავის გადაწყვეტის მცდელობის აუცილებლობაზე
,,მხარეები იღებენ ვალდებულებას წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავის გადაწყვეტა თავდაპირველად სცადონ მედიაციის მეთოდით DRC-ის რეგლამენტის შესაბამისად.“.
შეთანხმება მედიაციით დავის გადაწყვეტაზე, როცა მედიაციის შეწყვეტა უკავშირდება დადგენილი დროის ამოწურვას
,,მხარეები იღებენ ვალდებულებას წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავის გადაწყვეტა სცადონ მედიაციის მეთოდით DRC-ის რეგლამენტის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მედიაციის მეთოდით დავის გადაწყვეტის მიზნით DRC-ის მიმართვიდან 45 დღის განმავლობაში არ მოხდება სამედიაციო შეთანხმების გაფორმება, მხარეებს უფლება ეძლევათ დავის გადაწყვეტის მიზნით მიმართონ სხვა საშუალებებს.“.
შეთანხმება მედიაციით დავის გადაწყვეტაზე, როცა წარუმატებელი მედიაციის შემთხვევაში არსებობს შესაძლებლობა დავა განხილულ იქნეს DRC-ის მიერ საარბიტრაჟო წარმოებით
,,მხარეები, იღებენ ვალდებულებას წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავის გადაწყვეტა სცადონ მედიაციის მეთოდით DRC-ის რეგლამენტის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მედიაცია არ დასრულდება სამედიაციო შეთანხმებით, მხარეებს უფლება აქვთ მიმართონ DRC-ის დავის საარბიტრაჟო განხილვით გადაწყვეტის მიზნით მისი დებულების შესაბამისად.“
შეთანხმების ნაწილი სამედიაციო შეთანხმების იძულებითი აღსრულების შესაძლებლობაზე
,,მხარეები იღებენ ვალდებულებას წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავის გადაწყვეტა სცადონ მედიაციის მეთოდით DRC-ის რეგლამენტის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მედიაცია დასრულდება სამედიაციო შეთანხმებით, მხარე(ებ)ს უფლება აქვთ სამედიაციო შეთანხმება წარუდგინონ DRC-ის საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელიც ამოწმებს სამედიაციო შეთანხმების კანონმდებლობასთან შესაბამისობას და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაამტკიცებს მხარეთა შორის დავის მორიგებით დასრულებას.“.
მუხლი 2. საარბიტრაჟო წარმოების წესებში (DRC-ის დებულება) ცვლილებები ძალაში შედის 2012 წლის 7აპრილიდან.
საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე ი. ლეგაშვილი
შპს ,,დავების განმხილველი ცენტრის“ დირექტორი მ. ნაჭყებია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები