,,საქართველოს საზღვრის მართვის სტრატეგიის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 თებერვლის №59 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
,,საქართველოს საზღვრის მართვის სტრატეგიის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 თებერვლის №59 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 266
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 02/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 010040000.08.002.016476
  • Word
266
02/04/2012
ვებგვერდი, 03/04/2012
010040000.08.002.016476
,,საქართველოს საზღვრის მართვის სტრატეგიის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 თებერვლის №59 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №266

2012 წლის 2 აპრილი

. თბილისი

საქართველოს საზღვრის მართვის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 თებერვლის №59 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საქართველოს საზღვრის მართვის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 თებერვლის №59 ბრძანებულებაში ( სსმ III, 2008 ., №18, მუხ. 218) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის“ დამტკიცების შესახებ“;

ბ) ბრძანებულების პირველ პუნქტში:

ბ.ა) სიტყვა (ციფრი): მე-18 მუხლის,“ შეიცვალოს სიტყვით (ციფრით): მე-11 მუხლის“;

ბ.ბ) სიტყვები: საქართველოს საზღვრის მართვის სტრატეგია“ შეიცვალოს სიტყვებით: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგია“;

გ) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,საქართველოს საზღვრის მართვის სტრატეგიის“:

გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგია“;

გ.ბ) ტერმინთა განმარტებებში:

გ.ბ.ა) სიტყვები: ,,საქართველოს საზღვრის მართვის სტრატეგიაში“ შეიცვალოს სიტყვებით: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიაში“;

გ.ბ.ბ) ტერმინი საზღვრის ერთიანი მართვა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სახელმწიფო საზღვრის ერთიანი მართვა სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს:

სასაზღვრო კონტროლს, რისკის ანალიზის, საგამოძიებო, ოპერატიულ-სამძებრო, დაზვერვით მოქმედებებსა და სხვა ორგანიზაციული უზრუნველყოფის ღონისძიებებს;

ოთხდონიანი კონტროლის მოდელს ( ქვეყნის შიგნით კონტროლის ღონისძიებები, სასაზღვრო კონტროლი, მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობა, მესამე ქვეყნებში განხორციელებული ღონისძიებები);

სახელმწიფო საზღვრის მართვაში ჩართულ უწყებებს შორის თანამშრომლობას შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო დონეზე.”;

გ..გ) ტერმინი „სასაზღვრო კონტროლი” ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სასაზღვრო კონტროლი – სასაზღვრო შემოწმება, რისკების ანალიზი, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულის გამოძიება, საბაჟო, ფიტოსანიტარიული, ვეტერინარული, სანიტარიული და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის კონტროლი.”;

.ბ.დ.) ტერმინი ,, სასაზღვრო შემოწმება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სასაზღვრო შემოწმება – სასაზღვრო გამტარ პუნქტში განხორციელებული შემოწმება, რათა მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, რომ პირი, მისი სატრანსპორტო საშუალებსა და/ან მფლობელობაში არსებულ ნივთებთან ერთად, უფლებამოსილია შევიდეს საქართველოს ტერიტორიაზე ან დატოვოს იგი.”;

გ.ბ.ე) ტერმინი „ საზღვრის მეთვალყურეობა ამოღებულ იქნეს;

გ.ბ.ვ) ტერმინის: საბაჟო კონტროლი“ შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ტერმინი:

სახმელეთო სახელმწიფო საზღვრისა და საზღვაო სივრცის დაცვა და კონტროლისასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების ერთობლიობა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე და საზღვაო სივრცეში გარდა სგპ-ისა.”;

გ.ბ.ზ) ტერმინი „ საბაჟო ზედამხედველობა ამოღებულ იქნეს;

გ.ბ.თ) ტერმინი „ საერთაშორისო თანამშრომლობა” ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საერთაშორისო თანამშრომლობა თანამშრომლობა ადგილობრივ დონეზე საზღვრის ორივე მხარეს მოქმედ სამსახურებს, მეზობელი და სხვა ქვეყნების სასაზღვრო უწყებებსა და საზღვრის მართვაში ჩართულ უწყებებს შორის საზღვრის ერთიანი მართვის ფორმატში, აგრეთვე თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.”;

გ.ბ.ი) ტერმინი „ უწყება” ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უწყება – საზღვრის მართვაში მონაწილე ორგანოები.”;

გ.ბ.კ) ტერმინი „ ცენტრალური დონე” ამოღებულ იქნეს;

გ.ბ.ლ) ტერმინი „ რეგიონული დონე” ამოღებულ იქნეს;

გ.ბ.მ) ტერმინი „ ადგილობრივი დონე” ამოღებულ იქნეს;

გ.ბ.ნ) ტერმინის: რისკის ანალიზი“ შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ტერმინი:

„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი – სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წესი; საქართველოსა და სხვა სახელმწიფოთა სამხედრო და არასამხედრო გემების საქართველოს შიდა წყლებში, პორტებსა და ტერიტორიულ წყლებში ყოფნისა და ცურვის წესები, აგრეთვე სახელმწიფო საზღვარზე სარეწი და სხვა საქმიანობა, სხვადასხვა სამუშაოთა წარმოების წესები.”;

გ.ბ.ო) ტერმინი „დელიმიტაცია და დემარკაცია” ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დელიმიტაცია და დემარკაცია – სახელმწიფო იურისდიქციის გავრცელების არეალის განსაზღვრის მიზნით:

სახელმწიფო საზღვრის ხაზის გამავლობის/ადგილმდებარეობის განსაზღვრა რუკებზე მომიჯნავე სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით (დელიმიტაცია);

სახელმწიფო საზღვრის ხაზის დადგენა ადგილზე სპეციალური სასაზღვრო ნიშნების საშუალებით (დემარკაცია).”;

გ.ბ.პ) ტერმინი „ ავტომატიზებული მონაცემთა ბაზა” ამოღებულ იქნეს;

გ.გ) შემოკლებებში:

გ.გ.ა) შემოკლება „ეუს” ამოღებულ იქნეს;

გ.გ.ბ) შემოკლება სპ“ ამოღებულ იქნეს:

გ.გ.გ) შემოკლება შს“ ამოღებულ იქნეს;

.გ.დ) შემოკლება „დსთ” ამოღებულ იქნეს;

გ.გ.ე) შემოკლება „მსო” ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მსო მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია”;

გ.გ.ვ) შემოკლების: მსო“ შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის შემოკლება:

„ვმო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია”;

გ.გ.ზ) შემოკლება „ესპ” ამოღებულ იქნეს;

გ.გ.თ) შემოკლება „ფრონტექსი” ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

FRONTEX ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა გარე საზღვრებზე ოპერატიული

    თანამშრომლობის მართვის ევროპული სააგენტო.”;

 გ.დ) შესავლის:

 გ.დ.ა) პირველი და 1.2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

1.1. სტრატეგიის მიზანი

  საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის სასაზღვრო უსაფრთხოების დაცვის გაუმჯობესების, ქვეყანასა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების, ევროპასთან მჭიდრო ინტეგრაციისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მიზნით ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიას (შემდეგში – სტრატეგია).

 საქართველოს წინსვლა და ეკონომიკური აღმავლობა მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული საზღვრის ეფექტიან მართვაზე. საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდისა და საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია საზღვრის მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. აღნიშნული გულისხმობს მტკიცე ინსტიტუციური ბაზის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ხელშეწყობას და კონტრაბანდასთან, საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან, ადამიანებით, იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან და სხვა ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით.

სასაზღვრო უსაფრთხოების სფეროში გატარებული რეფორმების მიზანია ადამიანებისა და ტვირთების კანონიერი გადაადგილების ხელშეწყობა, კონტროლირებული და უსაფრთხო საზღვრების უზრუნველყოფა და მიგრაციული პროცესების მართვა და ანალიზი . ამისათვის კი აუცილებელია საზღვრის მართვაში მონაწილე ყველა უწყების თანამშრომლობა და კოორდინირებული ქმედება.

 

1.2. სტრატეგიის საფუძველი

სტრატეგია შემუშავებულია საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემის გათვალისწინებით და დაფუძნებულია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასა და სხვა სამართლებრივ დოკუმენტებზე: საქართველოს კონსტიტუციაზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ” საქართველოს კანონზე, ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონზე, ,,საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსზე, ,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” საქართველოს კანონზე, ,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონზე და საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებზე, რომლებიც არეგულირებენ სასაზღვრო და საბაჟო საკითხებს. სტრატეგია შესაბამისობაშია საქართველოს მიერ ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტულ მიმართულებებთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ შემუშავებულ ერთიან საზღვრის მართვის მოდელთან.

სტრატეგიის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების საზღვრის მართვის სტრატეგიული დოკუმენტები, ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება, ასევე საქართველოს სპეციფიკა.“;

გ.დ.ბ) 1.4. პუნქტში სიტყვა (ციფრი): 5 წლის“ შეიცვალოს სიტყვით (ციფრებით): ,,20082013 წლების“;

გ.ე) საზღვრის ერთიანი მართვის კონცეფციის:

გ.ე.ა) 2.1. და 2.2. პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

2.1. საზღვრის ერთიანი მართვის მიზნები

სტრატეგია ეფუძნება საზღვრის ერთიანი მართვის მოდელს. მისი მიზანია საზღვრის მართვაში მონაწილე შესაბამისი უწყებების საქმიანობის კოორდინაცია და თანამშრომლობა, როგორც შიდასახელმწიფოებრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე საზღვრის მართვის ქმედითი და ერთიანი სისტემის შექმნის მიზნით. მან უნდა უზრუნველყოს ღია, მაგრამ კონტროლირებადი და უსაფრთხო საზღვრების პრინციპის დაცვა. საზღვრის ეფექტიანი მართვა სათანადოდ უნდა პასუხობდეს საზღვართან დაკავშირებულ ყველა საფრთხეს.

 საზღვარი ღია უნდა იყოს ვაჭრობისთვის, ადამიანების, სატრანსპორტო საშუალებებისდა ტვირთების გადაადგილებისთვის, რაც ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა. ამავდროულად, საზღვარი დაცული უნდა იყოს ყველა სახის უკანონო საქმიანობისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნისა და რეგიონის სტაბილურობას. აუცილებელია, რომ ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან, მათ შორის, ტრეფიკინგთან, არალეგალურ მიგრაციასთან, ტერორიზმთან ბრძოლა მიმდინარეობდეს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით სახელმწიფო საზღვარზე.

 საზღვრის მართვისადმი ინტეგრირებული მიდგომა უნდა მოიცავდეს სასაზღვრო საქმიანობის შემდეგ მიმართულებებს: სახელმწიფო საზღვრის დაცვა და კონტროლი, სასაზღვრო, აგრეთვე საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმების უზრუნველყოფა, სავიზო პროცედურები, თავშესაფრის საკითხები, ეკონომიკური უსაფრთხოება, ფულის მოძრაობის მონიტორინგი, საქონლის გადაადგილების პროცედურები, ეპიზოური უსაფრთხოება, ფიტოსანიტარული, ვეტერინარული და სანიტარული კონტროლი, ინტელექტუალური საკუთრებისა და მეწარმეთა უფლებების დაცვა, ნარკოტიკებთან, ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან, ტერორიზმთან და სხვადასხვა სახის დანაშაულებათა წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები, ადამიანთა ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა, ასევე პირადი მონაცემების დაცვა, მოსაზღვრე სახელმწიფოებთან სგპ-ის ერთობლივი გამოყენება.

 მნიშვნელოვანია ასევე მონაცემთა ბაზების მართვისა და ინფორმაციის გაცვლის საკითხები, რომლებიც საზღვრის ერთიანი მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მონაცემთა ბაზების შექმნა და მათი გამოყენება კანონმდებლობით უნდა იყოს გამყარებული.

 

2.2 . საზღვრის ერთიანი მართვის მოდელი

საზღვრის ერთიანი მართვა ეფუძნება სასაზღვრო უსაფრთხოების კონტროლის მოდელს:

1. უსაფრთხოების უზრუნველმყოფი კონტროლის სხვადასხვა ღონისძიებები ქვეყნის შიგნით (შესაბამისი სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული და თანამიმდევრული ღონისძიებები);

2. სასაზღვრო კონტროლი;

3. თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებთან (საზღვრის მართვაში მონაწილე უწყებებს შორის ყველა დონეზე);

4. პრევენციული ღონისძიებები მესამე ქვეყნებში.

საზღვრის ერთიანი მართვის მიზნების მისაღწევად საჭიროა:

პრევენციული ზომების გატარება სავარაუდო საფრთხის წარმოშობის ქვეყანაში;

სახელმწიფო უწყებების მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივებისა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის მიზნით;

საზღვრის მართვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება არა მხოლოდ უშუალოდ საზღვარზე, არამედ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა დაინტერესებული უწყების აქტიური მონაწილეობით;

მეზობელ ქვეყნებთან უფრო ინტენსიური თანამშრომლობა საერთო პრიორიტეტების განსაზღვრისა და შეთანხმებული მოქმედების მიზნით.”;

გ.ე.ბ) 2.3.2. და 2.3.3. ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„2.3.2 . უწყებათშორისი თანამშრომლობა

 უწყებათშორისი მიმართულება გულისხმობს საზღვრის მართვაში მონაწილე სხვადასხვა უწყების ერთობლივ მუშაობას, ოპერატიული პერსონალის დონეზე, ასევე კომუნიკაციასა და კოორდინაციას შესაბამისი უწყებების ცენტრალურ ხელმძღვანელობას შორის.

 უწყებათშორისი თანამშრომლობა მოიცავს სახელმწიფო საზღვარზე კოორდინირებულ საქმიანობას, ერთობლივ ღონისძიებებს, ინფორმაციის გაცვლას, ერთობლივ სწავლებებს, საერთო პასუხისმგებლობას, ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის ერთობლივ გამოყენებას და ა.შ.

 

2.3.3. საერთაშორისო თანამშრომლობა

 საერთაშორისო თანამშრომლობა, განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებთან და ევროკავშირთან აუცილებელია მგზავრთა გადაადგილების გამარტივებისათვის, ვაჭრობის და ტურიზმის ხელშეწყობისათვის, სგპ-ის ერთობლივი გამოყენებისთვის, ასევე ერთიანი პოლიტიკის გატარებისა და სპეციფიკურ ტრანსსასაზღვრო დანაშაულებთან (ტრეფიკინგი, კონტრაბანდა) ბრძოლის ერთიანი მიდგომის შესამუშავებლად.

 საერთაშორისო თანამშრომლობა შესაძლოა იყოს მრავალმხრივი და ორმხრივი, ხორციელდებოდეს როგორც სამთავრობო, ასევე უწყებრივ დონეზე. საერთაშორისო თანამშრომლობისთვის აუცილებელი დოკუმენტებია ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებები.“;

გ.ვ) სახელმწიფო საზღვარზე არსებული ვითარების ანალიზის:

გ.ვ.ა) 3.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„3.1 . სახელმწიფო საზღვრის მოკლე ისტორია

 საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა დიდ როლს ასრულებს ქვეყნის და მთლიანად შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ – 1991 წლიდან, საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე კვლავ გამოდის, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების დამოუკიდებელი სუბიექტი.

 საქართველოს დღევანდელი საზღვრები მისი ისტორიული წარსულითაა განპირობებული. თურქეთის რესპუბლიკასთან საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია დასრულებულია. თურქეთის რესპუბლიკასთან საზღვარი დადგენილიასაქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ” 1992 წლის 30 ივლისს დადებული ხელშეკრულებით. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დანარჩენი ნაწილი მეზობელ ქვეყნებთან – რუსეთის ფედერაციასთან, აზერბაიჯანსა და სომხეთის რესპუბლიკებთან საბჭოთა პერიოდში მხოლოდ ადმინისტრაციული საზღვრის ფუნქციას ასრულებდა და დღემდე მისი დელიმიტაციის პროცესი არ დასრულებულა და შესაბამისად დემარკაცია არ განხორციელებულა.

 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაიწყო პრაქტიკული მუშაობა მისი საზღვრების დადგენის მიზნით. ყველა მომიჯნავე ქვეყანასთან (თურქეთის რესპუბლიკის გარდა) შეიქმნა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიები: რუსეთის ფედერაციასთან – 1993 წელს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან – 1994 წელს, სომხეთის რესპუბლიკასთან – 1994 წელს. დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დაჩქარებისა და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით ,,საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, აგრეთვე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შავ ზღვაზე ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 მარტის №208 ბრძანებულებით შეიქმნა სახელმწიფო კომისია. საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციის გამო, რუსეთის ფედერაციასთან დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებზე თანამშრომლობა შეჩერებულია. სხვა მეზობელ ქვეყნებთან ამ მიმართულებით თანამშრომლობა გრძელდება.”;

გ.ვ.ბ) 3.3. – 3.5. პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„3.3. საფრთხეები და გამოწვევები

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია და ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაცია წარმოადგენს. 2008 წლის აგვისტოში განხორციელებულმა სამხედრო აგრესიამ ცხადყო, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ან შეზღუდული სამხედრო მოქმედებების განახლების შესაძლებლობა მუდმივად გასათვალისწინებელი ფაქტორია.

 საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უკონტროლო სიტუაცია გარდა იმისა, რომ უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე, ასევე ქმნის ნოყიერ ნიადაგს კონტრაბანდისა და სხვადასხვა სახის ტრანსნაციონალური დანაშაულების ზრდისთვის, მათ შორის, ისეთი ტრანსნაციონალური დანაშაულებისათვის, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალებებით და იარაღით ვაჭრობა, ადამიანების გატაცება, გატაცებული ავტომობილებით ვაჭრობა, ყალბი ვალუტის შემოტანა და სხვა. ოკუპირებული რეგიონები ასევე შესაძლოა გამოყენებულ იქნს საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების დაგეგმვა-განხორციელების და მასობრივი განადგურების იარაღის კომპონენტების უკანონო ტრანსპორტირების მიზნით.

 ამავდროულად, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მეზობელ ქვეყნებში კონფლიქტური კერების არსებობა. აღნიშნული კონფლიქტების საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლო გადმოდინების საფრთხესთან ერთად, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტების ინტენსიურ ფაზაში გადასვლა გამოიწვიოს ისეთ კონკრეტულ საფრთხეები, როგორიცაა, ლტოლვილთა ნაკადები და მათთან ერთად ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღებული ჯგუფების შემოღწევის საშიშროება, კონტრაბანდისა და სხვა სახის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის ზრდა. ასევე, საფრთხე შეექმნება კავკასიაში არსებული სატრანსპორტო და ენერგო-პროექტების სტაბილურ და შეუფერხებლ ფუნქციონირებას.

მთიანი რელიეფის გამო სამართალდამცავი ორგანოებისათვის საზღვრის ზოგიერთი მონაკვეთი რთულად ხელმისაწვდომია. ყოველივე ეს საზღვრის მართვის ორგანოების მეტ ძალისხმევას მოითხოვს საზღვრისპირა რეგიონებში საზოგადოებრივი წესრიგისა და სხვა სამართალდამცავ ღონისძიებათა უზრუნველყოფის მიზნით. ამ მხრივ, განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოს ცალკეულ მთიან რეგიონებში მიმდინარე დეპოპულაციის პროცესი, რომელიც ართულებს საზღვრის მართვის ორგანოების მიერ საზღვრის დაცვის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელებას.

 გარდა ამისა, საზღვარზე არსებულ საფრთხეებს და გამოწვევებს შორის გასათვალისწინებელია ისეთი ბუნებრივი კატასტროფები, როგორიცაა წყალდიდობა, ზვავი, ტყის ხანძარი და მეწყერი. საზღვრისპირა რეგიონებში არსებული რთული ბუნებრივი პირობები ართულებს ბუნებრივი და ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფების პრევენციას, ისევე, როგორც რეაბილიტაციისა და ზიანის დროული ლიკვიდაციის პროცესს. ამდენად, საზღვრის მართვის ორგანოები მზად უნდა იყვნენ სამაშველო ოპერაციებისათვის და ბუნებრივი კატაკლიზმებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციისათვის.

 ასევე, საქართველოს ტურისტული პოტენციალის ათვისებისთვის აუცილებელია ფიზიკურ პირთა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიერ საზღვრის შეუფერხებელი კვეთის ქმედითი მექანიზმის შექმნა.

 

3. 4. გეოგრაფიული მონაცემები

საქართველოს ტერიტორიის ფართობია 69,7 ათასი კმ2, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის საერთო სიგრძეა 2148 კმ, აქედან სახმელეთო საზღვრისა – 1839 კმ-ია, ხოლო საზღვაო სივრცის სანაპირო ზოლისა – 309 კმ.

 

საზღვრის მონაკვეთი

სახმელეთო საზღვრის სიგრძე (კმ)

რუსეთის ფედერაციასთან

894

აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან

446

 სომხეთის რესპუბლიკასთან

224

 თურქეთის რესპუბლიკასთან

275

 

შენიშვნა: ამ პუნქტში მოცემული მონაცემები მიახლოებითია. სახელმწიფო საზღვრის სიგრძე დაზუსტდება დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დასრულების შემდეგ.

 

სასაზღვრო გამტარი პუნქტები

 

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში ფუნქციონირებს შემდეგი სგპ-ები [1] :

 

სგპ

მოსაზღვრე ქვეყანა

კატეგორია/სტატუსი

სარფი

თურქეთის რესპუბლიკა

საავტომობილო/ საერთაშორისო

ვალე

თურქეთის რესპუბლიკა

საავტომობილო/ საერთაშორისო

ნინოწმინდა

სომხეთის რესპუბლიკა

საავტომობილო/ საერთაშორისო

გუგუთი

სომხეთის რესპუბლიკა

საავტომობილო/ საერთაშორისო

ახკერპი

სომხეთის რესპუბლიკა

საავტომობილო/ სახელმწიფოთაშორისი

სადახლო

სომხეთის რესპუბლიკა

საავტომობილო/ საერთაშორისო

სადახლო

სომხეთის რესპუბლიკა

სარკინიგზო/ საერთაშორისო

წითელი ხიდი

აზერბაიჯანის რესპუბლიკა

საავტომობილო/ საერთაშორისო

ვახტანგისი

აზერბაიჯანის რესპუბლიკა

საავტომობილო/ სახელმწიფოთაშორისი

სამთაწყარო

აზერბაიჯანის რესპუბლიკა

საავტომობილო/ სახელმწიფოთაშორისი

ცოდნა

აზერბაიჯანის რესპუბლიკა

საავტომობილო/ საერთაშორისო

გარდაბანი

აზერბაიჯანის რესპუბლიკა

სარკინიგზო/ საერთაშორისო

ყაზბეგი/დარიალ

რუსეთის ფედერაცია

საავტომობილო/ საერთაშორისო

 

საერთაშორისო აეროპორტებია:

თბილისი;

ბათუმი;

ქუთაისი/სენაკი.

 

საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურები :

ბათუმის საზღვაო ნავსადგური ;

სუფსის საზღვაო ნავსადგური ;

ფოთის საზღვაო ნავსადგური ;

ყულევის საზღვაო ნავსადგური.

საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთზე არსებულ სგპ-ებს ამჟამად ვერ აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება. თუმცა ამ მონაკვეთების საჰაერო და საზღვაო სივრცის მონიტორინგი მაინც ხორციელდება.

 

საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთზე არსებული სგპ-ებია:

განთიადი (სარკინიგზო);

განთიადი ( საავტომობილო);

როკი (საავტომობილო).

 

საზღვაო პორტებია:

სოხუმი;

ოჩამჩირე.

 

აღნიშნული სგპ-ების სტატუსი განისაზღვრება ამ რეგიონებში საქართველოს დე-ფაქტო იურისდიქციის აღდგენის შემდეგ.”;

გ.ზ) სტრუქტურული მოწყობის 4.2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„4.2. საზღვრის მართვაში ჩართული უწყებები

საზღვრის მართვაში ჩართული უწყებები არიან:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.

 

  შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის სფეროა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დანაშაულის გამოძიება და აღკვეთა, ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, იმ უცხო ქვეყნების, ორგანიზაციებისა და პირების მიზნებისა და მოქმედებების გამოვლენა, აღკვეთა, გამოძიება და ანალიზი, რომლებიც ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფა, ძებნა-გადარჩენის ოპერაციების განხორციელება. „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია არის სამართალდამცავი ორგანო სპეციალური სამსახურის ფუნქციებითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით. მას მინიჭებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პოლიციის სპეციალური, განსაკუთრებული უფლებები და ოპერატიულ-სამძებრო, სადაზვერვო (კონტრსადაზვერვო) საქმიანობის, ადმინისტრაციული სამართალწარმოების განხორციელების უფლებამოსილებანი.

 საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმთავრესი ფუნქციაა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის და სასაზღვრო რეჟიმის დაცვა, სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობის, სახელმწიფოს, საზოგადოების, მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და მათი ქონების დაცვა; საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვა და კონტროლი და ა.შ.

 2009 წლის იანვრიდან, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ სგპ-ებში სასაზღვრო რეჟიმის დაცვას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (შემდეგში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი). სგპ-ებში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს მოქალაქეთა და უცხოელთა ინსპექტირება, საქართველოს ვიზის გაცემა, კომპეტენციის ფარგლებში ტრეფიკინგის, კონტრაბანდული საქონლის იმპორტისა და ექსპორტის, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალებების, იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებების, მასობრივი განადგურების საშუალებების უკანონო გადაადგილებისა და კანონმდებლობით აკრძალული სხვა ქმედებების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობ დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის და თავიდან აცილების მიზნით, სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებ და ადმინისტრაციული საქმისწარმოება, საერთაშორისო აეროპორტებისა და ნავსადგურების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფ ღონისძიებათა კონტროლ და კოორდინაცია.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საზღვრის რეჟიმის დაცვის მიზნით სგპ-ებში ახორციელებს შესაბამისი სამსახურების საქმიანობის კოორდინაციასა და კანონმდებლობთ განსაზღვრულ სხვა ღონისძიებებს.

 საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სასაზღვრო წარმომადგენლობით საქმიანობას, შეიმუშავებენ სასაზღვრო რეჟიმის დაცვის ღონისძიებებს და ახორციელებენ კონტროლს მათ შესრულებაზე.

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სასაზღვრო უსაფრთხოების საინფორმაციო ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას, ამ მიმართულებით კოორდინირებას უწევს საინფორმაციო სისტემების, საკომუნიკაციო ქსელების, ელექტრონულ მონაცემთა ბაზების ადმინისტრირებას და მათ განვითარებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საქმიანობის მართვას.

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ოპერატიულად უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალი ორგანოების ინფორმირებას ძებნილი და სასაზღვრო კონტროლზე აყვანილი პირების შესახებ. სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ასევე აქტიურადაა ჩართული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, კონტრტერორისტული ცენტრი (დეპარტამენტი), ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო საქართველოში (მთავარი სამმართველო) და სხვა ორგანოები.

 

  საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოა, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო სფეროში, უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს, ახორციელებს ეკონომიკური დანაშაულის სფეროში პრევენციულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას და გამოძიებას. სგპ-ებში და საბაჟო კონტროლის სხვა ზონაში სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელი მთავარი ორგანო არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდეგში – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური).

 2006 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ”, რომლის საფუძველზეც შეიქმნა წინაპირობა საბაჟო დეპარტამენტის, ფინანსური პოლიციისა და საგადასახადო დეპარტამენტის გასაერთიანებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – შემოსავლების სამსახურში.

 2009 წლის 3 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, ხოლო 2010 წლის 23 თებერვალს – საქართველოს კანონი „შემოსავლების სამსახურის შესახებ”, რაც განპირობებული იყო გადასახადების, საზღვრის კვეთის ადმინისტრირების სფეროში კონტროლზე დამყარებული მიდგომიდან თანამშრომლობაზე დამყარებულ მიდგომაზე გადასვლით. შესაბამისად, ქვეყნის საბაჟო და საგადასახადო ადმინისტრაციის ფუნქციას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური, ხოლო საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში საგამოძიებო ფუნქციას – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით შემავალი სპეციალური სამართალდამცავი ორგანო – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

 საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური აკონტროლებს ეკონომიკურ საზღვარს, რათა დაიცვას საქართველოს ბაზარი, ეკონომიკა და მოსახლეობა. მისი ფუნქციაა საქონლის შემოტანასა და გატანასთან დაკავშირებული პროცედურების, საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება სგპ-ებში და კონტროლის სხვა ზონაში, აგრეთვე საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური ახორციელებს იმპორტის და ექსპორტის გადასახდელების, აგრეთვე სხვა სახის გადასახადების ადმინისტრირებას; ატარებს პრევენციულ და საქონლის გაშვების შემდგომ შემოწმებებს რისკის ანალიზის საფუძველზე; აწარმოებს საქონლის იმპორტისა და ექსპორტის სტატისტიკას; ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.

 საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური ახორციელებს ვეტერინარულ, ფიტოსანიტარიულ და სანიტარიულ კონტროლს საქონლის შემოტანისას და გატანისას, აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრების დაცვას და სავალუტო კონტროლს.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს თავდაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს საზღვრის დაცვას საჰაერო სივრცეში ახორციელებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარები.

 საომარი მდგომარეობის გამოცხადების დროს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია გადადის სამხედრო ძალების შემადგენლობაში და უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნას.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს უცხოეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს საგარეო ურთიერთობათა მართვასა და კოორდინაციას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კოორდინაციას უწევს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების საქმიანობას საზღვარგარეთ, კომპეტენციის ფარგლებში არეგულირებს ვიზების გაცემის საკითხებს, გასცემს საქართველოში დასაბრუნებელ მოწმობებს, კოორდინაციას უწევს დეპორტირებულთა დაბრუნებას და ძებნილ პირთა მიერ საქართველოში შემოსვლას, გასცემს საქართველოს მოქალაქის პასპორტს, შეისწავლის საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა მიგრაციულ გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს მიგრაციული პროცესების მართვაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მოამზადოს და აწარმოოს მოლაპარაკებები მეზობელ ქვეყნებთან დელიმიტაციისა და დემარკაციის, სახელმწიფო საზღვრის ხაზისა და სასაზღვრო ნიშნების, სგპ-ების სამართლებრივი სტატუსისა და სხვა შესაბამის საკითხებზე.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს მოქალაქეობის, მიგრაციის, ბინადრობის ნებართვის გაცემის, უცხოელთა საქართველოდან გაძევების, უცხოელთათვის საქართველოდან გასვლის ვადის გაგრძელების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტაზე, ამზადებს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისთვის საჭირო მასალებს და ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო უფლებამოსილია გასცეს საქართველოს ორდინალური ვიზები საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად შემოსულ უცხოელებზე.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო უზრუნველყოფს საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის სახელმწიფოებრივი სისტემის ჩამოყალიბებასა და ამ სფეროში ხელისუფლების აღმასრულებელ ორგანოებთან ურთიერთშეთანხმებულ საქმიანობას, ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით ლტოლვილთა, თავესაფრის მაძიებელთა, დევნილთა, რეპატრიანტთა, საგანგებო სიტუაციებით (სტიქიური უბედურებები, ეპიდემია და სხვ.) გამოწვეული მიგრაციული ნაკადების რეგულირებას, მათი დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზებას, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნასა და სოციალურ დაცვას.’’;

გ.თ) 5.1. – 5.12. პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„5.1. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია

5.1.1.მიზნები

მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის დასრულებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან აღნიშნული პროცესის გაჭიანურება არა მხოლოდ საზღვრის მართვაზე ახდენს გავლენას, არამედ საფრთხეს უქმნის მთელი ქვეყნისა და რეგიონის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას. აქედან გამომდინარე, საზღვრებზე საქართველოს ფუნდამენტური სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დასრულების მიზნით. რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესი გაგრძელდება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის შემდეგ.

 

5.1.2. არსებული ვითარება

სახელმწიფო საზღვარი დადგენილია და სამართლებრივად გაფორმებულია მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკასთან. შესაბამისი სახელმწიფო კომისია აწარმოებს ორმხრივ მოლაპარაკებებს სხვა მოსაზღვრე სახელმწიფოებთან. სომხეთის რესპუბლიკასთან სასაზღვრო მონაკვეთის 71%, ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან – 66% უკვე შეთანხმებულია. რაც შეეხება საზღვარს რუსეთის ფედერაციასთან, სადელიმიტაციო კომისიების და ექსპერტთა ჯგუფების დონეზე შეთანხმებულია მთლიანი საზღვრის 86%. 2008 წლს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და მათი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებით რუსეთის ფედერაცია უგულვებელყოფს მიღწეულ შეთანხმებებს.

 

5.1.3 . წინადადებები/რეკომენდაციები

შესაბამისმა სახელმწიფო კომისიამ უნდა გააგრძელოს აქტიური მუშაობა დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დასასრულებლად.

მეზობელ სახელმწიფოებთან უნდა შემუშავდეს და გაფორმდეს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებები.

 

5.2. საკანონმდებლო და ნორმატიული ჩარჩოები

5.2.1. მიზნები

ახალი კანონმდებლობის შემუშავების მიზანია საზღვრის ერთიანი მართვის თანმიმდევრული განხორციელება. ყველა სამართლებრივი დოკუმენტი, განსაკუთრებით კი ის დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია პირადი ინფორმაციის დაცვასთან, ძალის გამოყენებასთან, თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ მოპყრობასთან, უნდა შემუშავდეს ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე.

შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავება აუცილებელია წარმატებული უწყებათაშორისი თანამშრომლობისთვის. კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს და გადანაწილდეს ფუნქციები საზღვრის მართვაში მონაწილე ორგანოებს შორის.

 უნდა შემუშავდეს საზღვრის მართვაში ჩართულ უწყებებს შორის თანამშრომლობის წესები. შესაბამისი ნორმატიული აქტებით უნდა დადგინდეს თითოეულ დონეზე თანამშრომლობის, ინფორმაციის გაცვლის, ერთობლივი მუშაობისა და სწავლების, ტექნიკისა და ინფრასტრუქტურის საერთო გამოყენების ფორმები. უნდა შეიქმნას სამართლებრივ ბაზა რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე თანამშრომლობის სათანადო პროცედურების შესამუშავებლად.

 პრიორიტეტული მნიშვნელობისაა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოთა ურთიერთ თანამშრომლობის დოკუმენტები.

 საზღვაო საზღვრის მართვის გასაუმჯობესებლად საჭიროა საქართველოს საზღვაო სივრცეში მოქმედ უწყებებთან თანამშრომლობის კოორდინაცია.

 საერთაშორისო თანამშრომლობა საზღვრის მართვის განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია. აქედან გამომდინარე, საზღვრის მართვის ორგანოებმა უნდა განაგრძონ მეზობელი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ახალი ფორმების ძიება და ძველის დახვეწა. საქართველო გეგმავს თანამშრომლობას აზერბაიჯანის, თურქეთის და სომხეთის რესპუბლიკებთან საზღვრის ერთობლივი გამოყენების პრინციპის საფუძველზე.

 

5.2.2 . არსებული ვითარება

სასაზღვრო სფეროში მოქმედი ძირითადი ნორმატიული აქტებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“, საქართველოს კანონი „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულება და სხვა ნორმატიული აქტები. კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფის მიზნით მუშავდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს შორის საზღვრის მართვის საკითხებზე თანამშრომლობის დოკუმენტი და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტები. კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით შესაძლებელი გახდა ერთი უწყების მიერ სხვა უწყების გარკვეულ ამოცანათა შესრულება – ფუნქციური დახმარება.

 საერთაშორისო თანამშრომლობის რესურსები ბოლომდე არ არის გამოყენებული, თუმცა ბოლო წლებში ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯები გადაიდგა. გაფორმდა სასაზღვრო სფეროში შეთანხმებები ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებთან და სამუშაო შეთანხმება FRO NTEX-თან. 2011 წლის ნოემბერში სომხეთის რესპუბლიკასთან ხელი მოეწერა სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. აღნიშნული ტიპის ხელშეკრულებები გაფორმებულია სხვა მეზობ ქვეყნებთანაც.

 2011 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა ახალი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, რომელშიც გაერთიანებულია საგადასახადო და საბაჟო საკითხები, ასევე მიღებულია ერთიანი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც არეგულირებს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ საკითხებს.

 საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობისთვის და რეგიონში საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის ასამაღლებლად მოდერნიზირდება და შენდება სგპ-ები, არსებულ სგპ-ებზე საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული პროცედურები ხორციელდება ერთი სარკმლის და ერთი გაჩერების პრინციპზე დაყრდნობით. სამართლებრივი საფუძველი („სარფი”, „კარწახი” და „ახალციხე” სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი გამოყენების შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შეთანხმება; „საბაჟო საზღვარზე გამშვები პუნქტების ერთობლივი გამოყენების შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი) შეიქმნა თურქეთის რესპუბლიკის საზღვარზე მდებარე სგპ-ების ერთობლივ გამოყენებისათვის. ანალოგიური ხელშეკრულებების გაფორმება ინიცირებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, სომხეთის რესპუბლიკასთან, უკრაინასთან, ბულგარეთის რესპუბლიკასთან და რუმინეთთან. სუამ-ის ფარგლებში ხელი მოეწერა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შემოსავლების სამსახურსა და უკრაინის საბაჟო ადმინისტრაციას შორის სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ საქონლისა და სატრანსპორტო საშულებებების შესახებ ინფორმაციის გაცვლის შეთანხმებას. საქართველო მიუერთდა საბაჟო სამართალდარღვევების თავიდან აცილების, გამოძიების და აღკვეთის მიზნით ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო კონვენციას. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების გაფორმების ხელშეწყობის მიზნით ევროკომისიასთან შეთანხმდა „სურსათის უვნებლობის ყოვლისმომცველი სტრატეგია“. ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ შეთანხმებას, რაც რუსეთის ფედერაციასთან საქართველოში შემოსული საქონლის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის საშუალებას იძლევა.

 

 5.2.3 . წინადადებები/რეკომენდაციები

ეროვნული

დამატებით შესამუშავებელია სამართლებრივი დოკუმენტები შიდაუწყებრივი და უწყებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შესაბამისი უწყებების ელექტრონულ მონაცემთა ბაზები ერთობლივი სარგებლობის რეგულირება.

 

საერთაშორისო

მიზანშეწონილია კომპეტენტურმა ორგანოებმა სხვა სახელმწიფოების შესაბამის სტრუქტურებთან ერთად შეიმუშაონ ორმხრივი შეთახმებები:

– სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ;

– სგპ-ების ერთობლივი გამოყენების შესახებ;

– სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის შესახებ.

 

5.3. თანამშრომლობა

5.3.1. შიდაუწყებრივი თანამშრომლობა

მიზნები

საზღვრის მართვაში ჩართულ შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდე ინფორმაციული უზრუნველყოფის, ანალიზისა და სამსახურებრივი პროცედურების ჩამოყალიბებული შიდაუწყებრივი მექანიზმი.

 

არსებული ვითარება

2007 წლიდან სახმელეთო საზღვარზე განლაგებულ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფებს აქვ სტანდარტული სამოქმედო წესები, რომლებიც შემუშავდა ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის ჯგუფის დახმარებით. მოსამსახურეთა ფუნქციები და ვალდებულებები დეტალურად არის გაწერილი.

 საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – შემოსავლების სამსახურში შემუშავებულია პროცედურული სახელმძღვანელო, ხორციელდება სგპ-ების და გაფორმების ეკონომიკური ზონების ვიდეო მონიტორინგი. ამასთან, დასახვეწია საფრთხეების შეფასებისა და რისკის ანალიზის სისტემა.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცენტრალური აპარატი, მათი რეგიონუი სამმართველოები, აგრეთვე სგპ-ები ჩართულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საკომუნიკაციო ქსელში. მიმდინარეობს და 2013 წლის ბოლოსთვის დასრულდება დაცული რადიოსაკომუნიკაციო სისტემის შექმნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ყველა დონეზე ხმოვანი ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლის მიზნით.

 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი დანაყოფები ჩართულია ერთიან საინფორმაციო სისტემაში.

 ჯერ კიდევ პრობლემატური საკითხია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ მისი ქვედანაყოფების ჩართვა ერთიან საინფორმაციო სისტემაში.

 

 წინადადებები/რეკომენდაციები

აუცილებელია ინფორმაციის გაცვლისა და ანგარიშგების სისტემების განვითარების ხელშეწყობა.

 აუცილებელია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიმედო შიდა საკომუნიკაციო სისტემის შექმნა, რომელიც სხვადასხვა დონეზე ყველა სახის ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლასა და მონაცემთა ბაზებთან ინტერაქტიულ მუშაობას უზრუნველყოფს.

 საჭიროა გამოცდილების გაზიარება, მოსამსახურეთა როტაცია და ერთობლივი ტრენინგების ჩატარება შიდაუწყებრივი თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად.

 

5.3.2 . უწყებათ შორისი თანამშრომლობა

მიზნები

საზღვრის მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია შესაბამისი უწყებების თანამშრომლობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე. აღნიშნულის მიზანია არსებული სახელმწიფო რესურსებისა და საშუალებების ეფექტიანი გამოყენება, ინფორმაციის გაცვლა და სხვადასხვა სამსახურების უფლებამოსილებების (ფუნქცია/მოვალეობების) დუბლირების თავიდან აცილება.

გასათვალისწინებელია სასაზღვრო უსაფრთხოების განმტკიცებაში კერძო სექტორის ჩართვის საკითხი. ამ მიზნით საჭიროა შემუშავდეს საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში მონაწილე სუბიექტების სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხებში დაინტერესების მექანიზმები.

 საჭიროა ჩამოყალიბდეს მაღალი დონის სამუშაო ჯგუფი უწყებათშორისი თანამშრომლობის კოორდინაციის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში ერთ უწყებას უნდა შეეძლოს სხვა უწყების გარკვეულ ამოცანათა შესრულება – ფუნქციური დახმარება.

 

არსებული ვითარება

ბოლო პერიოდში საზღვრის მართვაში მონაწილე უწყებების თანამშრომლობა გაუმჯობესდა, თუმცა სრულყოფილი სახე არ მიუღია. შემუშავდა საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ფინანსთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებები თანამშრომლობის წესების შესახებ, რომელიც არეგულირებს თანამშრომლობსაკითხებს რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე. ასევე, მიღებულია რიგი ნორმატიული აქტები, რომლებითაც რეგულირდება ურთიერთობები სხვადასხვა უწყებებს შორის საზღვრის მართვის სფეროში. მათ შორის, დარეგულირდა უწყებათაშორის ელექტრონულ მონაცემთა ბაზების ურთიერთკავშირის და ურთიერთდაშვების სამართლებრივი მექანიზმები.

 

წინადადებები/რეკომენდაციები

საზღვრის მართვის უწყებებს შორის შემუშავდეს თანამშრომლობის წესები, რომლებიც უნდა მოიცავდნენ თანამშრომლობის სფეროებსა და ფორმებს, ინფორმაციის გაცვლს, ერთობლივ ტრენინგს, აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის ერთობლივ გამოყენებ საკითხებს.

 შემუშავდეს და დამტკიცდეს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და სხვა დაინტერესებულ უწყებებს შორის ზღვაზე კრიზისული სიტუაციების მართვის წესის შესახებ, აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სავიზო საკითხებთან დაკავშირებით ელექტრონულ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნისა და მართვის შესახებ.

 საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა სავიზო და უცხოელთა საკითხებზე მომუშავე უწყებებს შორის (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო), რაც აგრეთვე მოიცავს ინფორმაციის გაცვლას, ტრენინგსა და საკონტაქტო პირების არსებობას. მსგავსი თანამშრომლობის ერთ-ერთი ფორმაა საელჩოებში მეკავშირე ოფიცრის დანიშვნა.

 აუცილებელია თავშესაფრის მაძიებელთა საკითხების რეგულირება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გამოსცე თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებში თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი ბრძანება, რომელშიც უნდა აისახოს:

თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ საზღვარზე შესაბამისი პროცედურების ჩატარების წესი;

აღნიშნულ უწყებათა შორის ინფორმაციის გაცვლის წესი.

 

5.3.3 . საერთაშორისო თანამშრომლობა

მიზნები

საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, რომლის მიზანია ღია, გამჭირვალე და დაცული საზღვრების არსებობა. მრავალმხრივი თანამშრომლობის მიზანია საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და ამ მიმართულებით საუკეთსო პრაქტიკის გაზიარების მიზნით პროცედურების გამარტივება, ჰარმონიზება და საზღვრის მართვის სფეროში განსახორციელებლ ღონისძიებათა ეფექტიანობის ამაღლება. ამ მხრივ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.

 მნიშვნელოვანია აგრეთვე არალეგალურ მიგრაციისა და მოქალაქეთა რეინტეგრაციის საკითხებზე თანამშრომლობა.

ტრანსნაციონალური და ტრანსსასაზღვრო დანაშაულის აღკვეთისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას ინფორმაციის გაცვლის, ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვისა და განხორციელების გზით.

 მოსაზღვრე ქვეყნებთან პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია ურთიერთნდობის ამაღლება ინფორმაციის გაცვლის და თვალთვალის ერთობლივ ღონისძიებათა მეშვეობით. გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა მოიაზრებოდეს აგრეთვე სგპ-ების ერთობლივი გამოყენება.

 

არსებული ვითარება

საქართველო მრავალმხრივ ფორმატში მონაწილეობს სხვადასხვა ორგანიზაციების და კონფერენციების ფარგლებში, (ეუთო, ვმო, ბისეკი, მსო, სუამ-იმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, შიოფოკის კონფერენცია და ბუდაპეშტის პროცესი, საგადასახადო ადმინისტრაციების შიდაევროპული ორგანიზაცია). აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა აღმოსავლეთის პარტნიორობისა და პარტნიორობა მობილურობის ინიციატივებს. 2010 წლის ოქტომბერში გაფორმდა ხმელთაშუა, შავი ზღვისა და სხვა ქვეყნების (26 ქვეყანა) სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის ტრანსრეგიონული საზღვაო ქსელის დაფუძნების შესახებ ოპერაციული შეთანხმება. ძალაში შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ნეაპოლის საზღვაო ძალების გაერთიანებული სარდლობის შტაბს შორის ოპერაცია აქტიური ძალისხმევის“ განხორციელებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მონაწილეობის თაობაზე ურთიერთგაგების ტაქტიკური მემორანდუმი.

 შეთანხმდა FRO NTEX-თან თანამშრომლობის სამწლიანი გეგმა, რომელიც განხორციელების პროცესშია.

 ხელი მოეწერა შეთანხმებებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიისა და ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ.

 2010 წლიდან გაეროს განვითარების პროგრამა (U NDP) ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რეგიონულ პროგრამას – საზღვრის ერთიანი მართვა სამხრეთ კავკასიაში (SCIBM).

 

წინადადებები/რეკომენდაციები

აუცილებელია თანამშრომლობის გაგრძელება ნატოს, ეუთო-სა და ევროკავშირთან მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში. მნიშვნელოვანია ასევე იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, რომლებიც სასაზღვრო უსაფრთხოებისა და მიგრაციის საკითხებზე მუშაობენ.

 მიზანშეწონილია ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებების დადება, რომლებიც მოიცავენ საზღვრის დაცვის რეჟიმს, საზღვრის მოვლისა და სხვა შესაბამის ასპექტებს.

 საჭიროა რეგულარული შეხვედრების ორგანიზება, სადაც შემუშავდება თანამშრომლობის გეგმები.

 მნიშვნელოვანია გაიზარდოს სასაზღვრო წარმომადგენლის – სასაზღვრო კომისრის როლი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და სასაზღვრო ინციდენტების დარეგულირებაში, რათა არ მოხდეს მათი გადაზრდა სახელმწიფო მნიშვნელობის უთანხმოებაში. სასაზღვრო წარმომადგენელმა – სასაზღვრო კომისარმა კომპეტენციის ფარგლებში უნდა:

მიიღოს ზომები სასაზღვრო ინციდენტების გადასაჭრელად;

გადაწყვიტოს საზღვრის რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები;

ჩაატაროს ერთობლივი გამოძიება;

ჩაატაროს დაუგეგმავი კონსულტაციები;

გაცვალოს ინფორმაცია;

ჩაატაროს ღონისძიებები საერთო ინტერესებიდან გამომდინარე (მეთვალყურეობა) და კოორდინირება გაუწიოს გამოცდილების გაზიარებას;

არეგულიროს სგპ-ებს შორის თანამშრომლობა.

სგპ-ების ერთობლივი გამოყენების პრინციპის შესაბამისად , მნიშვნელოვანია:

სგპ-ებს შორის საკომუნიკაციო სისტემის არსებობა ;

საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული ინციდენტების მოგვარება;

სგპ-ების ხელმძღვანელების რეგულარული შეხვედრები.

 

5.4. მართვა და ორგანიზაცია

5.4.1 . მიზნები

 უწყებების სტრუქტურა და მართვა იმგვარად უნდა იყოს ორგანიზებული, რომ არ მოხდეს სხვა უწყებათა საქმიანობის დუბლირება.

 საზღვრის მართვის ორგანოებს ადმინისტრირების თითოეულ დონეზე უნდა ჰქონდე შესაბამისი უფლებამოსილება, რათა შეასრულო მაზე დაკისრებული მოვალეობები.

 

5.4.2 . არსებული ვითარება

2009 წლის დასაწყისში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები, რის შედეგადაც სგპ-ები დაექვემდებარა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამხედრო საზღვაო ძალები გადაეცა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას და ინტეგრირება მოხდა სქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან. განხორციელებული ცვლილებების შემდეგ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კომპეტენციაში დარჩა სახმელეთო საზღვრის დაცვა და საზღვაო სივრცის კონტროლი.

 საქართველოს სასაზღვრო პოლიციის რეგიონულ სამმართველოებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად გაერთიანდა სექტორები და სამმართველოები. ადმინისტრაციული თანამდებობების შემცირების ხარჯზე გაიზარდა უშუალოდ საზღვრის დაცვით დაკავებულ მოსამსახურეთა რაოდენობა. დღეისათვის საქართველოს სასაზღვრო პოლიცია სრულად არის გადასული საკონტრაქტო სისტემაზე.

 საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – შემოსავლების სამსახურში შეიქმნა გაფორმების ცენტრალიზებული დეპარტამენტი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში. ზონა წარმოადგენს საქართველოსთვის უპრეცედენტო სიდიდის გაფორმების ადგილს, სადაც ერთი გაჩერების პრინციპით მაქსიმალურად მცირე დროში ხორციელდება საქონლის შემოტანა-გატანასთან დაკავშირებული ოპერაციები.

 

5.4.3 . წინადადებები/რეკომენდაციები

შიდაუწყებრივი თანამშრომლობა

საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ დაასრულა ადმინისტრაციული ფუნქციების დელეგირება რეგიონულ სამმართველოებზე.

 ამასთან, უნდა გაუმჯობესდეს სპეციალური ოპერატიულ-სამძებრო, დაზვერვის და რისკის ანალიზის სამსახურების საქმიანობა.

 

უწყებათ შორისი დონე

სასაზღვრო კონტროლისა და ქვეყნის ტერიტორიაზე მიღებული ზომების გასაუმჯობესებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს:

ეფექტიანი უწყებათშორისი თანამშრომლობისთვის უწყებათშორისი მუშა ჯგუფის შექმნა.

საზღვრის მართვაში მონაწილე უწყებების რეგიონულ ორგანოებს უნდა ჰყავდეთ საკონტაქტო პირები სხვა უწყებებიდან.

 

საერთაშორისო დონე

მეზობელ ან სხვა ქვეყნებთან ურთიერთობისას შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მეკავშირე ოფიცრის ინსტიტუტი. მეკავშირე ოფიცერი საჭიროებისამებრ შეიძლება დაინიშნოს საელჩოებში ან საკონსულოებში.

მეკავშირე ოფიცერი უფლებამოსილი იქნება:

ინფორმაციის მოძიებასა და გაცვლაზე საზღვრის მართვის ორგანოებისთვის დახმარების გაწევის მიზნით;

ინფორმაციის შეფასებაზე;

ადგილსამყოფელი ქვეყნის სასაზღვრო უწყებებსა და საიმიგრაციო სამსახურებთან ურთიერთობების დამყარებაზე;

რეადმისიის პროცესის ხელშეწყობაზე;

კონსულტაციების გაწევაზე სასაზღვრო საკითხებში საელჩოებისა და საკონსულოებისათვის.

 

5.5 . სასაზღვრო კონტროლი

5.5.1. სასაზღვრო გამტარი პუნქტები

მიზნები

სახელმწიფო საზღვრის მართვის სისტემაში სგპ-ების დანიშნულებაა მგზავრთა, ტვირთებისა და სატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა საზღვარზე. ამავდროულად, სგპ წარმოადგენს გადაულახავ ბარიერს ნებისმიერი სამართალდამრღვევისთვის.

 

არსებული ვითარება

სგპ-ებზე საქმიანობის განმსაზღვრელი ძირითადი სამართლებრივი დოკუმენტებია საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულება.

შემუშავებულია საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ფინანსთა მინისტრთა ერთობლივი ბრძანება, რომელიც არეგულირებს თანამშრომლობის წესებს.

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ზრდის ქვეყნის ტერიტორიის ნარკოტრანზიტის და არალეგალური მიგრაციის პოტენციურ მარშრუტად გამოყენების რისკებს. ამ სახის დანაშაულის გახსნის ფაქტების რაოდენობა შედარებით მცირეა. მიზეზად კი სახელდება ტექნიკური საშუალებების, სატვირთო სკანერების და გაწვრთნილი ძაღლების ნაკლებობა.

 

წინადადებები/რეკომენდაციები

სგპ-ების გარდა სხვა ადგილებში განსაკუთრებულ შემთხვევებისათვის (საძოვრებზე გადარეკვა, საზღვრისპირა მშენებლობები, ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები და ა.შ.) მიზანშეწონილია შემუშავდეს საზღვრის გადაკვეთის კოორდინირებული და მარტივი პროცედურები.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საზღვარზე ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლას, მის მეთოდებსა და ბრძოლისათვის საჭირო აღჭურვილობას.

ნდა გაუმჯობესდეს ყალბი საბუთების აღმოჩენის ტექნიკური შესაძლებლობები, კერძოდ, მოხდეს ნიმუშთა ბაზის შექმნა, სგპ-ების და ცენტრალური ლაბორატორიის სათანადოდ აღჭურვა.

გაგრძელდეს მობილური სასაზღვრო შემოწმების განხორციელება სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტზე.

 

5.5.2 . სახმელეთო საზღვრისა და საზღვაო სივრცის დაცვა და კონტროლი

მიზნები

გაიზარდოს საქართველოს სახმელეთო საზღვრისა და საზღვაო სივრცის დაცვისა და კონტროლის ეფექტიანობა. ეს უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად პროფესიონალურად და ეფექტიანად.

საზღვრები დახურული უნდა იყოს კრიმინალური და ნებისმიერი სხვა საქმიანობისათვის, რომელიც ქვეყანასა და რეგიონში საფრთხეს უქმნის სტაბილურობას.

 

არსებული ვითარება

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე და საზღვაო სივრცეში (გარდა სგპ-ისა) ახორციელებს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია. 2006 წელს დასრულდა საზღვრის დაცვა წვევამდელთა მონაწილეობით. მიმდინარეობს სასაზღვრო სექტორების მუდმივი დისლოკაციის ადგილმდებარეობის განსაზღვრა.

გამართული ინფრასტრუქტურის (შენობები, საპატრულო გზები და ბილიკები, სათვალთვალო კოშკურები, საინჟინრო ღობურები, საზღვრის დაცვის სხვა ტექნიკური საშუალებები), სატრანსპორტო საშუალებებისა და სასამსახურო ცხოველების ნაკლებობა ხელს უშლის სასაზღვრო პოლიციური ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებას.

აღსანიშნვია, რომ 2009 წელს საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად სასაზღვრო ავიაცია (რომელიც აქტიურად იყო ჩართული სახმელეთო საზღვრის დაცვის ღონისძიებებში) გადავიდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში. დღეისათვის ავიაცია ძირითადად გამოიყენება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა როტაციის, მათი სურსათით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველსაყოფად.

 

წინადადებები/რეკომენდაციები

შემუშავდეს და დამონტაჟდეს სასაზღვრო ზოლისა და სასაზღვრო ზონის ფარგლების აღმნიშვნელი ნიშნები;

გაუმჯობესდეს სასაზღვრო ინფრასტრუქტურა;

მთიან და ძნელადმისადგომ ადგილებში სასაზღვრო თვალთვალი განხორციელდეს ავიაციის მეშვეობით;

სახელმწიფო საზღვრის მაღალი რისკის მონაკვეთებზე გამოყენებულ იქნეს საინჟინრო ღობურები, სათვალთვალო კოშკურები და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სხვა ტექნიკური საშუალებები;

საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაცვის მიზნით აუცილებელია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ქვედანაყოფების აღჭურვა წყალქვეშა დაკვირვების სისტემებით, ასევე (ოპერატიული მართვის სამსახურის, საკომანდო განყოფილებებისა და სანაპირო დაცვის სადგურების) მძლავრი, შორი ხედვის თერმო-ოპტიკური კამერებით, რომელთა გამოყენება საზღვაო სივრცის მონიტორინგის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია.

სახელმწიფო საზღვრის დაცვა უნდა ეფუძნებოდეს რისკების ანალიზს;

აუცილებელია ურთიერთნდობის ამაღლება საზღვრისპირა რაიონების მოსახლეობასა და მესაზღვრეებს შორის.

 

5.6. სანიტარ ული, ვეტერინარული და ფიტოსანიტარ ული კონტროლი

5.6.1. მიზნები

სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მოთხოვნების შესრულების მიზნით, სგპ-ში შესაბამისმა უწყებებმა უნდა უზრუნველყონ ეფექტიანი სანიტარული, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი.

გაუმჯობესებული უწყებათაშორისი თანამშრომლობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის უზრუნველყოფს ეფექტიან სანიტარიულ, ვეტერინალურ და ფიტოსანიტარიულ კონტროლს.

 

5.6.2. არსებული ვითარება

2007 წლიდან 2011 წლამდე მოქმედებდა საქართველოს საბაჟო კოდექსი, რომელმაც გააუქმა ორსაფეხურიანი კონტროლის სისტემა. სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ.

ევროკავშირის გამოცდილების გათვალისწინებით, 2009 წლის 1 იანვრიდან დაინერგა სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის შემდეგი პროცედურები: დოკუმენტური შემოწმება, იდენტურობის შემოწმება, ფიზიკური შემოწმება (ნიმუშის აღება ლაბორატორიული ანალიზისათვის). მონიტორინგის გეგმის შესაბამისად დაინერგა შემცირებული სიხშირით ნიმუშის აღება და ფიზიკური შემოწმება.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური ახორციელებს ვეტერინარული, ფიტოსანიტარული და ჰიგიენური სერტიფიკატების გაცემას, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვების გაცემას.

 

5.6.3. წინადადებები/რეკომენდაციები

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად განავითარონ სგპ-ზე არსებული ვეტერინარული და ფიტოსანიტარული სამსახურებისთვის სტანდარტული საქმიანობის პროცედურები, ასევე დანერგონ კონტროლის ელექტრონული სისტემები.

ოპტიმიზირებულ იქნეს სანიტარულ, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ჩამონათვალი.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირებისთვის, რომლებიც ახორციელებენ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს, აუცილებელია დაინერგოს რეგულარული სწავლების სისტემა წინასწარ შედგენილი გეგმებისა და პროგრამების მიხედვით.

 

5.7. ადამიანური რესურსები და სწავლება

5.7.1. საკადრო პოლიტიკა

მიზნები

საზღვრის მართვის ორგანოების მუშაობა ემყარება პროფესიონალიზმს, საიმედოობასა და თანამშრომლობას. სასაზღვრო კონტროლი უნდა განახორციელონ სათანადოდ გაწვრთნილმა პროფესიონალებმა. ამისათვის საჭიროა სასაზღვრო კონტროლის სტრუქტურებში შესაბამისი საკადრო პოლიტიკის გატარება.

საკადრო პოლიტიკა უნდა მოიცავდეს ყველა ფაზას მოსამსახურის სამსახურში მიღების დღიდან კარიერის დასრულებამდე, აგრეთვე უნდა მოხდეს მათი პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის წახალისება.

საკადრო პოლიტიკა დისკრიმინაციის დაუშვებლობის, გამჭვირვალობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, ანგარიშვალდებულებისა და კარიერული წინსვლის პრინციპებს უნდა დაეფუძნოს.

 

არსებული ვითარება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღება ხდება საჯარო კონკურსის წესით. შერჩეული კანდიდატები გადიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. წარმატებული კურსდამთავრებულები სამსახურში მიიღებიან გამოსაცდელი ვადით ან გადიან სტაჟირებას და მათი სამსახურში მიღება ხდება სტაჟირების შედეგების გათვალისწინებით.

 

წინადადებები/რეკომენდაციები

უნდა შემუშავდეს კარიერის განვითარების სისტემა, რაც ხელს შეუწყობს კადრების მართვის სისტემის მოდერნიზებას. აღნიშნულმა სისტემებმა უნდა განსაზღვრონ კარიერული წინსვლის მიმართულებები და მოთხოვნები.

მაღალმთიან და რთულ კლიმატურ პირობებში მომსახურეთათვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს დამატებითი პრივილეგიები.

უნდა გაგრძელდეს პრევენციული ხასიათის ანტიკორუფციული ზომები, რომლებიც ითვალისწინებენ სოციალურ გარანტიებს, ფინანსურ წახალისებას, ხშირ როტაციას და შიდა ინსპექტირებას.

 

 5.7.2 . საგანმანათლებლო და ტრენინგების სისტემა

 მიზნები

მნიშვნელოვანია განათლებისა და ტრენინგის ერთიანი სისტემის არსებობა, რომელიც ყველა კატეგორიის თანამშრომლისათვის სასარგებლო იქნება მთელი კარიერის განმავლობაში. აღნიშნული სისტემა მოიცავს ძირითად ტრენინგ, კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგსა და ადგილზე ტრენინგ. ძირითადი ტრენინგის გავლის შემდეგ სასაზღვრო უწყების თითოეულ მოსამსახურეს უნდა შეეძლოს საზღვარზე ოპერატიული ამოცანების შესრულება და იცოდეს საზღვარზე მოქმედი უწყებების მუშაობის წესი.

კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგი საშუალებას იძლევა მოსამსახურეები მომზადდნენ უფრო სერიოზული ამოცანებისათვის და შესაბამისად მაღალი თანამდებობისათვის.

მთელი კარიერის განმავლობაში მნიშვნელოვანია მოსამსახურეებისთვის ტრენინგების ჩატარება, რათა მათი მომზადების დონე შეესაბამებოდეს თანამედროვე მოთხოვნებს, აგრეთვე თითოეული მოსამსახურის ტრენინგებში მონაწილეობის ვადების გაწერა.

 

არსებული ვითარება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს აკადემიაში (შემდეგში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია) ხორციელდება საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – შემოსავლების სამსახურში მისაღებ კანდიდატთა და მოსამსახურეთა სპეციალური საბაზისო მომზადება და გადამზადება. ამასთან, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს სახელმწიფო საზღვრის კვეთის პროცედურების კუთხით უტარდებათ საერთო ტრენინგი. .ბათუმის სამოქალაქო საზღვაო აკადემიის ბაზაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კოორდინაციითა და ორგანიზებით ჩამოყალიბდა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადამზადების სპეციალიზებული კურსები.

საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ტარდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა ცალკეულ სფეროში გადამზადება.

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით მიმდინარეობს სხვადასხვა სპეციალური და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო კურსები. თუმცა დღეისათვის მიმდინარე სწავლებები ფრაგმენტულია, რადგან არ არსებობს სასაზღვრო უწყების კადრების მომზადების ერთიანი სისტემა. სწორედ ამიტომ აუცილებელია ახალი, ყოვლისმომცველი სწავლებისა და კადრების მართვის სისტემის ჩამოყალიბება.

წინ გადადგმული ნაბიჯია სასაზღვრო პოლიციური ტრენინგისთვის ძირითადი სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შემუშავება და შესაბამისი ტრენერების მომზადება. აღნიშნული პროგრამებისა და სახელმძღვანელოების საფუძველზე ხორციელდება სასაზღვრო პოლიციური სწავლებები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში.

ასევე აღსანიშნავია FRONTEX-თან სასწავლო სფეროში თანამშრომლობა. FRONTEX-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის შეთანხმებული თანამშრომლობის სამწლიანი გეგმის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად ჩაერთო ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოთა სასაზღვრო უწყებების ,,საერთო სასწავლო სახელმძღვანელოების” (Commo№ Core Curriculum) პროექტში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მესაზღვრეებისათვის ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოთა საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული ერთიანი სასწავლო სახელმძღვანელოს შემუშავებას. გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისათვის FRONTEX-ის ექსპერტების დახმარებით შემუშავდა და ქართულ ენაზე ითარგმნა კინოლოგთა სასწავლო სახელმძღვანელო – „სასამსახურო ძაღლის გაწვრთნის ზოგადი სტანდარტები“ შესაბამისი პრაქტიკული მასალებით.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტების მოსამსახურეთათვის შემუშავდა სპეციალური სასწავლო პროგრამები, რომლებიც მიმდინარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ასევე ტარდება სპეციალური სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტრენინგები რეგიონულ დონეზე (ადგილზე) სტრუქტურული ქვედანაყოფების გეოგრაფიული მდებარეობისა და მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების დონის გათვალისწინებით.

სასაზღვრო სფეროში არსებულ სასწავლო გეგმებში გათვალისწინებულ იქნა საზღვრის მართვის სფეროში მონაწილე სხვა უწყებათა ფუნქცია-მოვალეობათა და ინგლისური ენის პროფესიული ტერმინოლოგიის შესწავლა.

 

წინადადებები/რეკომენდაციები

აუცილებელია ყველა უწყებამ შეიმუშაოს და განაახლოს ტრენინგის გრძელვადიანი გეგმა, შემდეგი საკითხების გათვალისწინებით:

ყველა სახის ტრენინგისათვის სასწავლო პროგრამისა და მასალის შემუშავება და დროული განახლება;

ტრენინგის შინაარსის შესაბამისობა ოპერატიულ ამოცანებთან;

უცხო ენის შესწავლა (სგპ-ებზე სასურველია იყვნენ მოსამსახურეები, რომლებიც ფლობენ მეზობელი ქვეყნისა და სხვა უცხო ენებს);

საზღვრის მართვის სფეროში მონაწილე სხვა უწყებათა ამოცანების და ფუნქციების გაცნობა.

უნდა გაგრძელდეს ერთობლივი ტრენინგები იმ საკითხებზე, რომლებიც საზღვრის მართვის უწყებების საერთო ინტერესის სფეროშია.

დასანერგია ინსტრუქტორთა ტრენინგის სისტემა, კერძოდ, გამოცდილი კადრების შერჩევა, მათთვის პედაგოგიური უნარ-ჩვევების სწავლება და პერიოდული გადამზადება. ინსტრუქტორთა ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება საზღვარზე მომსახურე პირთა ინფორმირება-ინსტრუქტაჟი სასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ.

 

5.8. საინფორმაციო სისტემები

5.8.1. მიზნები

საზღვრის მართვის და სასაზღვრო კონტროლის გაუმჯობესების მიზნით უწყებებმა უნდა უზრუნველყონ შესაბამისი საინფორმაციო სისტემების განვითარება.

დასახული ამოცანების ეფექტიანად შესრულების მიზნით უწყებებმა უნდა განავითარონ საინფორმაციო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა, რომელიც შესაძლებელს გახდის უწყებებს შორის ინფორმაციის და მონაცემთა გაცვლის ეფექტიანი სისტემური მექანიზმის გაუმჯობესებას.

საინფორმაციო სისტემების ფუნქციონირება დამყარებული უნდა იყოს ინფორმაციის და მონაცემთა უსაფრთხოებასა და დაცულობაზე.

საინფორმაციო სისტემების ჩამოყალიებებისას გათვალისწნებულ უნდა იქნს საერთაშორისო დონეზე (ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში) ინფორმაციისა და მონაცემთა გაცვლის თავსებადობის პრინციპი.

 

5.8.2. არსებული ვითარება

მიმდინარე პერიოდისთვის ყველა სგპ ჩართულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საკომუნიკაციო ქსელში.

შემუშავებული და დანერგილია სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სისტემა, რომელიც ახორციელებს პირის ტრანსპორტის და ტვირთის საზღვრის კვეთის საიდენტიფიკაციო მონაცემების რეგისტრაციას და მათ იდენტიფიცირებას შესაბამის მონაცემთა ბაზებთან. აღნიშნულ სისტემას ოპერაციულად იყენებენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური, ხოლო ამ სისტემის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციას იყენებენ საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს საგარეო საქმეთა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროების შესაბამისი დანაყოფები, ხოლო საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებით – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ცენტრალური ოფისი და მისი რეგიონული სამმართველოები ჩართულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საკომუნიკაციო ქსელში.

საქართველოს სასაზღვრო პოლიცია იყენებს მოკლეტალღოვან და ულტრამოკლეტალღოვან რადიოსისტემებს, რომლებიც არ არის ჩართული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საკომუნიკაციო ქსელში. დაგეგმილია მოკლეტალღოვანი რადიოსისტემის განახლება. ულტრამოკლეტალღოვანი რადიოსისტემები განახლებულია სამ სამმართველოში და მიმდინარეობს დანარჩენი სამმათველოების შესაბამისი რადიოკავშირის საშუალებებით განახლება.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ქვედანაყოფებს არ გააჩნიათ რადიოლოკაციური, სენსორული და ელექტრონული დაკვირვების სისტემები.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სარადარო სადგურები განახლებულია და ჩართულია სანაპირო დაცვის დეპარტამენტის განკარგულებაში არსებულ ერთიან საკომუნიკაციო ქსელში. შექმნილია საზღვაო სივრცის დაკვირვების შედეგების ბაზა და შესაძლებელია მასში, როგორც საქართველოს სასაზღვრო პოლიცის შესაბამისი სტრუქტურების, ასევე სხვა დაინტერესებული უწყებების დაშვება. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფები ჩართული არიან საერთო ქსელში და ონლაინ რეჟიმში ცვლიან ინფორმაციას.

არსებული ავტომატიზირებული სისტემა „ASYCUDA WORLD” საშუალებას აძლევს საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ ყველა პირს, ინტერნეტის მეშვეობით შეავსოს სასაქონლო დეკლარაციის ელექტრონული ფორმა.

 

  5.8.3. წინადადებები/რეკომენდაციები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკურმა დეპარტამენტმა შეიმუშავა კონცეპტუალური ხედვა „სასაზღვრო ოპერაციების საინფორმაციო ტექნოლოგიური უზრუნველყოფ (სასაზღვრო ოპერაციების მართვის სისტემა)“, რომელიც მოიცავს:

პოზიციონირებისა და ნავიგაციის სისტემა – მიზანი: სასაზღვრო პატრულირების, ხომალდის გადაადგილების, ადგილმდებარეობის დადგენა და ასახვა ელექტრონულ რუკებზე;

რადიოკომუნიკაციის სისტემა – მიზანი: ლოკალური და რეგიონული დონის ქვედანაყოფებისთვის ღია, დახურული ხმოვანი და მცირე ზომის მონაცემთა პაკეტების გაცვლის უზრუნველყოფა;

სასაზღვრო ოპერაციების აღრიცხვის სისტემა – მიზანი: სასაზღვრო ოპერაციების დაგეგმვის და სამსახურებრივი შედეგების (გამოვლენილი სამართალდარვევები) აღრიცხვის ელექტრონული ფორმით წარმოება;

ინფორმაციული უზრუნველყოფის სისტემა – მიზანი: სხვადასხვა სახის მონაცემის გამოყენება სასაზღვრო ოპერაციების შესრულების დროს (ძებნილები, სამეურნეო საქმიანობაზე დაშვებული პირები, ტურისტული ჯგუფები, ადმინისტრაციული სამართლდარღვევები და ა.შ.);

ელექტრონული დაკვირვების სისტემა – მიზანი: საზღვრის სახმელეთო და საზღვაო მონაკვეთზე, აგრეთვე, სგპ-ების ტერიტორიაზე უწყვეტად ვიზუალური და/ან რადიოლოკაციური დაკვირვების წარმოება;

სენსორული დეტექტირების სისტემა – მიზანი: განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მონაკვეთების ოპერატიულ-ტაქტიკური გადაფარვა სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით (სტაციონალურად ან მობილური ფორმით);

სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სისტემა – მიზანი: სგპ-ებზე პირების და ტრანსპორტის საზღვრის კვეთის ელექტრონული ფორმით აღრიცხვა, იდენტიფიცირება, შედარება სხვადასხვა მონაცემებთან, სტატისტიკური უზრუნველყოფა;

რადიოაქტიურ ნივთიერებათა გადაადგილების კონტროლის სისტემა – მიზანი: სახელმწიფო საზღვარზე რადიოაქტიური მასალების, ნივთიერებების, წყაროებისა და იზოტოპების გადაადგილების კონტროლი.

ზემოაღნიშნული მიმართულებებისთვის შემუშავებულია დეტალური საიმპლემენტაციო პროექტები, რაც შესაძლებელს ხდის დაიწყოს მათი პრაქტიკული რეალიზება.

ღნიშნულის გარდა, მნიშვნელოვანია სასაზღვრო სექტორის ჩართვა შესაბამისი უწყებების ქსელში, ასევე საზღვრის ორივე მხარეს მდებარე სგპ-ებს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფა.

 

5.9. ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა

5.9.1. მიზნები

საზღვრის მართვის უწყებების ეფექტიანი მუშაობისათვის აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა. ეს ხელს შეუწყობს საზღვარზე გადაადგილებას და ორმაგი კონტროლის თავიდან აცილებას, რაც სასაზღვრო კონტროლს უფრო ქმედითს და მომხმარებელზე ორიენტირებულს გახდის.

გამართული ინფრასტრუქტურა შესაბამის აღჭურვილობასთან ერთად საშუალებას აძლევს საზღვრის მართვაში ჩართულ უწყებებს მიაღწიონ დასახულ მიზნებს მინიმალური საკადრო რესურსითა და ოპტიმალური ფინანსური დანახარჯებით. რთული გეოგრაფიული პირობების გამო ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახმელეთო საზღვრის გარკვეულ სექტორებისათვის.

სასაზღვრო ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა ხელს უნდა უწყობდეს სასაზღვრო კონტროლის განხორციელებას ნებისმიერ კლიმატურ და გეოგრაფიულ პირობებში.

სგპ-ების ინფრასტრუქტურის განვითარება უნდა მოხდეს სასაზღვრო კონტროლის უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობით.

კონკრეტული სგპ-ს განახლების ან მშენებლობის პროექტები, სასურველია, კოორდინირებული იყოს მეზობელი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან. საზღვრის ერთ მხარეს სგპ-ს ინფრასტრუქტურა თავსებადი უნდა იყოს მეორე მხარეს არსებულ ინფრასტრუქტურასთან.

 

5.9.2. არსებული ვითარება

ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის გაუმჯობესება ძირითადად ხდებოდა დონორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების დახმარებით. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბიუჯეტის ზრდამ შესაძლებელი გახადა სახსრების გამოყოფა ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სატრანსპორტო საშუალებებისა და აღჭურვილობის შესაძენად. 2006 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სატრანსპორტო საშუალებებისა და აღჭურვილობის შესყიდვის ღონისძიებები. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით აშენდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 9 რეგიონული სამმართველო, დამატებით 7 სათვალთვალო კოშკურა და 23 სასაზღვრო სექტორი, მათგან 7 სექტორის მშენებლობა დაფინანსდა აშშ–ის GBSLE-ის პროგრამის ფარგლებში. გარდა ამისა, აშშ-ს მთავრობის დახმარებით, საქართველოს უსასყიდლოდ გადმოეცა სასაზღვრო თვალთვალისა და კონტროლის აღჭურვილობა, აგრეთვე აშენდა 5 საზღვაო სარადარო სადგური (ანაკლია, გონიო, ჩაქვი, სუფსა, ფოთი).

საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში შემუშავდა ინფრასტრუქტურის განვითარების შესაბამისი პროექტები, რომლის განხორციელებაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სტაბილურ დაფინანსებაზე. შემუშავებულია სასაზღვრო ინფრასტრუქტურის სტანდარტული მოდელები.

მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სგპ-ების პუნქტების ინფრასტრუქტურა. ამჟამად მოდერნიზირდება და შენდება სგპ ,,კარწახი (საავტომობილო/ სარკინიგზო). აშენდა თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონის ინფრასტრუქტურა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ სრულად განახლდა სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სისტემის კომპიუტერული და სპეციალური ტექნიკა.

აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის დახმარებით სგპ-ებში დამონტაჟდა რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმომჩენი აღჭურვილობა. რადიოაქტიურ ნივთიერებათა კონტროლისთვის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ასევე აღჭურვილია პორტატული დეტექტორებით.

სგპ-ების ინფრასტრუქტურა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის ბალანსზე.

გაეროს განვითარების პროგრამა (U№DP), ევროკავშირის დაფინანსებულ რეგიონულ პროგრამის – საზღვრის ერთიანი მართვა სამხრეთ კავკასიაში (SCIBM) ფარგლებში ახორციელებს სადახლოსა და წითელი ხიდის სგპ-ების აღჭურვას დოკუმენტების კონტროლისა და საბაჟო კონტროლისათვის საჭირო თანამედროვე აპარატურით.

 

  5.9.3. წინადადებები/რეკომენდაციები

აუცილებელია გრძელვადიანი გეგმების შემუშავება და მათი ყოველწლიური განახლება სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით.

აუცილებელია სასაზღვრო კონტროლის უწყებებისათვის ტრენინგისთვის დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნა. გათვალისწინებულ უნდა იქნეს ამ ინფრასტრუქტურის ერთობლივი გამოყენების საკითხი.

საჭიროა დეტალური შემოწმებებისათვის ფართობისა და ტექნიკის გამოყოფა. სპეციალური ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელი იქნება ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლისათვის.

 

5.10. ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობა

5.10.1. მიზნები

ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის მიზანია ტრანსნაციონალური და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის ამაღლება. გამოძიება უნდა ჩატარდეს მაღალპროფესიულ დონეზე, რაც, თავის მხრივ, საჭიროებს აგრეთვე შესაბამის ზედამხედველობას.

უნდა არსებობდეს ტრანსსასაზღვრო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გაცვლის არხები სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს შორის ტრანსნაციონალურ და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან დაკავშირებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა შეუფერხებლად უნდა მიმდინარეობდეს.

საჭიროებისას უნდა ჩატარდეს ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

 

5.10.2 . არსებული ვითარება

2010 წელს განხორციელდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ -საგამოძიებო სამსახურის რეფორმირება. თუკი მანამდე საგამოძიებო -ოპერატიულ ფუნქციები გადანაწილებული იყო ცენტრალური აპარატისა და რეგიონული სამმართველოების სხვადასხვა დანაყოფებში, ოპერატიული ინფორმაციების ურთიერთშეჯერების, კოორდინირებული ურთიერთქმედების, გამოცდილების ურთიერთგაზიარებისა და მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საგამოძიებო-ოპერატიული საქმიანობა განეხორციელებინა ერთ ცენტრალიზებულ სტრუქტურულ დანაყოფს – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიულ მთავარ სამმართველოს (შემდეგში მთავარი სამმართველო), რომელიც ამჟამად დაკისრებულ ფუნქციებს ასრულებს საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველოს, აღმოსავლეთისა და დასავლეთის რეგიონული სამმართველოებისა და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.

საქართველოს სასაზღვრო პოლიცია უფლებამოსილია ჩაატაროს გამოძიება შემდეგ საკითხებზე:

საზღვრის უკანონო გადაკვეთა;

არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობა;

ცეცხლსასროლი იარაღის, რადიოაქტიური და სხვა მომწამლავი ნივთიერებების კონტრაბანდა.

გარდა ზემოაღნიშნულისა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერტიული დანაყოფები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილი არიან ზედამხედველი პროკურორის გადაწყვეტილებით გამოძიება აწარმოონ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა დანაშაულებზეც.

მთავარი სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული ოპერატიული ვითარებისა და მისი განვითარების შესაძლო ტენდენციების შესწავლას, არსებული მონაცემებისა და ინფორმაციის დამუშავების შედეგად სავარაუდო საფრთხეებსა და რისკ-ფაქტორების განსაზღვრას. შესაბამისად, მთავარ სამმართველოში ფუნქციონირებს ოპერატიული აღრიცხვის სამსახური, რომლის ფუნქციაა სტრუქტურული დანაყოფებისა და ქვედანაყოფების საქმიანობის, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონაში, საზღვაო სივრცესა და საზღვრისპირა რეგიონებში შექმნილი ვითარების შესწავლა და ანალიზი.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით უფლებამოსილია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე, მათ შორის, სგპ-ებზე გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე.

2010 წლის ნოემბრიდან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს დაექვემდებარა საექსპერტო-კრიმინალისტიური მთავარი სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო სამსახურებთან ერთად კვლევის სპეციფიკური საშუალებებისა და მეთოდების გამოყენებით კვალთა და ნივთიერი მტკიცებულებების აღმოჩენა, დაფიქსირება, ამოღება და მათი შემდგომი გამოკვლევის გზით დანაშაულის გახსნის უწყვეტ პროცესში მონაწილეობა.

 

  5.10.3. წინადადებები/რეკომენდაციები

გასათვალისწინებელია შემდეგი ღონისძიებები:

საზღვარგარეთის ქვეყნებთან შესაბამისი ინფორმაციის გაცვლა და თანამშრომლობა ცენტრალურ დონეზე უწყებათა ხელმძღვანელების ზედამხედველობით;

ინფორმაციის გაცვლის მიზნით პერიოდული შეხვედრების გამართვა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობაში ჩართულ სახელმწიფო სტრუქტურათა მონაწილეობით;

ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ჩატარება საერთო ინტერესისა და სხვა უწყებათა სპეციფიკური ცოდნის საჭიროების შემთხვევაში;

სასურველია სტრატეგიულად მნიშვნელოვან სგპ-ებზე გამომძიებლების და ერთობლივი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ჯგუფების შექმნა.

 

5.11. რისკების ანალიზი

5.11.1. მიზნები

უწყებებს უნდა ჰქონდე საზღვარზე არსებული სიტუაციის შეფასების დოკუმენტი, რომელიც საშუალებას მისცემ დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა და უფრო ეფექტიანად გამოიყენონ საჭირო რესურსები. საზღვარზე არსებული სიტუაციის შეფასება უნდა დაეფუძნოს რისკების ანალიზს.

რისკების ანალიზის სისტემის მიზანია სისტემური მონაცემების შეგროვება, ანალიზი და რისკების ანალიზის მომზადება საზღვრის მართვის ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი საფეხურებისათვის.

 

5.11.2. არსებული ვითარება

2011 წელს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის სამართლებრივი აქტით დამტკიცდარისკების ანალიზის სისტემის დებულება, რომელიც საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ფუნქცია-მოვალეობიდან გამომდინარე განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონასა და საქართველოს საზღვაო სივრცეში რისკების ანალიზის ჩატარების მიზნებს, სტრუქტურას, დონეებს, მის ჩატარებაზე პასუხისმგებელი სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფების კომპეტენციასა და რისკების ანალიზის შედეგების გამოყენების პრინციპებს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ხორციელდება დეპარტამენტის დანაყოფების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგების შეჯამება, ანალიზი და სათანადო ინფორმაციის, მათ შორის სგპ-ებიდან მიღებული ინფორმაციის შედგენა.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ცენტრალურ აპარატში ფუნქციონირებს ინფორმაციის მიღებისა და ანალიზის დეპარტამენტი.

 

5.11.3. წინადადებები/რეკომენდაციები

ყველა უწყებას უნდა შეეძლოს რისკების ანალიზის დამოუკიდებლად წარმოება. ცენტრალურ და რეგიონულ დონეზე უნდა შეიქმნას შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, ან საშტატო ერთეულები ჩამოყალიბებული ანგარიშგების სისტემით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და სხვა შესაბამისი უწყებების თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელია გრძელვადიან პერსპექტივაში ერთობლივი რისკების ანალიზის შემუშავება, რაც მოიცავს სრულყოფილი სტასტისტიკური მონაცემების შეგროვებასა და სათანადო ანალიზს.

 

5.12. საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა

5.12.1. მიზნები

ხელისუფლებამ უნდა აამაღლოს საზღვრისპირა რაიონებში, განსაკუთრებით მთიან ადგილებში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების დონე. ამისათვის კი საჭიროა შესაბამისი სტრუქტურების – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფების, საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამშრომლობა.

 

5.12.2. არსებული ვითარება

დაბალი ეკონომიკური და სოციალური განვითარების დონე, სასაზღვრო რეგიონებში უმუშევრობის მაღალი ხვედრითი წილი ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის კონტრაბანდისა და სხვა სასაზღვრო დანაშაულისათვის.

მთიანი რელიეფის გამო სამართალდამცავი ორგანოებისათვის ზოგი სასაზღვრო მონაკვეთი რთულად მისადგომია. ეს ფაქტორი საზღვრის მართვის ორგანოების უფრო მეტ აქტიურობას მოითხოვს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საზოგადოებრივი წესრიგი და სხვა სამართალდამცავი საქმიანობა საზღვარზე.

საზღვარზე ბუნებრივი რისკები შეიძლება იყოს წყალდიდობა და მეწყერი. ამდენად, საზღვრის მართვის ორგანოები მზად უნდა იყვნენ სამაშველო ოპერაციებისათვის და კატაკლიზმებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციისათვისაც.

 

5.12.3 . წინადადებები/რეკომენდაციები

უნდა შემუშავდეს სამოქმედო გეგმები, რათა განაწილდეს პასუხისმგებლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და სხვა უწყებებს შორის ისეთი საგანგებო სიტუაციის დროს, როგორიცაა შეიარაღებული ჯგუფების შემოჭრა, ლტოლვილთა მასობრივი შემოსვლა, ტერორისტული ქმედებები, ბუნებრივი კატასტროფები და სხვა ინციდენტები საზღვარზე.

გ.ი) სტრატეგიის განხორციელების 7.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,7.3. სტრატეგიის განხორციელების ვადები

სტრატეგია უნდა განხორციელდეს 2008-2013 წლებში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უნდა შეიმუშავონ ან განაახლონ განვითარების გრძელვადიანი გეგმები. სხვა პასუხისმგებელმა უწყებებმა ინსტიტუციონალურ სტრატეგიაში ან დაგეგმვის სხვა სტრატეგიულ დოკუმენტებში უნდა გაითვალისწინონ ამ სტრატეგიის მოთხოვნების შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებები.

სტრატეგიის შესრულების შედეგები ყოველწლიურად შეფასდება. პასუხისმგებელმა ორგანოებმა შეფასების ყოველწლიური ანგარიში უნდა წარუდგინონ ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებულ სამთავრობო უწყებათაშორის კომისიას..

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. სააკაშვილი



[1] საქართველო-თურქეთის საზღვარზე მიმდინარეობს საერთაშორისო სასაზღვრო გამტარი პუნქტის „კარწახი” (საავტომობილო/სარკინიგზო) მშენებლობა.