შპს „გამომცემლობა სამშობლო“-ს კრედიტორთა საყურადღებოდ

  • Word
შპს „გამომცემლობა სამშობლო“-ს კრედიტორთა საყურადღებოდ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები აღსრულების ეროვნული ბიურო
მიღების თარიღი 29/03/2012
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
29/03/2012
ვებგვერდი, 03/04/2012
შპს „გამომცემლობა სამშობლო“-ს კრედიტორთა საყურადღებოდ
აღსრულების ეროვნული ბიურო

შპს „გამომცემლობა სამშობლო“-ს კრედიტორთა საყურადღებოდ

 

2012 წლის 13 მარტიდან 2012 წლის 23 მარტამდე მიმდინარეობდა მეორე აუქციონი, სადაც გამოტანილი იყო შპსგამომცემლობა სამშობლოსქონება შემდეგ ლოტებად: ლოტი №1 – სტამბის მანქანა-დანადგარები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა; ლოტი №2 – წიგნი . გოგებაშვილისდედაენა“; ლოტი №3 – წიგნი . გოგუაძისმე არც წარსულის, არც მომავლის არ მეშინია“; ლოტი №4 – წიგნი .შარაძეამერიკელი ქართველები“; ლოტი №5 – წიგნი "книга вечнои памяти" ; ლოტი №6 – წიგნიტყვარჩელის ტრაგედიები აფხაზი გოგონას დღიური“; ლოტი №7 წიგნი . ბაგრატიონისბაგრატიონი აფრიკაში “; ლოტი №8 – წიგნი . სოფჩაკისთბილისის ჟამტეხილი ანუ 1989 წლის სისხლიანი კვირა“; ლოტი №9 – წიგნი . გაგუაბორის პაიჭაძე; ლოტი №10 – წიგნიმუშეტის ახალი თავგადასავალი“; ლოტი №11 – წიგნი . ელიოზიშვილიმოგზაურობა და ხიფათი“; ლოტი №12 – წიგნი . იოსელიანის "герменевтика и театр"; ლოტი №13 – დასაჭრელი ანბანი; ლოტი №14 – გაკვეთილების ცხრილი; ლოტი №15 – ავტომანქანები; ლოტი 16 წიგნი . მიმინოშვილისორი ამბავი ანუ 32 და 3200 წლის წინათ “.

აღნიშნული ქონებიდან გაიყიდა მხოლოდ ლოტი №1 (სტამბის მანქანა-დანადგარები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა) და ლოტი №15 (ავტომანქანები). ხოლო ქონება, რომლის რეალიზაციც არ მოხდა მეორე აუქციონზე, ექვემდებარება კრედიტორებისთვის ნატურით გადაცემას.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კრედიტორებს უფლება აქვთ ამ შეტყობინების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში წარმოადგინონ განცხადება სსიპ აღსრულების ეროვნულ ბუროში (მის. ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი) ქონების ნატურით მიღების თაობაზე.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ შეტყობინების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში გაკოტრების მმართველისადმი კრედიტორების მიერ მიმართვის განუხორციელებლობა ან ქონების ნატურით მიღებაზე უარი ჩაითვლება კრედიტორების მიერ მოთხოვნაზე უარის თქმად, რაც შესაძლებელს ხდის ქონების ნატურით გადაცემას შესაბამის რიგში დარჩენილი ან შემდეგი რიგის კრედიტორებისათვის. დადგენილ ვადაში ყველა რიგის კრედიტორების მიერ მიმართვის განუხორციელებლობა ან ქონების ნატურით მიღებაზე უარის თქმა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტისა და საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების საფუძველია. კრედიტორებს ქონება ნატურით გადაეცემათ ამ კანონის მე-40 მუხლით დადგენილი რიგითობით და ქონების საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, მათი მოთხოვნის წილის პროპორციულად.

გაკოტრების მმართველის

აღსრულების ეროვნული ბიუროს

წარმომადგენელი                           ვ. ხაჭაპურიძე