დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/04/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.116.016076 |
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2012 წლის 27 მარტი
ქ. ცაგერი
„ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
„ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №61 დადგენილებაში (სსმ, 62, 10/12/2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
მუხლი 1
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 4. ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებ ს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში განსაზღვრავს საკრებულო.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 3. ცაგერის მუნიციპალიტეტის რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) უზრუნველყოფს სასმელი წყლის სისტემების მოვლა-შენახვას და რეაბილიტაციას.“ .
4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მონაწილეობს საგანგებო სიტუაციების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვაში ;“ .
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ლეთოდიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები