დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 29 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/04/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.116.016075 |
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2012 წლის 27 მარტი
ქ. ცაგერი
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 29 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 29 თებერვლის №5 დადგენილებაში (ვებგვერდი, 09/03/2012) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამგეობა არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო , რომელიც უზრუნველყოფს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებების შესრულებას.“.
მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები, მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.“.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ლეთოდიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები