საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2180
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26(33), 05/07/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.000.615
  • Word
2180
25/06/1999
სსმ, 26(33), 05/07/1999
200.000.000.05.001.000.615
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, 32, 24 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 43-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

ვ. პირებისა, რომლებმაც აღსაზრდელად (შვილობილად) აიყვანეს ბავშვი.

2. 92-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები 20000 ლარს შეიცვალოს სიტყვებით 35000 ლარს.

3. 101-ე მუხლის პირველი ნაწილის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ტ. პერიოდული ჟურნალ-გაზეთების, მხატვრული ლიტერატურის ბეჭდვა, მიწოდება, იმპორტი და რეალიზაციის მომსახურება;.

4. 130-ე მუხლის ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

საქონლის დასახელება

საქონლის ნომენკლატურული კოდი

ზომის ერთეული

აქციზის განაკვეთი

1

2

3

4

5

1.

ცქრიალა და შუშხუნა ღვინოები (მათ შორის შამპანური)

2204 10

2204 21 100

2204 29 100

 

1 ლიტრი

0.50

2.

შემაგრებული ღვინოები

2204 21 870-2204 21 990;

2204 29 870 - 2204 29 990

 

1 ლიტრი

1.00

3.

ვერმუტი და სხვა ნატურალური ღვინოები, რომლებსაც დამატებული აქვთ მცენარეული ან არომატული ექსტრატები

 

2205

 

1 ლიტრი

2.00

4.

ყურძნის ნატურალური ღვინოები, რომლებიც არ შედიან ამ ცხრილის პირველ და მე-2 პუნქტებში

 

2204

 

1 ლიტრი

 

0.20

5.

სხვა დადუღებული სასმელები (ვაშლის სიდრი, პერი, თაფლის სასმელი); დადუღებული სასმელების ნარევი და დადუღებული სასმელებისა და უალკოჰოლო სასმელების ნარევი, რომლებიც ამ ცხრილში სხვა ადგილას არ არის დასახელებული

 

2206 00

 

1 ლიტრი

 

2.00

6.

ეთილის სპირტი

2207

1 ლიტრი

0.70

7.

სპირტიანი სასმელები, რომლებიც მიღებულია ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით

2208 20

1 ლიტრი

2.00

8.

ვისკი

2208 30

1 ლიტრი

2.00

9.

რომი და ტაფია

2208 40

1 ლიტრი

2.00

10.

ჯინი და ღვინის ნაყენი

2208 50

1 ლიტრი

2.00

11.

ლიქიორი და ტკბილი ნაყენები

2208 70

1 ლიტრი

2.00

12.

არაყი

2208 60

1 ლიტრი

1.00

13.

სხვა სპირტიანი სასმელები

2208 90

1 ლიტრი

2.00

14.

ლუდი

2203 00

1 ლიტრი

0.12

15.

თამბაქოს ნაწარმი (თამბაქოს ნედლეულის გარდა):

– სიგარა, სიგარები გადაჭრილი ბოლოებით და სიგარილა (წვრილი სიგარები), რომლებიც შეიცავენ თამბაქოს

– ფილტრიანი სიგარეტი

– ყველა დანარჩენი უფილტრო სიგარეტი და პაპიროსი

– სხვა ნაწარმი დამზადებული თამბაქოსა და მისი შემცვლელებისაგან, ჰომოგენიზირებული ან აღდგენილითამბაქო, თამბაქოს ექსტრაქტები და ესენციები

 

 

2402 10 000

 

 

 

2402 20

 

2402 20

 

2403

 

 

1000 ღერი

 

 

 

1000 ღერი

 

1000 ღერი

 

1 კგ

 

 

 

150 ლარი

 

 

 

7.50 ლარი

 

2.50 ლარი

 

20.00 ლარი

16.

საიუველირო ნაწარმი

7113; 7114; 7116

 

35%

17

მსუბუქი ავტომობილები

8703

 

15%

18.

მსუბუქი ავტომობილების საბურავები

4011 10 000

4012

 

15%

19.

თართისა და ორაგულის ხიზილალა, თევზის ძვირფასი სახეობისა და ზღვის პროდუქტების დელიკატესური პროდუქცია

 

160430

1605

 

 

20%

20.

ქვანახშირის ფისის მაღალტემპერატურული გამოხდისას მიღებული ზეთები და სხვა პროდუქტები, ანალიტიკური პროდუქტები, რომლებშიც არომატული შემადგენელი ნაწილების მასა აჭარბებს არაარომატულ მასას (გარდა ნაფტალინისა და კრეოზოტული ზეთებისა, რომლებიც გამოიყენება ნახშირბადის მისაღებად (სასაქონლო ჯგუფის კოდი 2803)

 

 

2707

(გარდა

2707 40 000

2707 99 910)

 

 

 

 

60%

21.

ბუნებრივი გაზის კონდენსატი, გარდა მილსადენისა

2709 00 100

 

60%

22.

ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატები

271000110 – 271000690

 

80%

23.

ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები

2711 12

2711 13

2711 14 000

2711 19 000

 

60%

24.

ნედლი ნავთობისაგან და ბითომინოზური მინერალებისაგან მიღებული სხვა ნავთობპროდუქტები (გარდა ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებისა და მაზუთისა)

271000

(გარდა 271000110 – 271000690 და 271000710– 271000780)

 

 

 

60%

 

5. 150-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა)  ქვეპუნქტში სიტყვის ადმინისტრაციული წინ დაემატოს სიტყვები საქალაქო (სადაბო); ხოლო ცხრილის მე-7 პუნქტიდან სიტყვა ახალციხე გადატანილ იქნეს მე-12 პუნქტში;

ბ) ქვეპუნქტის ცხრილის პირველი პუნქტიდან სიტყვა ახალციხე გადატანილ იქნეს მე-2 პუნქტში.

6. 154-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2 და მე-3 ნაწილები.

7.   188-ე მუხლის პირველი ნაწილის ქვეპუნქტში სიტყვები , და პუნქტებით შეიცვალოს სიტყვებით  , , და ქვეპუნქტებით.

8.  189-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვები ქვეპუნქტში შეიცვალოს სიტყვებით და ქვეპუნქტებში.

9. 194-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილის ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა ხოლო. ამავე ქვეპუნქტს დაემატოს სიტყვები ხოლო კომუნალური და სოფლის წყალსადენებისათვის მტკნარი (მიწისქვეშა და ზედაპირული) წყლის რესურსებით სარგებლობისათვის 1 კუბ.მ წყალზე – 0,01 თეთრს;;

მე-5 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

დ. გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე ერთჯერადი ფიქსირებული გადასახადი სეზონზე შეადგენს 5 ლარს.

10. 197-ე მუხლის ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს, ხოლო ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ. ახორციელებენ ბენზინის, დიზელის საწვავის, ნავთის, მაზუთის, ბუნებრივი და თხევადი აირის (საქონლის საწარმოებლად ნედლეულის სახით გამოყენებული ბუნებრივი აირის გარდა) იმპორტსა და მის წარმოებას.

11. 198-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილს დაემატოს სიტყვები (გარდა საქონლის საწარმოებლად ნედლეულის სახით გამოყენებული ბუნებრივი აირისა);

ბ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-4 ნაწილი ჩაითვალოს მე-3 ნაწილად.

12.  მე-200 მუხლის:

ა) პირველი ნაწილის ქვეპუნქტის ცხრილში სიტყვა ცინკი შეიცვალოს სიტყვით თუთია;

ბ) მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სტაციონარული წყაროებიდან ლიმიტის ზევით ატმოსფეროში (წყალში) გამოფრქვეულ (ჩაშვებულ) ყოველ ტონა მავნე ნივთიერებაზე გადაიხდება ლიმიტის ფარგლებში დადგენილი გადასახადის განაკვეთის ხუთმაგი ოდენობა.

5. იმპორტირებული, აგრეთვე საქართველოში წარმოებული და მიწოდებული ბენზინის, დიზელის საწვავის, ნავთის, მაზუთის, ბუნებრივი და თხევადი აირის (გარდა საქონლის საწარმოებლად ნედლეულის სახით გამოყენებული ბუნებრივი აირისა) გადასახადის განაკვეთები განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

 

საწვავის დასახელება

ზომის ერთეული

გადასახადის განაკვეთი ლარებში

1.

ეთილირებული ბენზინი

1 კილოგრამი

0,12

2.

არაეთილირებული ბენზინი

1 კილოგრამი

0,04

3.

დიზელის საწვავი

1 კილოგრამი

0,035

4.

ნავთი

1 კილოგრამი

0,02

5.

0,5%-დან 2%-ის ჩათვლით გოგირდშემცველობის მაზუთი

1 კილოგრამი

0,01

6.

2%-ზე ზევით გოგირდშემცვლელობის მაზუთი

1 კილოგრამი

0,02

7.

თხევადი აირი

1 კილოგრამი

0,01

8.

ბუნებრივი აირი

1 კუბური მეტრი

0,005

                                                                                                                                                           “

13.  202-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა ბუნებრივი.

14.  205-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა სახეობანი

გადასახადის ოდენობა ლარებში

მსუბუქი ავტომობილები

60

ავტობუსები (13-მდე ადგილით)

115

ავტობუსები (13-30 ადგილით)

230

ავტობუსები (30-ზე მეტი ადგილით)

380

სატვირთო ავტომობილები და სხვა ავტოსატ-

რანსპორტო საშუალებები – ტვირთამწეობით

3 ტონამდე (ჩათვლით)

230

სატვირთო ავტომობილები – ტვირთამწეობით

3-10 ტონა (ჩათვლით)

380

სატვირთო ავტომობილები – ტვირთამწეობით

10-20ტონა (ჩათვლით)

480

სატვირთო ავტომობილები – ტვირთამწეობით

20-40ტონა (ჩათვლით)

650

სატვირთო ავტომობილები – 40 ტონაზე მეტი

ტვირთამწეობით

880

 

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ამ კოდექსის 204-ე მუხლში მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები თითოეულ ღერძზე ზენორმატიული დატვირთვისას დამატებით გადაიხდიან გადასახადს: 0,5 ტონამდე (ჩათვლით) – 50 ლარს, 0,5-იდან 1 ტონამდე (ჩათვლით) – 80 ლარს, 1-იდან 1,5 ტონამდე (ჩათვლით) – 100 ლარს, 1,5-იდან 2 ტონამდე (ჩათვლით) – 125 ლარს, 2-იდან 2,5 ტონამდე (ჩათვლით) – 170 ლარს, 2,5-იდან 3 ტონამდე (ჩათვლით) – 250 ლარს.

15.  207-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები 10 ლარს”, 12 ლარს, 20 ლარს, 32 ლარს შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით 20 ლარს, 25 ლარს, 40 ლარს, 60 ლარს.

16.  218-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:

7. შემოსავლების რეალობის დადგენის მიზნით საგადასახადო ორგანოები ახდენენ გადამხდელთა საქმიანობაზე დაკვირვებას და მის გამოკვლევას ქრონომეტრაჟის, საკონტროლო შესყიდვების ჩატარების ან ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა მეთოდის გამოყენებით. ამასთან, თუ დადგინდა, რომ საშუალო დღიური ბრუნვა (წარმოების მოცულობა) 20 და მეტი პროცენტით აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ წინა ერთი თვის საშუალო დღიურ ბრუნვას, გადამხდელს გადახდება ჯარიმა დაკვირვებით გაანგარიშებულ და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის სხვაობის ორმოცდაათმაგი ოდენობით. აღნიშნული მეთოდების გამოყენებით გადამხდელთა საქმიანობაზე დაკვირვებისა და გამოკვლევის ჩატარების წესს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით ადგენს საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტი.

17. 252-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი:

ამასთან, იმ შემთხვევაში, როცა საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობის პერიოდში გადამხდელი ახდენს სხვა მიზნებზე თანხების მიმართვას, ან საგადასახადო ორგანოებში დაუფიქსირებელი საბანკო ანგარიშებიდან ახორციელებს თანხების ხარჯვას, მაშინ გადამხდელს სანქციის სახით, უმცირესი თანხის მიხედვით გადახდება დაუფარავი საგადასახადო ვალდებულებების საერთო თანხის ან სხვა მიზნებზე მიმართული თანხების 30 %, ხოლო სანქციის გამოყენებიდან 1 წლის განმავლობაში დარღვევის განმეორების შემთხვევაში გადამხდელს გადახდება აღნიშნული თანხების 50 %.

18. 270-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 270. საგადასახადო ორგანოთა მატერიალური წახალისება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

1. საგადასახადო ორგანოთა მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის საგადასახადო ორგანოების მიერ კონტროლირებადი შემოსავლების მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტსა და სპეციალურ ფონდებში ფაქტიურად ჩარიცხული თანხების 3 პროცენტი, აგრეთვე ბიუჯეტისა და სპეციალური ფონდების სასარგებლოდ დამატებით დარიცხული და ჩარიცხული თანხების 10 პროცენტი ირიცხება ხაზინაში საგადასახადო ორგანოებისათვის გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. აღნიშნულ ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა ხდება სახელმწიფო ბიუჯეტში და სპეციალურ ფონდებში ჩარიცხული თანხების პროპორციულად საბანკო დაწესებულების მიერ.

2. საგადასახადო ორგანოთა მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის სახსრების ხარჯვის წესს ადგენს საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტი..

19.  273-ე მუხლის:

მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. 2000 წლის 31 დეკემბრამდე მსუბუქი ავტომობილების იმპორტის დროს იმპორტიორის მიერ გადასახდელი აქციზი იმპორტული ავტომობილის ძრავის მოცულობის ყოველ კუბურ სანტიმეტრზე განისაზღვროს 0,1 ლარის ოდენობით.;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. საწარმოებისათვის, რომლებიც ახორციელებენ სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდებას, საკანალიზაციო წყლების გატარება-ჩაშვებისა და გაწმენდის სამუშაოებსა და მომსახურებას, აგრეთვე საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციებისათვის 2000 წლის 1 იანვრამდე საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების მოცულობა განისაზღვრება ფაქტობრივად ანაზღაურებული ღირებულების მიხედვით. ამასთან, ამ საწარმოების მიერ მიწოდებული საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიხედვით დღგ-ის ჩათვლა განხორციელდეს მათი ღირებულების ფაქტობრივად ანაზღაურების შემთხვევაში.;

გ) მე-13 ნაწილში სიტყვები 1999 წლის 1 ივლისამდე შეიცვალოს სიტყვებით 2000 წლის 1 იანვრამდე. ამავე ნაწილის ქვეპუნქტში სიტყვები უმაღლესი, I, II, A და B კლასის სიგარეტი და სიგარილა შეიცვალოს სიტყვებით ფილტრიანი სიგარეტი და სიგარილა; ხოლო სიტყვები ყველა დანარჩენი კლასის სიგარეტი და პაპიროსი – სიტყვებით ყველა დანარჩენი უფილტრო სიგარეტი და პაპიროსი.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს;

III. ამ კანონის I მუხლის:

1. მე-10–12 პუნქტების მოქმედება პლასტმასის ბოთლებთან მიმართებაში გავრცელდეს 1998 წლის 1 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

2. მე-19 პუნქტის ქვეპუნქტის პირველი წინადადება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო მისი მოქმედება გავრცელდეს 1999 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს პრეზიდენტი            . შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 25 ივნისი.

№2180–II