დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თელავის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.35.163.016078 |
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2012 წლის 28 მარტი
ქ. თელავი
„თელავის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „თელავის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №20 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. თელავის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ან პირობებით აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება პრივატიზების დათქმულ თარიღამდე არანაკლებ 5 და არა უმეტეს 30 კალენდარული დღით ადრე.
4. თელავის მუნიციპალიტეტის ქონების – უძრავი ნივთის, განმეორებით გამოცხადებული ან/და ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, თელავის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ან პირობებით აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონის ჩატარების დათქმულ თარიღამდე არანაკლებ 5 და არა უმეტეს 30 კალენდარული დღით ადრე.
5. გამყიდველი ვალდებულია თელავის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ან პირობიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნოს თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.gamgeoba.tel.ge და გაზეთ „24 საათში“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან არანაკლებ მე-5 და არაუმეტეს 30-ე კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადის მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და გამყიდველის მიერ დადგენილ საათამდე.’’.
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე .
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ხუცაიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები