„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 291
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 01/02/2011
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016047
  • Word
291
01/02/2011
ვებგვერდი, 03/04/2012
000000000.00.00.016047
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების ამსახურის უფროსის

ბრძანება №291

2011 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანას-თან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გამგზავნი საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, დანიშნულების საგადასახადო ორგანო ახორციელებს მოწმობის ასლის გაცემას, რომელიც მოწმდება უფლებამოსილი თანამშრომლის პირადნომრიანი ბეჭდით.

6. მოწმობის გამომწერი საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ გამოცხადების თარიღში საქონლის და სატრანსპორტო საშუალების გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ინფორმაცია, არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა (სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში – არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა), რეაგირებისათვის გადაეცემა შემოსავლების სამსახურის შიდა კონტროლის და ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.“;

ბ) ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 67-ე მუხლი:

    „მუხლი 67. საერთაშორისო ნაოსნობისათვის გახსნილ საზღვაო პორტში შემოსული/გამსვლელი მცურავი სატრანსპორტო საშუალების სასაზღვრო კონტროლი

1. საერთაშორისო ნაოსნობისათვის გახსნილ საზღვაო პორტში მცურავი საშუალების სასაზღვრო კონტროლის მიზნით, სხვა უფლებამოსილი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად, პორტალის თანამშრომლები (სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო და ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი თანამშრომლების გარდა) გემზე ადიან მხოლოდ პორტალის უფლებამოსილი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით, სათანადო ინფორმაციის არსებობისას ან რისკების მართვის საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გემზე ასვლისას, პორტალის უფლებამოსილ თანამშრომლებს უფლება აქვთ, შერჩევით დაათვალიერონ გემის სათავსები.

3. სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო და ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი, პორტალის უფლებამოსილი თანამშრომლები, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებთან ერთად, სასაზღვრო კონტროლის ჩატარების მიზნით, გემზე ადიან:

ა) გემის კაპიტნის/აგენტის დასაბუთებული მოთხოვნის ან/და სათანადო ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში ან;

ბ) სათანადო ინფორმაციის არსებობისას, როცა გემი მოემართება იმ ქვეყნის ნავსადგურიდან, სადაც დაფიქსირებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის საშიი დაავადებები ან/და არსებობს დაავადების შემოტანისა და გავცელების რისკი, ან სადაც დაფიქსირებულია ადამიანის და ცხოველთა საშიში ინფექციური დაავადებები, ან სადაც გავრცელებულია საქართველოში არარეგისტრირებული ან შეზღუდულად გავრცელებული მცენარეთა საკარანტინო ობიექტები, ან როცა არსებობს ინფორმაცია ასეთ ნავსადგურში გემის შესვლის თაობაზე.“;

) ბრძანებით დამტკიცებული დეკლარირების კლასიფიკატორის (დანართი №2) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნაწილი 2. საგადასახადო ორგანოებისა და გაფორმების სხვა ადგილების კლასიფიკატორი

1. საგადასახადო ორგანოები

კოდი

დასახელება

1

69001

პორტალი “თბილისის აეროპორტი”

2

69002

პორტალი “წითელი ხიდი”

3

69003

პორტალი “სადახლო”(საავტომობილო)

4

69004

პორტალი “სადახლო”(სარკინიგზო)

5

69005

პორტალი “გუგუთი”

6

69006

პორტალი “ახკერპი”

7

69007

პორტალი “სამთაწყარო”

8

69009

პორტალი “გარდაბანი”

9

69010

პორტალი “ლაგოდეხი”

10

69021

პორტალი “მტკვარი”

11

69101

პორტალი “ყაზბეგი”

12

69301

პორტალი “ვალე”

13

69302

პორტალი “ნინოწმინდა”

14

69401

პორტალი “ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები”

15

69501

პორტალი “ფოთისა და ყულევის პორტები”

16

69601

პორტალი “სარფი”

17

69604

პორტალი “ბათუმის პორტი”

18

69603

პორტალი “ბათუმის აეროპორტი”

19

69403

ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პორტალი

20

69503

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პორტალი

21

11111

გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი“

22

11112

გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი"

23

11113

გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთი"

24

20 111

გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი" (მხოლოდ ოქროს სიის მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ შევსებული სასაქონლო დეკლარაციით გაფორმებისათვის)

2. გაფორმების სხვა ადგილები

კოდი

მისამართები

 

 

 

 

69000; 99000

 

 

 

20002

 

 

 

 

69043

 

 

 

 

 

 

 

 

 

69250

 

 

საექსპორტო, სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული და ‘’ოქროს სიის’’ მონაწილის საქონლის გაფორმების თბილისის სერვისცენტრი:

ქ. თბილისი, გია გულუას ქ. №4 (მხოლოდ საექსპორტო ან სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმებისათვის);

 

ქ. თბილისი, გია გულუას ქ. №4 (მხოლოდ ოქროს სიის მონაწილეთა მიერ ან მათი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის გაფორმებისათვის);

 

საქართველოს ეკონომიკური საზღვრიდან ქ.ბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი–ბათუმი–ერევანი, ბათუმი – ერევანი – ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი. (იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული პროცედურის მატარებელში წარმართვა, საქონლის გაფორმება განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ გაფორმების ადგილზე)

 

ქ. გორი, მოსკოვის ქ. №1, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. გორის განყოფილების შენობა

2

 

 20010

 

საფოსტო გზავნილების გაფორმების სერვისცენტრი

ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №30

 

3

 

20011

 

 

პორტალი “თბილისის აეროპორტი”

ქ. თბილისი, აეროპორტის ტერიტორია (მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში გამარტივებული დეკლარაციის წარდგენისას)

 

4

69221; 99221

თბილისის აეროპორტის გაფორმების სერვისცენტრი

 

ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია

 

5

 

69300; 99300

 

69350

ახალციხის გაფორმების სერვისცენტრი:

პორტალი „ვალე“-ს ტერიტორია;

 

ქ. ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი №2, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების შენობა

 

6

 

69017

 

69070

თელავის გაფორმების სერვისცენტრი:

ქ. თელავი, ერეკლე II–ის გამზ. №1;

 

ქ. თელავი, ჩოლოყაშვილის ქ. №21 სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების შენობა

7

 

69400; 99400

 

 

20004

 

 

69450

ქუთაისის გაფორმების სერვისცენტრი:

ქ. ქუთაისი, ივ.ჯავახიშვილის ქ. 5

 

ქ. ქუთაისი, ივ.ჯავახიშვილის ქ. 5 (მხოლოდ ოქროს სიის მონაწილეთა მიერ ან მათი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის გაფორმებისათვის);

 

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ქუთაისის განყოფილების შენობა

8

 

 

69014

 

69050

რუსთავის გაფორმების სერვისცენტრი:

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №38;

 

სსიპ –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების შენობა

9

 

69600; 99600

 

 

20001

 

 

69605

ბათუმის გაფორმების სერვისცენტრი:

ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №5ა;

 

ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №5ა (მხოლოდ ოქროს სიის მონაწილეთა მიერ ან მათი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის გაფორმებისათვის);

 

ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. №11, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ბათუმის განყოფილების შენობა

 

10

 

 

20012

 

პორტალი “ბათუმის აეროპორტი”

ქ. ბათუმი, აეროპორტის ტერიტორია (მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში გამარტივებული დეკლარაციის წარდგენისას)

 

 11

 

69500; 99500

 

 

20003

 

 

69502

 

69510

 

 

 

 

 

69511

 

 

 

 

69555

 

ფოთის გაფორმების სერვისცენტრი:

ქ. ფოთი, კოკაიას ხეივანი №1;

 

ქ. ფოთი, კოკაიას ხეივანი №1 (მხოლოდ ოქროს სიის მონაწილეთა მიერ ან მათი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის გაფორმებისათვის);

 

ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ყულევი;

 

ქ. ფოთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ფოთის განყოფილების შენობა;

 

ქ. ზუგდიდი, პარიზის კომუნის ქ. №7, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ზუგდიდის განყოფილების შენობა;

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ოზურგეთი, სსიპ –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ოზურგეთის განყოფილების შენობა

 

2. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

გ. ცხაკაია