„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 127
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 13/01/2011
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2012
ძალაში შესვლის თარიღი 13/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016046
  • Word
127
13/01/2011
ვებგვერდი, 03/04/2012
000000000.00.00.016046
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების ამსახურის უფროსის

ბრძანება №127

2011 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციას“ (დანართი №1) დაემატოს შემდეგი შინაარსის VIII თავი:

„თავი VIII. სპეციალური დებულებები

    მუხლი 65. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაცია

1. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაცია გამოიყენება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურების განთავსების ადგილებში შექმნილ კონტროლის ზონებში სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (შემდგომში – ავტოსატრანსპორტო საშუალებები) იმპორტის, ექსპორტის, საწყობის, რეექსპორტის და დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციებში დეკლარირებისას.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციით გაცხადებული საქონლის მიმართ სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება მწვანე ან ყვითელი დერეფნის გამოყენებით.

3. ელექტრონული სისტემის გამოყენებით შევსებული და სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიწოდებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის ყველა გრაფის დადგენილი წესით შევსების შემთხვევაში, გაფორმების საგადასახადო ორგანოს მიერ დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება ნომერი, რაც ნიშნავს დეკლარირების დასრულებას და საქონლის გაშვებას მწვანე დერეფნის გამოყენებით – დოკუმენტების შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე.

4. საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნების არსებობისას, დეკლარაციას ნომერი არ მიენიჭება, არ ამოიბეჭდება და ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება გაფორმებას ყვითელი დერეფნის გამოყენებით – დეკლარაციისა და თანდართული დოკუმენტების შემოწმებით. დეკლარაციის შემოწმების პროცედურები ხორციელდება ამ ინსტრუქციის 52-ე–58-ე მუხლების შესაბამისად. თუ დეკლარაციის შემოწმების შედეგად გამოვლინდა საგადასახადო სამართალდარღვევა, ავტოსატრანსპორტო საშუალება გაიშვება სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შემდეგ.

    მუხლი 66. სასაქონლო დეკლარაციის გამარტივებული წესით შევსება

1. სასაქონლო დეკლარაცია ამ მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული წესით ივსება:

ა) საგანგებო სიტუაციების შედეგებზე რეაგირების ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციისათვის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით შემოტანილი საქონლის იმპორტისას;

ბ) საგანგებო სიტუაციებში ან წვრთნების ჩასატარებლად, ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციის მიზნით პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად შესაბამისი ტექნიკის სახით საქონლის დროებითი შემოტანისას;

გ) სხვა ქვეყანაში შექმნილი საგანგებო სიტუაციის შედეგებზე რეაგირების, ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციისათვის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით საქონლის ან წვრთნების ჩატარების მიზნით ტექნიკის სახით საქონლის ექსპორტისას;

დ) საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს იმპორტის, დროებითი შემოტანის, ექსპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას;

ე) თავისუფალ ზონაში მოთავსების მიზნით საქართველოს საქონლის ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას და უცხოური საქონლის თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში გადატანისას;

ვ) აქციზურ საქონელზე – მხოლოდ თავისუფალ ზონაში ადგილზე მოხმარებისათვის საქონლის შეტანისას.

2. დეკლარანტი დეკლარაციის შევსებისას ავსებს: A, 1, 2, 8, 14, 15, 15ა, 17, 17ა, 18, 19, 21, 29, 31, 44, 47, 49, 54 გრაფებს, თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში საქონლის შეტანისას – დამატებით 33, 35, 38, 42 გრაფებს, ხოლო უცხოური საქონლის, რომელიც მოქცეული იყო სხვა სასაქონლო ოპერაციაში, თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში გადატანის დროს – დამატებით 37 და 40 გრაფებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გრაფები ივსება შესაბამის სასაქონლო ოპერაციაზე წარსადგენი სასაქონლო დეკლარაციის გრაფების შევსების წესის შესაბამისად.

4. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ავსებს A გრაფის მეორე აბზაცს (სადაც უნდა მიეთითოს დეკლარაციის ნომერი და თარიღი), B გრაფის პუნქტებს, შეფასების ნომრისა და გარანტიის პუნქტების გარდა, და D გრაფას.

5. A გრაფის მეორე აბზაცში აღინიშნება დეკლარაციის რეგისტრაციის ნომერი და თარიღი, რაც დამოწმდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის პირადნომრიანი ბეჭდით.

6. B გრაფა – “გადახდის სახე” – აღინიშნება შეფასების ნომერი და გადახდის ქვითრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნომერი და მათი მინიჭების თარიღები.

7. D გრაფაში დაისმება კონტროლის განხორციელების დამადასტურებელი დამღა „გაშვება ნებადართულია“ ან „გაშვება აკრძალულია“. დამღაში მითითებულ ადგილზე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ხელს აწერს, მიუთითებს თარიღს და ამოწმებს პირადნომრიანი ბეჭდით.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

გ. ცხაკაია