„იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 02/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 070010110.22.027.016257
  • Word
41
02/04/2012
ვებგვერდი, 02/04/2012
070010110.22.027.016257
„იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 41

2012 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

„იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

მუხლი 1. „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 070010110.22.027.016092, 31/01/2011) დამტკიცებული:

1. იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის (დანართი №1):

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ავტორიზებული პირის არსებობის შემთხვევაში, მისი მეშვეობით მოძრავი ქონების გაყიდვის პირობების თაობაზე ;“;

ბ) მე-2 მუხლის:  

ბ.ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შესაბამის ვებგვერდზე რეგისტრაცია, გარდა ავტორიზებული პირის მეშვეობით ინტერნეტაუქციონში მონაწილეობის მიღებისა;“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. ინტერნეტაუქციონში მონაწილეობა შესაძლებელია ავტორიზებული პირის მეშვეობით. ავტორიზებული პირი არის პირი, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის ვებგვერდზე ამ ბრძანებით დადგენილი წესით და მათთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით უზრუნველყოფს სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერნეტაუქციონში მონაწილეობას, რაც გულისხმობს აუქციონის მსვლელობისას მონაწილე პირის შემოთავაზებული ფასის ავტორიზებული პირის მიერ შესაბამის ვებგვერდზე დაფიქსირებას . ავტორიზებული პირი უფლებამოსილია მოსთხოვოს ინტერნეტაუქციონში მონაწილეებს, რომლებთანაც დადებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება, ამ ბრძანებით დადგენილი პირობების შესრულება.

22. ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციის განხორციელების მიზნით აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დადოს ხელშეკრულება ავტორიზებულ პირთან, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციების უზრუნველსაყოფად შესაბამის ანაზღაურებას იღებს სხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან.“ .

2. იძულებითი აუქციონის ჩატარების პროცედურების (დანართი №2) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ინტერნეტაუქციონში ავტორიზებული პირის გამარჯვების შემთხვევაში, გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირი, რომლის შემოთავაზების საფუძველზეც ავტორიზებულმა პირმა ვებგვერდზე დააფიქსირა ყველაზე მაღალი ფასი.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი