„ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3-9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი 30/03/2012
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 330090020.36.101.016096
  • Word
3-9
30/03/2012
ვებგვერდი, 04/04/2012
330090020.36.101.016096
„ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №3-9

2012 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. „ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის № 4-13 გადაწყვეტილებით („ საქართველოს რესპუბლიკა“ , 18.04.2009, №77-78, გვ. 6-17) დამტკიცებულ ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში, შეტანილ იქნე ს შემდეგი ცვლილება:

ა) 26-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ი” ქვეპუნქტი:

„ ი) კონკრეტული საპროექტო წინადადების ან/და მიწის ნაკვეთებისთვის წინამდებარე წესის VI თავით განსაზღვრული ნორმებისგან განსხვავებული რეგულაციების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება ან/და დასკვნების /მომზადება“;

ბ) 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობათა განთავსების და მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრის ამ წესით დადგენილი პირობები მოქმედებს, თუ განაშენიანების რეგულირების გეგმებით ან/და „ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის“ დასკვნით/გადაწყვეტილებით კონკრეტული მიწის ნაკვეთებისთვის არ არის დადგენილი სხვაგვარი რეგულირება”;

გ) 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განაშენიანების რეგულირების გეგმით ან/და „ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის“ დასკვნით/გადაწყვეტილებით შესაძლებელია დადგინდეს ამ თავის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული Y-ის განსხვავებული მნიშვნელობები.“.

2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე            ზ. სამადაშვილი