დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერიის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 30 მაისის №10/50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5/11 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ფოთი |
| მიღების თარიღი | 28/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.111.016124 |
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს
დადგენილება №5/11
2012 წლის 28 მარტი
ქ. ფოთი
,,თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერიის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის –ფოთის საკრებულოს 2011 წლის 30 მაისის №10/50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერიის ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 30 მაისის №10/50 დადგენილებაში (სსმ, 03/06/2011 წელი, კოდი 010260020.35.111. 016092), კერძოდ:
დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიული ორგანო ცენტრის უბანში;
ბ) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიული ორგანო კუნძულის უბანში;
გ) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიული ორგანო ნაბადის უბანში;
დ) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიული ორგანო მალთაყვის უბანში .”.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი . საღინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები