„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5/10
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი 28/03/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 06/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016123
  • Word
5/10
28/03/2012
ვებგვერდი, 04/04/2012
010260020.35.111.016123
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ფოთი

თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს

დადგენილება №5/10

2012 წლის 28 მარტი

ქ. ფოთი

„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში (სსმ, №35, 08.10.2010 წელი , კოდი 010260020.35.111.016002) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში, კერძოდ:

1. დებულების მე-11 მუხლის სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული.”

2. დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული (შემდგომში – რწმუნებული) არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერი.

3. დებულების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. ტერიტორიული ორგანოები

1. ტერიტორიული ორგანოები იქმნება თვითმმართველ ერთეულში შემავალი ტერიტორიული ნაწილის მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.

2. თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიული ორგანო ცენტრის უბანში;

ბ) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიული ორგანო კუნძულის უბანში;

გ) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიული ორგანო ნაბადის უბანში;

დ) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიული ორგანო მალთაყვის უბანში;”.

3. ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერი და წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად.“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე           . საღინაძე