დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №404 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 265 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 02/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.08.002.016475 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №265
2012 წლის 2 აპრილი
ქ. თბილისი
„დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №404 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №404 ბრძანებულების (სსმ III, 2009 წ., №86, მუხ. 924) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესში (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები;“;
ბ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9.
1. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) დოკუმენტი, რომელზედაც უნდა დაისვას აპოსტილი;
ბ) დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოების მიხედვით – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფერ ოში შემავალი საჯარო სამარ თლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, საჯარო სამართლის იური დიული პირის – საქარ თველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწ ესებული საფასურის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხა რისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
2. გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორებით და საქართველოში დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილ ორგანოს აქვს შესაძლებლობა კომუნ იკაციის ელექტრონული საშუალებებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები