დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.162.016127 |
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №42
2012 წლის 23 მარტი
ქ. ახმეტა
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს № 10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №10 დადგენილებით (სსმ, 19, 01/09/2010, 010250040.35.162.000506) დამტკიცებულ დებულებაში (რეგლამენტში) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის მეორე წინადადებაში სიტყვები ,, კოიმისიას თავმჯდომარეობს“ შეიცვალოს სიტყვებით ,, კომისიას თავმჯდომარეობს“.
2. 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადებაში სიტყვები ,, ერთგავაროვან წინადადებათა“ შეიცვალოს სიტყვებით ,, ერთგვაროვან წინადადებათა“.
3. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები ,,გაირიცხვის შემთხვევაში“ შეიცვალოს სიტყვებით ,,გარიცხვის შემთხვევაში“.
4. 48-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები ,,გამგეობის რწმუნებულთან ერთად.“ შეიცვალოს სიტყვებით ,,მუნიციპალიტეტის რწმუნებულთან ერთად.“.
5. 65-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებაში სიტყვები ,, მოთხოვნის დაუკმაყოფილების შემთხვევაში,“ შეიცვალოს სიტყვებით ,, მოთხოვნის შეუსრუ ლებლობ ის შემთხვევაში,“.
6. 70-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) თუ იგი ეწინააღმდეგება მის მიმართ მიღებულ პასუხისმგებლობის ზომას.“.
7. 94-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები ,,გამგებელის წარდგინებით“ შეიცვალოს სიტყვებით ,,გამგებლის წარდგინებით“.
8. 97-ე მუხლის მე-6 პუნქტში სიტყვა ,,შეედგენის“ შეიცვალოს სიტყვით ,,შედგენის“.
9. 107-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები ,,გამგეობის რწმუნებულებთან.“ შეიცვალოს სიტყვებით ,,მუნიციპალიტეტის რწმუნებულებთან.“.
10. 116-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საკრებულოს წევრი ვალდებულია, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, თვეში ერთხელ მაინც მოაწყოს ამომრჩევლების მიღება. ამ მიზნით საკრებულოს წევრს გამოეყოფა ოთახი საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში (მაჟორიტარული წესით არჩეულ საკრებულოს წევრს – მუნიციპალიტეტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში).“;
ბ) მე-4 პუნქტში სიტყვები ,,თითოეული მოქალაქესთვის გამოყოფილი“ შეიცვალოს სიტყვებით ,,თითოეული მოქალაქისთვის გამოყოფილი“.
11. 125-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) მუნიციპალიტეტის რწმუნებულის ინიციატივით;“;
ბ) მე-8 პუნქტში სიტყვები ,,გამგეობის რწმუნებული,“ შეიცვალოს სიტყვებით ,,მუნიციპალიტეტის რწმუნებული,“;
გ) მე-10 პუნქტში სიტყვები ,,ადგილობრივი თვითმმართველობის რწმუნებული,“ შეიცვალოს სიტყვებით ,,მუნიციპალიტეტის რწმუნებული,“;
12. 129-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენა ხდება საკრებულოს სხდომის დარბაზში. მაჟორიტარული წესით არჩეული საკრებულოს წევრის ანგარიში შესაძლებელია მოსმენილ იქნეს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე საჯარო დაწესებულების (მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობა, საჯარო სკოლა, კულტურის სახლი და ა.შ) დარბაზში.“.
13. 131-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საკრებულო, საკრებულოს ბიურო, საკრებულოს კომისია, საკრებულოს ფრაქცია, გამგეობის სტრუქტურული ერთეულები, მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები: საკრებულოს ბიუროს წევრები, გამგებელი, გამგეობის სამსახურების უფროსები და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით წელიწადში ერთხელ მაინც გამოაქვეყნონ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.“.
14. 132-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები ,,თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოკა,“ შეიცვალოს სიტყვებით ,,თვითმმართველი ერთეულის სიმბოლიკა,“.
15. 133-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტში სიტყვები ,,გამგეობის ტერიტორიულ ორგანოთა ხელმძღვანელების“ შეიცვალოს სიტყვებით ,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოთა ხელმძღვანელების“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით დადგენილი დოკუმენტები უნდა გამოიკრას აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციულ შენობასთან განთავსებულ სპეციალურ სტენდზე და გამოქვეყნდეს ადგილობრივ გაზეთში. თუ დოკუმენტი დიდი მოცულობისაა, სპეციალურ სტენდსა და ადგილობრივ გაზეთში ქვეყნდება მხოლოდ ამ დოკუმენტის დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ მისი გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატში და მუნიციპალიტეტის რწმუნებულთან.“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები