დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5917-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/03/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/03/2012 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2026 |
სარეგისტრაციო კოდი | 400000000.05.001.016639 |
საქართველოს კანონი
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 123) 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
„71 . მიწისქვეშა წყლის ობიექტის, რომელიც ექვემდებარება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მიღებას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შემუშავებული სანიტარიული დაცვის ზონის პროექტის უფლებამოსილი ორგანოსათვის წარდგენისა და დამტკიცების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 20 მარტი.
№5917 –რს
დოკუმენტის კომენტარები