დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2-8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.156.016094 |
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2012 წლის 28 მარტი
ქ. დმანისი
,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2-8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2-8 დადგენილებაში (სსმ, 03.02.2011წ. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.156.016038) შევიდეს ცვლილება და დადგენილების დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 1.
,,მუხლი 4.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ერთ ჰექტარზე, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთ ებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):
| № | მიწის კატეგორიები | გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა |
| 1 | სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული) | 20 |
| 2 | საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული) | 16 |
| 3 | ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები | 3 |
| 4 | სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის | 82 |
| 5 | ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით | 41 |
”.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯ დომარე ბ . მგელაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები