„სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ” ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/03/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.139.016061
  • Word
15
23/03/2012
ვებგვერდი, 03/04/2012
330130000.35.139.016061
„სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ” ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბორჯომის მუნიციპალიტეტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №15

2012 წლის 23 მარტი

ქ. ბორჯომი

„სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ” ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1 

შევიდეს „სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ” ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივლისის 23 დადგენილებით დამტკიცებულ 1 დანართში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 110804005, 08/08/2011 -330130000.35.139.016037) და დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზონა

ზონის აღწერა

ჯარიმის ოდენობა (ლარებში) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე

1

I ზონა

ქ. ბორჯომში , ლიკანი

დაბა ბაკურიანი

0,5

2

II ზონა

დაბა წაღვერი

დაბა ახალდაბა

სოფელი დიდი ცემი

 სოფელი პატარა ცემი

0,2

3

III ზონა

მუნიციპალიტეტის სხვა

 სოფლები

0,1

მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                       ბ. ქურდაძე