„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 იანვრის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 72/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 29/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.022.016338
  • Word
72/ნ
29/03/2012
ვებგვერდი, 02/04/2012
190040000.22.022.016338
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 იანვრის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 72/ნ

2012 წლის 2 9 მარტი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 იანვრის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 იანვრის №19/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 27/01/2012; 26/01/2012; სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.022.016285) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,1.8.’’, ,,1.9.’’, ,,1.10.’’ და ,,1.11.’’ ქვეპუნქტები:

,,1.8. საინფორმაციო ტექნოლოგიური მხარდაჭერის სერვისის საფასური იმ სსიპ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ 30-მდე პერსონალური კომპიუტერი – (ყოველთვიური გადასახადი) 190 ლარი.’

1.9. საინფორმაციო ტექნოლოგიური მხარდაჭერის სერვისის საფასური იმ სსიპ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ 31 და მეტი პერსონალური კომპიუტერი – (ყოველთვიური გადასახადი) 380 ლარი.’

1.10. საინფორმაციო ტექნოლოგიური მხარდაჭერის სერვისის საფასური იმ კერძო სამართლის სამეწარმეო, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ზოგადსაგანმანათლებლო ან კერძო სამართლის სამწარმეო, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის პროფესიული სწავლების ცენტრის/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, რომელთაც გააჩნიათ 30-მდე პერსონალური კომპიუტერი (ყოველთვიური გადასახადი) 300 ლარი.’’

,,1.11. საინფორმაციო ტექნოლოგიური მხარდაჭერის სერვისის საფასური იმ კერძო სამართლის სამეწარმეო, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ზოგადსაგანმანათლებლო ან კერძო სამართლის სამწარმეო, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის პროფესიული სწავლების ცენტრის/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომელთაც გააჩნიათ 31 და მეტი პერსონალური კომპიუტერი (ყოველთვიური გადასახადი) 600 ლარი.’’.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი           ა. სეფერთელაძე