დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.108.016100 |
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2012 წლის 26 მარტი
ქ. სენაკი
„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად , სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge. 29/ 02/ 2012წ., სარეგისტრავიო კოდი: 010250020.35.108.016090) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ტერიტორიული ორგანოები
სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ქალაქ სენაკში;
ბ) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ახალსოფლის თემში;
გ) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ გეჯეთში;
დ) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ეკის თემში;
ე) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ზანის თემში;
ვ) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ზემო ჭალადიდის თემში;
ზ) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო თეკლათის თემში;
თ) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ლეძაძამეს თემში;
ი) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო მენჯის თემში;
კ) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ნოსირის თემში;
ლ) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ნოქალაქევის თემში;
მ) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო უშაფათის თემში;
ნ) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ფოცხოს თემში;
ო) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ძველი სენაკის თემში;
პ) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ხორშის თემში.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ნარმანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები