„საჯარო სამართლის იურიდიული პირის-იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა თემის განვითარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2009 წლის 3 აგვისტოს №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.029.016019
  • Word
26
27/03/2012
ვებგვერდი, 02/04/2012
040030000.22.029.016019
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის-იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა თემის განვითარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2009 წლის 3 აგვისტოს №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №26

201 2 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის– იძულებით გადაადგილებულ პირთა– დევნილთა თემის განვითარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2009 წლის 3 აგვისტოს № 85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

მუხლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა თემის განვითარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2009 წლის 3 აგვისტოს № 85 ბრძანების (სსმ, 97, 06/08/2009) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა თემის განვითარების ცენტრის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

1.    დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. ცენტრის შექმნის მიზანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა) სოციალური და ეკონომიკური რეინტეგრაციის, დასაქმების, მომსახურების, ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება;“ .

2. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ბ)დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიით დასახული მიზნების განხორციელების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში;

გ) დევნილთა სოციალური დაცვის სფეროში საერთაშორისო პროექტებისა და პროგრამების განხორციელება.“

3. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ა) დევნილთა სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;“.

მუხლი  2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კ. სუბელიანი