„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 109
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 390050010.10.003.016782
  • Word
109
23/03/2012
ვებგვერდი, 29/03/2012
390050010.10.003.016782
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 109

2012 წლის 23 მარტი

. თბილისი

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზესაქართველოს მთავრობის 2012 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენი­ლებაში ცვლილების შეტანის თაობაზესაქართველოს მთავრობის 2012 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/01/2012, სარეგისტრა­ციო კოდი – 390050010.10.003.016674) შეტანილ იქნეს ცვლილება და დად­გე­ნი­ლების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. გარდამავალი დებულება

იმ შემთხვევაში, თუ ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, ტყითსარგებლობის შესახებ შე­სა­ბამისი ხელშეკრულების ან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე გამოყოფილი ტყეკაფის მასალები არ ით­ვალისწინებს ხე-ტყის დატვირთვის ადგილის მითითებას (გარდა სოცია­ლუ­რი ჭრისა), სავალდებულოა, რომ 2012 წლის 15 მაისამდე შესაბამის მართვის ორგანოში წარდგენილ იქნეს ინფორმაცია – აუთვისებელი ტყეკაფების ად­გილ­­მდებარეობის ნახაზი (აბრისი) მასშტაბით 1:10000 ან 1:25000, რომელზეც, „ტყით­სარგებლობის წესით“ დადგენილ სხვა ინფორმაციასთან ერთად, ასევე დატანილი უნდა იქნეს ხე-ტყის დატვირთვის ადგილი GPS კოორდინატის მითითებით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური