„ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”ქ.თბილისის მერის 2008 წლის 19 მარტის №22 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”ქ.თბილისის მერის 2008 წლის 19 მარტის №22 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 28/03/2012
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მერის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 010260040.52.101.016050
  • Word
8
28/03/2012
ვებგვერდი, 03/04/2012
010260040.52.101.016050
„ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”ქ.თბილისის მერის 2008 წლის 19 მარტის №22 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)

ქ. თბილისის მერის

ბრძანება 8

2012 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2008 წლის 19 მარტის №22 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2008 წლის 19 მარტის №22 ბრძანებით (გაზეთი ,,24 საათი’’, 09.04.2008 წელი, №81) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება:

ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) გამგებლის შესაბამისი დარგის მოადგილის წარდგინებით, მერთან შეთანხმებით (გარდა გამგეობის სამსახურების (განყოფილებების) უფროსებისა), თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის სტრუქტურულ ქვედანაყოფთა უფროსებს;’’;

ბ) მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გამგეობის სამსახურის (განყოფილების) საქმიანობას წარმართავს სამსახურის (განყოფილების) ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.’’;

გ) 33-ე მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 33. განყოფილების მართვა

განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.’’;

დ) 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 47. განყოფილების მართვა

 განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.’’;

ე) 584 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 58 4 . სამსახურის (განყოფილების) მართვა

სამსახურის (განყოფილების) საქმიანობას წარმართავს სამსახურის (განყოფილების) უფროსი (შემდგომში – გამგებლის წარმომადგენელი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.’’;

ვ) 5810 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 58 10 . სამსახურის (განყოფილების) მართვა

სამსახურის (განყოფილების) საქმიანობას წარმართავს სამსახურის (განყოფილების) უფროსი (შემდგომში – გამგებლის წარმომადგენელი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.’’;

ზ) 5816 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 58 16 . სამსახურის (განყოფილების) მართვა

სამსახურის (განყოფილების) საქმი ანობას წარმართავს სამსახურის (განყოფილების) უფროსი (შემდგომში – გამგებლის წარმომადგენელი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.’’.

  2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. უგულავა