„ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ.თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ.თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 28/03/2012
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მერის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 010260040.52.101.016048
  • Word
6
28/03/2012
ვებგვერდი, 03/04/2012
010260040.52.101.016048
„ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ.თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)

 ქ. თბილისის მერის

 ბრძანება 6

2012 წლის 28 მარტი

ქ.თბილისი

 „ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ.თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №3 ბრძანებით (გაზეთი ,,24 საათი”, 29.12.2006წ. №291) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს ცვლილება:

ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გამგებლის შესაბამისი დარგის მოადგილის წარდგინებით, მერთან შეთანხმებით (გარდა გამგეობის სამსახურების (განყოფილებების) უფროსებისა), თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის სტრუქტურულ ქვედანაყოფთა უფროსებს;’’;

 ბ) მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გამგეობის განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების (სამსახურის) უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რაიონის გამგებელი. განყოფილების საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს გამგებლის მოადგილე, შესაბამისი საკურაციო სფეროს მიხედვით (გარდა სამხედრო განყოფილებისა).’’;

გ) 184 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 184. განყოფილების მართვა

განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.’’;

დ) 189 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 189. განყოფილების მართვა

 განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.’’;

 ე) 1819 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1819. განყოფილების მართვა

განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი’’;

ვ) 1822 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1822. სამსახურის (განყოფილების) მართვა

სამსახურის (განყოფილების) საქმიანობას წარმართავს სამსახურის (განყოფილების) უფროსი (შემდგომში – გამგებლის წარმომადგენელი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.’’;

ზ) 1828 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1828. სამსახურის (განყოფილების) მართვა

სამსახურის (განყოფილების) საქმიანობას წარმართავს სამსახურის (განყოფილების) უფროსი (შემდგომში – გამგებლის წარმომადგენელი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.’’;

თ) მუხლი 1834 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1834. სამსახურის (განყოფილების) მართვა

სამსახურის (განყოფილების) საქმიანობას წარმართავს სამსახურის (განყოფილების) უფროსი (შემდგომში – გამგებლის წარმომადგენელი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.’’.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. უგულავა