დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ.თბილისის მერის 2007 წლის 8 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 28/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მერის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260040.52.101.016045 |
ქ. თბილისის მერის
ბრძანება №3
2012 წლის 28 მარტი
ქ.თბილისი
„ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2007 წლის 8 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ ქ. თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მერის 2007 წლის 8 იანვრის №3 ბრძანებით (გაზეთი „24 საათი”, 12.01.2007წ., №4 ) დამტკიცებულ ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობის დებულებაში შევიდეს ცვლილება :
ა) მე-6 მუხლის „ე’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ე) გამგებლის შესაბამისი დარგის მოადგილის წარდგინებით, მერთან შეთანხმებით (გარდა გამგეობის სამსახურების (განყოფილებების) უფროსებისა), თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის სტრუქტურულ ქვედანაყოფთა უფროსებს;’’;
ბ) მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გამგეობის სამსახურის (განყოფილების) საქმიანობას წარმართავს სამსახურის (განყოფილების) ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.’’.
2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
გ. უგულავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები