დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ ქალაქ თბილისის №111 საჯარო სკოლის და სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის №87 საჯარო სკოლის რეორგანიზაციის და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 69/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016335 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №69/ნ
2012 წლის 2 7 მარტი
ქ. თბილისი
სსიპ – ქალაქ თბილისის №111 საჯარო სკოლის და სსიპ – ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის №87 საჯარო სკოლის რეორგანიზაციის და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების’’ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის №111 საჯარო სკოლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაჟა ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის №87 საჯარო სკოლის რეორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის №111 საჯარო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ვაჟა ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის №87 საჯარო სკოლასთან მიერთების გზით 2012 წლის 1 აპრილამდე;
2. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ, 26.09.2005, №112 მუხლი 1233; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.724) მე-2 დანართიდან ამოღებულ იქნეს ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის 23-ე გრაფა.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.
4. ეს ბრძანება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 აპრილიდან.
დ . შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები