,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 27/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.016256
  • Word
40
27/03/2012
ვებგვერდი, 28/03/2012
170040000.22.027.016256
,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 40

2012 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით (სსმ III, 31.03.2010, №33, მუხ. 517) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

     „მუხლი 21. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა

1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია ნოტარიუსთა სავალდებულო წევრობაზე და თავის საქმიანობას ახორციელებს თვითმმართველობის პრინციპით.

2. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეს და გამგეობის წევრებს 3 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა შედგება გამგეობის თავმჯდომარის, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილ სა და 5 წევრისგან.

3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა უზრუნველყოფს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდების და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებების შესრულებას.“.

2. ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) პროფესიული თვისებების რეკლამირება და არასათანადო რეკლამის განთავსება ან გავრცელება. ნოტარიუსს უფლება აქვს განახორციელოს საკუთარი სანოტარო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ბეჭდური საშუალებებით და ინტერნეტის მეშვეობით. სანოტარო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება შეიძლება ასახავდეს სანოტარო ბიუროს სამუშაო საათებს, სანოტარო სერვისების დასახელებას, რაოდენობას და ღირებულებას, ასევე, დოკუმენტაციის აღწერილობას, რომელიც აუცილებელია დასახელებული სანოტარო სერვისის მისაღებად და დროის ხანგრძლივობას, რა ვადაც სჭირდება დასახელებულ სანოტარო სერვისს მიწოდებისთვის.“.

3. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

,,მუხლი 12 1 . სანოტარო საქმიანობის ორგანიზება

1. ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე ორგანიზებული საერთო ბიუროს ან სამეწარმეო იურიდიული პირის მიერ, წარმოდგენილი სერვისების გაუმჯობესების გეგმა უნდა ასახავდეს მომსახურების სახეებს, რომელთა შეთავაზებაც შეუძლია საერთო ბიუროს ან სამეწარმეო იურიდიულ პირს მოქალაქეებისათვის, ასევე, სიახლეებს მომსახურების განხორციელების (მიწოდების) სფეროში, რომლის დანერგვაც სურს დასახელებულ საერთო ბიუროს ან სამეწარმეო იურიდიულ პირს.

 2. ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე ორგანიზებული ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამეწარმეო იურიდიული პირის პარტნიორთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით (პარტნიორთა შეთანხმებით/წესდებით). ხელშეკრულება (პარტნიორთა შეთანხმება/წესდება) უნდა ითვალისწინებდეს ნოტარიუსის გადამწყვეტი ხმის უფლებას პარტნიორთა კრებაზე ან საზოგადოების სხვა ხელმძღვანელ ორგანოში სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას. ხელშეკრულებით (პარტნიორთა შეთანხმებით/წესდებით) განსაზღვრული უნდა იყოს სამეწარმეო იურიდიული პირის პასუხისმგებლობა – სანოტარო მოქმედების შედეგად დამდგარი ზიანისათვის სოლიდარულად აგოს პასუხი ნოტარიუსთან ერთად. ხელშეკრულებით (პარტნიორთა შეთანხმებით/წესდებით) უნდა განისაზღვროს შემოსავლებისა და ხარჯების განაწილების წესი.

 3. საერთო ბიუროს ან სამეწარმეო იურიდიული პირის შექმნის შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროში ასევე წარმოდგენილ უნდა იქნეს ფართის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. საერთო ბიუროს ან ასეთი სამეწარმეო იურიდიული პირის სამუშაო ადგილი არ უნდა იყოს 50 მ2-ზე ნაკლები.

 4. იუსტიციის სამინისტროში წარმოდგენილი უნდა იქნეს საერთო ბიუროს მონაწილეების ან სამეწარმეო იურიდიული პირის შექმნის შემთხვევაში ამ იურიდიული პირის პარტნიორების პროფესიული დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი და/ან საერთო ბიუროს ან სამეწარმეო იურიდიული პირის პროფესიული დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 5. ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე ორგანიზებულ საერთო ბიუროს ან სამეწარმეო იურიდიულ პირს უფლება აქვს განახორციელოს საკუთარი სერვისების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მათ შორის ინტერნეტის მეშვეობით. დაუშვებელია არასათანადო რეკლამის განთავსება ან გავრცელება ან საერთო ბიუროს მონაწილეებისა ან სამეწარმეო იურიდიული პირის პარტნიორთა პროფესიული თვისებების რეკლამირება“.

4. ინსტრუქცის 121 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 12 1 . სანოტარო საქმიანობის ორგანიზება

1. ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და 191 მუხლების საფუძველზე ორგანიზებული საერთო ბიუროს ან ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამეწარმეო იურიდიული პირის მიერ, წარმოდგენილი სერვისების გაუმჯობესების გეგმა უნდა ასახავდეს მომსახურების სახეებს, რომელთა შეთავაზებაც შეუძლია საერთო ბიუროს ან სამეწარმეო იურიდიულ პირს მოქალაქეებისათვის, ასევე, სიახლეებს მომსახურების განხორციელების (მიწოდების) სფეროში, რომლის დანერგვაც სურს დასახელებულ საერთო ბიუროს ან სამეწარმეო იურიდიულ პირს.

 2. ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და 191 მუხლების საფუძველზე ორგანიზებული ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამეწარმეო იურიდიული პირის პარტნიორთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით (პარტნიორთა შეთანხმებით/წესდებით). ხელშეკრულება (პარტნიორთა შეთანხმება/წესდება) უნდა ითვალისწინებდეს ნოტარიუსის გადამწყვეტ ხმის უფლებას პარტნიორთა კრებაზე ან საზოგადოების სხვა ხელმძღვანელ ორგანოში სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას. ხელშეკრულებით (პარტნიორთა შეთანხმებით/წესდებით) განსაზღვრული უნდა იყოს სამეწარმეო იურიდიული პირის პასუხისმგებლობა – სანოტარო მოქმედების შედეგად დამდგარი ზიანისათვის სოლიდარულად აგოს პასუხი ნოტარიუსთან ერთად. ხელშეკრულებით (პარტნიორთა შეთანხმებით/წესდებით) უნდა განისაზღვროს შემოსავლებისა და ხარჯების განაწილების წესი.

 3. საერთო ბიუროს ან სამეწარმეო იურიდიული პირის შექმნის შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროში ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს ფართის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. საერთო ბიუროს ან ასეთი სამეწარმეო იურიდიული პირის სამუშაო ადგილი არ უნდა იყოს 50 მ2-ზე ნაკლები.

 4. იუსტიციის სამინისტროში წარმოდგენილი უნდა იქნეს საერთო ბიუროს მონაწილეების ან სამეწარმეო იურიდიული პირის შექმნის შემთხვევაში ამ იურიდიული პირის პარტნიორების პროფესიული დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი და/ან საერთო ბიუროს ან სამეწარმეო იურიდიული პირის პროფესიული დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 5. ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და 191 მუხლების საფუძველზე ორგანიზებულ საერთო ბიუროს ან ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სამეწარმეო იურიდიულ პირს უფლება აქვს განახორციელოს საკუთარი სერვისების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მათ შორის ინტერნეტის მეშვეობით. დაუშვებელია არასათანადო რეკლამის განთავსება ან გავრცელება ან საერთო ბიუროს მონაწილეებისა ან სამეწარმეო იურიდიული პირის პარტნიორთა პროფესიული თვისებების რეკლამირება“.

5. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

,,მუხლი 13 1 . შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსი

1. ნოტარიუსმა შეიძლება გააფორმოს შრომითი ხელშეკრულება მეორე ნოტარიუსთან, რომელიც უნდა წარედგინოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას. შრომითი ხელშეკრულებით შესაძლებელია დამქირავებელმა აიღოს ვალდებულება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსისთვის პროფესიული დაზღვევის თანხის და ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი გადასახადების გადახდის. შრომითი ხელშეკრულებით შესაძლებელია შეიზღუდოს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსის მიერ ყველა სანოტარო მოქმედების განხორციელების უფლებამოსილება. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 241 მუხლის საფუძველზე.

2. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსი სანოტარო საქმიანობას ახორციელებს იმ ნოტარიუსის სახელით, რომელთანაც მას დადებული აქვს შრომითი ხელშეკრულება მუშაობს და არ აქვს საკუთარი სახელით სანოტარო საქმიანობის განხორციელების უფლება.

3. ნოტარიუსთა პალატის თანხმობით შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსის სანოტარო ბიუროს მისამართად განისაზღვროს განსხვავებული მისამართი.

4. არ შეიძლება ერთ ნოტარიუსთან მუშაობდეს 3-ზე მეტი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსი.

5. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსების რეესტრს აწარმოებს ნოტარიუსთა პალატა.“.

6. ინსტრუქციის მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

,,21. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსის ბეჭედი უნდა იყოს იმ ნოტარიუსის ნეჭდის ანალოგიური, რომელთანაც მას დადებული აქვს შრომითი ხელშეკრულება. მასზე დამატებით გამოსახული უნდა იყოს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსის სტატუსი, სახელი და გვარი. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსის ბეჭდისა და ხელმოწერის მიმართ მოქმედებს ამ ინსტრუქციის მე-14 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.“ .

7. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 671 მუხლი:

,,მუხლი 67 1 . ნოტარიუსის მიერ ნივთის საჯაროდ შეთავაზების უფლება

1. ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე ნოტარიუსს აქვს ნივთის საჯაროდ შეთავაზების უფლება. ნივთის საჯაროდ შეთავაზების უფლებიდან გამომდინარე ნოტარიუსი ასევე უფლებამოსილია გაუწიოს კონსულტაცია დაინტერესებულ მხარეს.

2. ნივთის საჯაროდ შეთავაზება ხდება სსიპ – ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და/ან სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.“.

  მუხლი 2

1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე- 3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივნისიდან.

3. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.

ზ. ადეიშვილი