„ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 12 აპრილის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/03/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.131.016083
  • Word
14
23/03/2012
ვებგვერდი, 30/03/2012
200130000.35.131.016083
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 12 აპრილის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ქობულეთის მუნიციპალიტეტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2012 წლის 23 მარტი

ქ. ქობულეთი

„ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი ( ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 12 აპრილის №28 დადგენილებაში ცვლილებებ ის შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

„ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი ( ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 12 აპრილის №28 დადგენილებაში (სსმ, 110418027, 2 9. 04.2011 წ. ) შეტანილ იქნე ს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6

  საქართველოს ან უცხოური საწარმოს, ორგანიზაციის ან/ და ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ( დიფერენცირებულია მიწის ხარისხის მიხედვით) განისაზღვროს წელიწადში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:

ა) სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მი წა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის – 87 ლარი;

ბ) სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 20 ლარი;

გ) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული ) – 16 ლარი.“.

    მუხლი 2

 ბათილად იქნეს ცნობილი „ქონების (გარდა არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწისა) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებებ ის შეტანის თაობაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 მარტის №13 დადგენილება.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                ნ. ბერაძე