დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის N2-85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-48 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.032.016060 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2- 48
2012 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. “საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-85 ბრძანებით (სსმ III, 27.04.2009 წ. №50, მუხლი 568) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და მოვალეობებია:
ა) მეცხოველეობის, თევზის მეურნეობების, მემცენარეობის, მეთესლეობის, აგროქიმიისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების სფეროებში განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი შესრულების ზედამხედველობა და კონტროლი;
ბ) რეგიონებში აგრარული სექტორის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა; რეგიონალური პოლიტიკისა და მისი განვითარების თაობაზე წინადადებების მომზადება, სათანადო რეკომენდაციებისა და მეთოდური მითითებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
გ) სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის, ფერმერთა და აგრომეწარმეთა საკონსულტაციო მომსახურების სისტემის განვითარების ხელშეწყობა;
დ) სოფლის მეურნეობის ტექნიკური გადაიარაღების, მანქანათა გამოყენების ოპტიმალური ფორმების შემუშავება;
ე) დადგენილ ვადაში მოქალაქეთა განცხადებებისა და შემოსული კორესპონდენციების განხილვა და სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მიერ ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივი აქტების, რეკომენდაციების განხილვასა და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება.”.
2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. დეპარატამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები
1. დარგობრივი განვითარების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა:
ა) მემცენარეობაში, მეთესლეობაში, მეცხოველეობაში და მეთევზეობაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება;
ბ) სოფლის მეურნეობის ცალკეულ დარგებში დასაქმებულთათვის რეკომენდაციებისა და კონსულტაციების გაწევა;
გ) სასოფლო-სამეურნეო კულტურების მეთესლეობის სისტემის, სარგავი მასალის წარმოებისა და მეცხოველეობის სანაშენე საქმის განვითარების ხელშეწყობა;
დ) მეცხოველეობის და მემცენარეობის დარგების მიხედვით ფერმერთა მონაცემთა ბაზის შექმნა და პერიოდული განახლება;
ე) სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების განვითარების პროგრამების შემუშავება, შესაბამისი აგროკლიმატური პირობებისა და მოსალოდნელი ცვლილებების გათვალისწინებით;
ვ) რეგიონული ექსტენციის ცენტრებისათვის მეთოდური მითითებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და დანერგვის ხელშეწყობა.
ზ) აგროქიმიის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა.
2. სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა:
ა) აგროსაინჟინრო პოლიტიკის შემუშავებისათვის სათანადო წინადადებების მომზადება;
ბ) ქვეყანაში არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მოკვლევისა და ანალიზის ჩატარება მათი ნომენკლატურის, რაოდენობისა და ეფექტური ფუნქციონირების დადგენის მიზნით;
გ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოებში არსებული ტექნოლოგიური მოწყობილობების მოკვლევა და ანალიზი, მათი ტექნიკური მდგომარეობის დადგენისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით;
დ) მოწინავე აგრარულ ქვეყნებში აპრობირებული მაღალეფექტური სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების და ტექნიკური საშუალებების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება ფერმერებისათვის;
ე) რეკომენდაციების მომზადება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და გადამამუშავებელი საწარმოებისათვის საჭირო ტექნოლოგიური და ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა-განახლების მიზნით;
ვ) იაპონიის გრანტის პროგრამა 2KR -ის მიზნობრივი და ეფექტური ათვისების მიზნით ბენეფიციარებისათვის სათანადო რეკომენდაციების მომზადება და ხელშეწყობა;
ზ) სახელმწიფო და კერძო აგროსაინჟინრო სერვისცენტრებისა და ამხანაგობების ეფექტური მუშაობისათვის სათანადო რეკომენდაციების მომზადება და ხელშეწყობა;
თ) რეგიონალური ექსტენციის ცენტრებისათვის მეთოდური რეკომენდაციების მომზადება და ხელშეწყობა, მაღალკვალიფიციური ოპერატორების მომზადების მიზნით;
ი) დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების შესახებ სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა;
კ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
3. რეგიონალური სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა:
ა) კანონით დადგენილი წესით რეგიონალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს რეგიონებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი, განვითარების შემაფერხებელი ძირითადი პრობლემებისა და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, რეკომენდაციების მომზადება და კოორდინირებული საქმიანობა;
გ) შესაბამის უწყებებთან და სპეციალისტებთან ერთად, რეგიონებში აგრარული სექტორის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაციის მომზადება და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობის, სოფლის მეურნეობის ცალკეულ დარგებსა და სფეროებში შექმნილ საგანგებო სიტუაციათა ანალიზი და შეფასება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნაში მონაწილეობა და საქმიანობის კოორდინაცია;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის უწყებებთან და სპეციალისტებთან ერთად რეგიონების განვითარების პროგრამების, მეწარმეობის მხარდაჭერის, საინვესტიციო საქმიანობის სტიმულირებისა და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარების წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციებით დაფინანსებული რეგიონული საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია და მიმდინარეობის მონიტორინგი;
თ) საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;“
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ . გოროზია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები