დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.109.016057 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/03/2012 - 21/03/2013)
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2012 წლის 23 მარტი
ქ. მარტვილი
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 181 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დადგინდეს მარტვილის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი თანახმად დანართისა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 მარტის №4 დადგენილება.
3. მარტვილის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს საწყის ნორმატიულ ფასად.
4. დადგენილება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მ.შ
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბ. მიქავა
დანართი
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG x ITL x C x K, სადაც:
ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG არის მარტვილის მუნიციპალიტეტის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.4-ს;
გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს.
დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 50-ს.
2. პირველი პუნქტის მიხედვით მარტვილის მუნიციპალიტეტში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
| IMG | ITL | C | K | CN (ლარი) |
| 0,4 | 1 | 0,24 | 50 | 4,80 |
3. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. მარტვილში დადგენილი ფასის 40%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1.92 ლარს.
4. მარტვილის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია მარტვილის მუნიციპალიტეტში დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1.44 ლარს.
5. მარტვილის მუნიციპა ლიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია მარტვილის მუნიციპალიტეტში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,40 ლარს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები