მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

  • Word
მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/03/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016059
  • Word
10
23/03/2012
ვებგვერდი, 30/03/2012
010250020.35.109.016059
მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2012 წლის 23 მარტი

ქ. მარტვილი

მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ მუხლი 22, პუნქტი 1“-ის „ქ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ მუხლი 195, პუნქტი 3-ის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 12 მეტრ მიწაზე 5 ლარით.

2. სხვა უძრავ ნივთებზე – ნივთის საბაზრო ღირებულების არანაკლებ 5%-ის ოდენობით.

3. მოძრავ ნივთებზე – ნივთის საბაზრო ღირებულების არანაკლებ 5%-ის ოდენობით.

    მუხლი 2

ამ დადგენილების 1-ლი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ნივთების საბაზრო ღირებულება განისაზღვროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 3

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №11 დადგენილება.

    მუხლი 4

დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.   

საკრებულოს თავმჯდომარის მ.შ

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე          ბ. მიქავა