„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის № 21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის № 21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/03/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 31/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016086
  • Word
12
22/03/2012
ვებგვერდი, 29/03/2012
010260020.35.110.016086
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის № 21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება 1 2

2012 წლის 22 მარტი

ქ. აბაშა

„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №21 დადგენილებაში (სსმ, 51, 16/11/2010 სარეგ. კოდი 010260020.35.110.016010 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა. დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი-რწმუნებული“;

 ბ. დადგენილების მე-14 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები

1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები იქმნება მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.

2. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებია:

ა. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ქალაქ აბაშაში;

ბ. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ნორიოს თემში;

გ. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სუჯუნის თემში;

დ. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო მარნის თემში;

ე. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო პირველი მაისის თემში;

ვ. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ქოლობნის თემში;

ზ. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ტყვირის თემში;

თ. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ნაესაკოვოს თემში;

ი. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო კეთილარის თემში;

კ. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ზანათის თემში;

ლ. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სამიქაოს თემში;

მ. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო გეზათის თემში;

ნ. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ძველი აბაშის თემში;

ო. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ წყემში;

პ. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ ონტოფოში;

ჟ. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ სეფიეთში.

3. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოში დასამტკიცებლად .

 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე დ. თოფურია