დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.110.016088 |
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2012 წლის 22 მარტი
ქ. აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №34 დადგენილებაში (ვებგვერდი, 110523005, 23/05/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 და მე -3 მუხლები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 2. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ფუნქციები
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის სტრატეგიული განვითარების მიმართულების განსაზღვრა და სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების შემუშავება; საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება; მუნიციპალური ქონების ფორმირება და მართვა; ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების დაგეგმარება და შესაბამისად ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება; ასევე, ტერიტორიული დაგეგმებისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება; მშენებლობის ნებართვებისა და მშენებლობადამთავრებული სამშენებლო ობიექტების ვარგისად აღიარებისათვის სათანადო დოკუმენტების მომზადება, სამშენებლო-სამონტაჟო, არქიტექტურულ და სამს ახურის უფლებამოსილებათა სფეროში შემავალ სხვა საქმიანობაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ზედამხედველობის გაწევის უზრუნველყოფა; უფლებამოსილებათა ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და მათზე შესაბამისი რეაგირება; თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწისა და ბუნებრივი რესურსების მართვა; მიწათსარგებლობის დაგეგმვა. გარე ვაჭრობისა და გარე რეკლამების განთავსების რეგულირების უზრუნველყოფა; ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირება.“
მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირებისგან. სამსახურში შეიძლება შეიქმნას განყოფილება/განყოფილებები შესაბამისი სფეროების მიხედვით.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
3. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურში მომუშავე მოხელეებს შორის;
გ) ახორციელებს საერთო კონტროლს და ზედამხედველობას სამსახურის მოხელეების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე, მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების ფარგლებში;
დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების, მათი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;
თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4 . სამსახურის უფროსის და სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
2. დებულების მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. თოფურია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები