დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.151.016095 |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №19
2012 წლის 23 მარტი
დ აბა სტეფანწმინდა
,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,, ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს № 12 დადგენილებით დამტკიცებულ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში (სსმ , №26 ,17.09.2010 , მუხ.706) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება :
1. დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი სახის ,,პ ”, „ჟ ”, „რ“ ქვეპუნქტები:
„პ) გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებისა და დამრღვევის დაჯარიმების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა -ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის, უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ, დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში საურავის დაკისრების შესახებ;
ჟ) იღებს გადაწყვეტილებას სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომა სშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას გარე ვაჭრობის ორგანიზების მიზნით დამატებითი ადგილების გამოყოფის თაობაზე;
რ) იღებს გადაწყვეტილებას გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილების გამოყოფაზე დაბა სტეფანწმინდის ქუჩებზე, საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი გზების მიმდებარე და სოფლების ცენტრალური ქუჩების ტერიტორიაზე. ”.
2. დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი სახის ,,კ“ ქვეპუნქტი:
„კ) „მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური“ .
3. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები .
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის ტერიტორიული ორგანო;
(სამოქმედო ტერიტორია: დაბა სტეფანწმინდა, სოფლები: ცდო და გველეთი);
ბ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სნოს ტერიტორიული ორგანო;
(სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სნო, აჩხოტი, კარკუჩა, ახალციხე, ჯუთა, ქოსელი,
ართხმო);
გ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სიონის ტერიტორიული ორგანო;
(სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სიონი, არშა, გარბანი, გაიბოტენი, თოთი, ფანშეტი, ვარდისუბანი);
დ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გორისციხის ტერიტორიული ორგანო;
(სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: გორისციხე, ფხელშე, ტყარშეტი, ხურთისი, ყანობი);
ე) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კობის ტერიტორიული ორგანო;
(სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: კობი, უხათი, ალმასიანი, აბანო, გიმარა, დესი, ზემო ოქროყანა, ქვემო ოქროყანა, შევარდენი, ცოცოლთა, კართსოფელი, კეთრისი, ტეფი, ბურმასიგი, სუატისი, რესი);
ვ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გუდაურის ტერიტორიული ორგანო;
(სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: გუდაური, განისი, ერეთო, სოკურიანი, ფალაგყაუ,
ქუმლისციხე) .”.
მუხლი 2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მალანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები