დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370020000.35.143.016095 |
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 14
2012 წლის 23 მარტი
ქ. ხაშური
,,ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის № 13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. ,,ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის № 13 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 02/03/2012; 370020000.35.143.016094 ) შეტანილ იქნე ს შემდეგი ცვლილება :
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“;
ბ) დადგენილების ანოტაცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, 195 მუხლის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“;
გ) დადგენილების მე-4 დანართი შეიცვალოს ახალი მე-4 დანართით.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. ლომიძე
დანართი №4
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობა
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის არანაკლებ 5%-ი ს ოდენობით ან/და დამოუკიდებელი აუდიტის (შემფასებელი ექსპერტი) სათანადო დასკვნის საფუძველზე.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები