დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასჯელაღსრულების სისტემის ჯანდაცვის რეფორმის სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 5 თებერვლის №24 - №28/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.038.016103 |
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი
ბრძანება № 44–№01-16/ნ
2012 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
„სასჯელაღსრულების სისტემის ჯანდაცვის რეფორმის სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 5 თებერვლის №24 - №28/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
მუხლი 1
„სასჯელაღსრულების სისტემის ჯანდაცვის რეფორმის სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 5 თებერვლის №24 - №28/ნ ერთობლივ ბრძანებაში (სსმ, 05.02.2010 წ., №14, მუხ.172) შეტანილ იქნეს ცვლილება და ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „სასჯელაღსრულების სისტემის ჯანდაცვის რეფორმის სამოქმედო გეგმა“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ .კალმახელიძე
ზ . ჭიაბერაშვილი
სასჯელაღსრულების სისტემის ჯანდაცვის რეფორმის 2012-2013 წწ. სამოქმედო გეგმა
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
აღნიშნული გეგმა ეფუძნება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის 2011 წლის 25 ნოემბრის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმით დამტკიცებულ პენიტენციური სისტემის 2011-2013წწ. ჯანდაცვის სტრატეგიას. მასში ასახული აქტივობები, წარმოადგენენ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში 2011წ. ჩატარებული ღონისძიებების ლოგიკურ და თანმიმდევრულ გაგრძელებას. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში (შემდგომში – დაწესებულება) პირველადი ჯანდაცვის განვითარების მიზნით დასახული ამოცანის გადასაწყვეტად, ჩატარებულ იქნა შემდგომი აქტივობები: მოხდა პენიტენციურ სისტემაში აუცილებელი მედიკამენტების ნუსხის შერჩევა; პირველადი ჯანდაცვის პროექტის განხორციელების გეგმის შემუშავება; სამედიცინო პერსონალის გადამზადების პროგრამის შემუშავება; სამედიცინო პერსონალის ორი კოჰორტის გადამზადება ოჯახის ექიმისა და ზოგადი პრაქტიკის ექთნის სპეციალობით; მათი გადამზადება დამატებით მოდულებში (ფსიქიატრია, კარდიოლოგია, ფარმაკოლოგია); გადამზადებული ექიმების სერტიფიცირება; საპილოტე დაწესებულებების სამედიცინო პუნქტების აღჭურვა ქვეყანაში არსებული სტანდარტების შესაბამისად; დაიწყო პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდება; მოხდა შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება (კითხვარების და სხვა ინსტრუმენტების შერჩევა, პილოტირება და დანერგვა ბიო-ფსიქო-სოციალური მოდელის თანახმად) და ჩატარდა მონიტორინგი; დაიდო შუალედური ანგარიში. გარდა ამისა:
ა) მოხდა დაწესებულებებში განთავსებული აფთიაქების რეკონსტრუქცია, რენოვაცია, აღჭურვა და ავტორიზება;
ბ) ჯანმრთელობის ხელშეწყობის (Helth Promotion) მხრივ მოხდა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალის განსწავლა, შესაბამისი ტრენინგების ჩატარება და თვალსაჩინო მასალების დარიგება;
გ) წამალდამოკიდებულ პირთა მკურნალობის,ზიანის შემცირებისა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამების გასაფართოებლად, მოხდა მეტადონით დეტოქსიკაციის პროგრამის ფუნქციონირების გაგრძელება №8 პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულებაში 50 პაციენტზე და ანალოგიური პროგრამის გახსნა ქუთაისის №2 პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულებაში 50 პაციენტზე.
დ) ტუბერკულოზის ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, ტუბერკულოზის შემთხვევათა ადრეული გამოვლენის გასაუმჯობესებლად, კერძოდ, პერმანენტული სკრინინგის საწარმოებლად, მოხდა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრიდან დატრენირებული სამედიცინო პერსონალის მოვლენა დაწესებულებებში. გამოვლენილ შემთხვევათა ეფექტური მართვისათვის, ყველა დაწესებულებაში მოხდა შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა (ობსერვაციული საკნების გამოყოფა) შემთხვევათა სეპარირებისათვის და დაიწყო №19 ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ახალი სამკურნალო კორპუსის მშენებლობა, ინფექციის კონტროლის სტანდარტების შესაბამისად. საეჭვო შემთხვევათა დროული დიაგნოსტიკის გასაუმჯობესებლად, მოხდა ლაბორატორიული სამსახურის გაძლიერება, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის მიერ დამატებით 5 სპეციალისტის დამატების ხარჯზე. მოხდა პენიტენციური სისტემის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ღონისძიებების სრული ინტეგრაცია ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამაში, ფუნქციონირებს ერთიანი მონაცემთა ბაზა;
ე) აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, სკრინინგის გასაძლიერებლად, მოხდა ნებაყოფლობითი კონსულტაციისა და ტესტირების კაბინეტების გახსნა და აღჭურვა ყველა დაწესებულებაში. უზრუნველყოფილ იქნა ყველა ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნებაყოფლობითი შემოწმება აივ/შიდსზე და შიდსის მკურნალობის საყოველთაო ხელმისაწვდომობა პენიტენციურ სისტემაში. დაიწყო HCV-HIV/AIDS კოინფიცირებული პაციენტების კრიტერიუმების მიხედვით შერჩევა და სპეციფიური ანტივირუსული მკურნალობა;
ვ) სტაციონარული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მოხდა №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების მოწყობა სანებართვო პირობების შესაბამისად (საქ.მთავრობის დადგენილება №385, 17.12.2010) და შესაბამისი ნებართვის მიღება;
ზ) პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის ორგანიზაციისა და მართვის სრულყოფის მიზნით, მოხდა უწყებათაშორისი და შიდაუწყებრივი კოორდინაციის მექანიზმების შემუშავება და დანერგვა. კერძოდ, შეიქმნა პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის რეფორმის სამეთვალყურეო საბჭო, რეფორმის ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფი და რეფორმის ადგილზე განმახორციელებელი ჯგუფები. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2553 განკარგულებით, დაიწყო სამედიცინო სერვისების გამარტივებული პროცედურებით შესყიდვა. პენიტენციურ სისტემაში დაიწყო სტაციონარული და ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათების წარმოება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (19.03.09წ. №108/ნ და 16.08.11წ. №01-41-ნ) ბრძანებების შესაბამისად. უზრუნველყოფილი იყო სანიტარიული სტანდარტები. უზრუნველყოფილი იყო ხელმისაწვდომობა როგორც უფასო აუცილებელი მედიკამენტებისადმი, ასევე, რიგ დაწესებულებებში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სურვილის შემთხვევაში, დამატებით კომერციული სამკურნალო საშუალებებისადმი, AVERSI-ფარმას აფთიაქების მეშვეობით.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
სამოქმედო გეგმაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა)MCLA – საქ. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო;
ბ) MCLA-MD – სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი;
გ) MCLA-PD – სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი;
დ) NPA – პრობაციის ეროვნული სააგენტო;
ე) PPTC – სამინისტროს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი;
ვ) MoLHSA – საქ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ზ) NCDC – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;
თ) NCTLD – ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი;
ი) IDACIRC – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი;
კ) MoJ – იუსტიციის სამინისტრო;
ლ) MIA – შინაგან საქმეთა სამინისტრო;
მ) MoF – ფინანსთა სამინისტრო;
ნ) PDoG – საქართველოს სახალხო დამცველი;
ო) EU – ევროკავშირი;
პ) CoE – ევროპის საბჭო;
ჟ) ICRC – წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი;
რ) TCFM – საოჯახო მედიცინის სასწავლო ცენტრი;
ს) NGO GIP– გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში;
ტ) GCRT – საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი .
მუხლი 3. სასჯელაღსრულების სისტემის ჯანდაცვის რეფორმის 2012-2013 წწ. სამოქმედო გეგმა
| № | მიზნები | ამოცანები | აქტივობები | პერიოდი | დაფინანსების წყარო/მოცულობა | განმახორციელებელი დაწესებულება | შესრულების ინდიკატორები |
| 1 | პირველადი ჯანდაცვის (PHC) განვითარება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში. | 1.1. პირველადი ჯანდაცვის მოდელის პილოტირების დასრულება №6 და № 8 დაწესებულებებში. | 1.1.1. სამედიცინო პერსონალის სამუშაო აღწერილობების შემუშავება. | 2012 | არ საჭიროებს დაფინანსებას. | MCLA; ICRC; №3 ტრენინგ ცენტრი | ექიმებისა და ექთნების სამუშაო აღწერილობა შემუშავდა. |
| 1.1.2. მიღებული შედეგების ანალიზი. შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. | 2012 | ICRC (4 000 GEL). | MCLA; MoLHSA; ICRC; NGOGIP; NCTLD; №3 ტრენინგ ცენტრი. | საბოლოო ანგარიში. | |||
| 1.2. საშტატო რეორგანიზაცია პენიტენციური სისტემის პირველადი ჯანდაცვის მოდელის გასავრცობად. | 1.2.1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამედიცინო პერსონალის ახალი საშტატო განრიგის შემუშავება (7 ექიმის და 23 ექთანი). | 2012 | MCLA (213 000 GEL). | MCLA. | ახალი საშტატო განრიგი დამტკიცებულია. | ||
| 1.3. პირველადი ჯანდაცვის მოდელის გავრცობა 5 დაწესებულებაში ( №5, 7, 9, 11, 12). | 1.3.1.პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში პირველადი ჯანდაცვის პუნქტების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება “სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებით და „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილების შესაბამისად. | 2012 | MCLA-PD (50 000 GEL). | MCLA-PD. | პჯდ ინფრასტრუქტურა შეესაბამება MoLSHA სტანდარტებს. | ||
| 1.3.2. პირველადი ჯანდაცვის პუნქტების აღჭურვა “სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებით და „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილების შესაბამისად. | 2012 | MCLA (175 000 GEL); ICRC (27 000 GEL). | MCLA-MD. | პჯდ პუნქტები აღიჭურვა MoLSHA სტანდარტების შესაბამისად. | |||
| 2013 | MCLA; Donor Organizations. | MCLA-MD. | |||||
| 1.3.3. პჯდ პუნქტებისათვის აუცილებელი მედიკამენტების ნუსხის განსაზღვრა. | 2012 I ნახევარი | ICRC (1 200 GEL). | MCLA; Medical U nversity; NGO GIP; №3 ტრენინგ ცენტრი. | განისაზღვრა ექსპერტული კონსენსუსის საფუძველზე. | |||
| 1.3.4. პირველადი ჯანდაცვის მოდელის გავრცობის გეგმის შემუშავება. | 2012 I ნახევარი | ICRC (4 000 GEL). | MCLA; MoLSHA; ICRC. | შემუშავდა და ხელი მოეწერა მემორანდუმს MCLA, MoLSHA და ICRC შორის. | |||
| 1.3.5. სამედიცინო პერსონალის გადამზადება ოჯახის ექიმისა და ზოგადი პრაქტიკის ექთნის სპეციალობით; ექიმების სერტიფიცირება. | 2012 II ნახევარი | EU. | ტენდერში გამარჯვებული ტრენინგ ცენტრი; MoLHSA. | მოხდა სამედიცინო პერსონალის გადამზადება. | |||
| 1.3.6. სამედიცინო პერსონალის გადამზადება დამატებით მოდულებში (ფსიქიატრიაში, კარდიოლოგიაში, ფარმაკოლოგიაში). | 2012 | ICRC (12 000 GEL). | NGO GIP; Medical U nversity; №3 ტრენინგ ცენტრი. | გაიარა გადამზადება შერჩეულმა სამედიცინო პერსონალმა. | |||
| 1.3.7. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მოზიდვა შერჩევის საფუძველზე. | 2012 | არ საჭიროებს დაფინანსებას. | MCLA; MoLHSA; ტრენინგ-ცენტრები. | დაწესებულებებში დაიწყო მუშაობა კონკურსით შერჩეულმა ახალმა სამედიცინო პერსონალმა. | |||
| 1.3.8. პჯდ სერვისების მიწოდების დაწყება | 2012 II ნახევარი | არ საჭიროებს დაფინანსებას. | MCLA. | სერვისი მიეწოდება აღნიშნული დაწესებულებების 4000 პატიმარს. | |||
| 1.3.9. მონიტორინგი და შეფასება. | 2012 II ნახევარი | ICRC (43 000 GEL). | MoLHSA; MCLA; ICRC; NGO GIP; NCTLD; №3 ტრენინგ ცენტრი. | ჩატარდა 60 სამეთვალყურეო ვიზიტი. | |||
| 2013 I ნახევარი | მოხდა შეფასება და დაიდო ანგარიში. | ||||||
| 1.4. პირველადი ჯანდაცვის მოდელის გავრცობა დარჩენილ 8 დაწესებულებაში ( №1, 2, 3, 4, 14, 15, 16, 17). | 1.4.1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში პირველადი ჯანდაცვის პუნქტების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
| 2012წ. II ნახევარი - 2013წ. I ნახევარი | MCLA-PD (80 000 GEL). | MCLA-PD. | პჯდ ინფრასტრუქტურა შეესაბამება MoLSHA სტანდარტებს. | ||
| 1.4.2. პირველადი ჯანდაცვის პუნქტების აღჭურვა | 2012წ. II ნახევარი - 2013წ. I ნახევარი | MCLA (270 000 GEL). | MCLA. | აღჭურვილობით დაკომპლექტდა MoLSHA სტანდარტების შესაბამისად. | |||
| 1.4.3. სამედიცინო პერსონალის გადამზადება ოჯახის ექიმისა და ზოგადი პრაქტიკის ექთნის სპეციალობით; ექიმების სერტიფიცირება. | 2012 II ნახევარი | EU. | ტენდერში გამარჯვებული ტრენინგ ცენტრი; MoLHSA. | მოხდა სამედიცინო პერსონალის გადამზადება. | |||
| 1.4.4. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მოზიდვა შერჩევის საფუძველზე. | 2012 | არ საჭიროებს დაფინანსებას. | MCLA; MoLHSA. | დაწესებულებებში დაიწყო მუშაობა ახალმა შერჩეულმა სამედიცინო პერსონალმა. | |||
| 1.4.5. პჯდ სერვისების მიწოდების დაწყება. | 2012წ. II ნახევარი - 2013წ. I ნახევარი | არ საჭიროებს დაფინანსებას. | MCLA. | სერვისი მიეწოდება აღნიშნული დაწესებულებების 16 000 პატიმარს. | |||
| 1.4.6. მონიტორინგი და შეფასება. | 2012 - 2013 | MCLA (70 000 GEL). | MoLHSA; MCLA; ICRC; NGO GIP; NCTLD; №3 ტრენინგ ცენტრი. | ჩატარდა სამეთვალყურეო ვიზიტები. | |||
| მოხდა შეფასება და დაიდო ანგარიში. | |||||||
|
|
| 1.5. ჯანმრთელობის ხელშეწყობა (Helth Promotio n). | 1.5.1. განსწავლა (ლექციები და თვალსაჩინო მასალები ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალისათვის, ტრენერთა ტრენინგები); პრევენცია; ჯანსაღი გარემო. | 2012 | Global Fund; Government of Holland; ICRC (10 000 GEL). | თანადგომა; GIP; ICRC; MCLA (MD, PD); MoLHSA (NCDC). | ჩატარებული ტრენინგების, ლექციების, დატრენირებული სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალის, პატიმრების, დარიგებული თვალსაჩინო მასალების რაოდენობა. |
| 2013 | Donor Organizations. | MCLA (MD, PD ); MoLHSA (NCDC); NGO’s. | |||||
| 1.6. წამალდამოკიდებულ პირთა მკურნალობის,ზიანის შემცირებისა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამების გაფართოება. | 1.6.1. მეთადონით დეტოქსიკაციის პროგრამის ფუნქციონირება გლდანის №8 და ქუთაისის №2 დაწესებულებებში 50-50 პაციენტზე. | 2012-2013 | Global Fu nd. | MoLHSA; Institute of Narcology; MCLA. | მეთადონით დეტოქსიკაციის მკურნალობაში ჩართულ პატიმართა რაოდენობა. | ||
| 1.6.2. ზიანის შემცირების საჭიროებების კვლევა. | 2013 | Donor Organizations. | MCLA; MoLHSA; NGO’s. | დაიდო კვლევის ანგარიში. | |||
| 1.6.3. ”ატლანტისის” პროგრამის გაფართოვება და ინსტიტუციონალიზაცია არსებული კონცეფციის, ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსების საფუძველზე. | 2012 | Donor Organizations. | MCLA (PD); ქალთა კლუბი “პეონი”. | პროგრამა ამუშავდა №2 დაწესებულებაში. | |||
| 1.7. ქალთა დაწესებულებაში ეფექტური ფსიქიკური ჯანმრთელობის (ფჯ) და სარეაბილიტაციო პროგრამების პილოტირება-დანერგვა. | 1.7.1. ქალთა №5 პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებების შესწავლა. | 2012 | EU (4 200 GEL). | MCLA; NGO GIP-Tbilisi. | დაიდო კვლევის ანგარიში და რეკომენდაციები ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურის ფუნქციონირებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ. | ||
| 1.7.2. ფჯ საჭიროებების გამოვლენის და შეფასების ინსტრუმენტების/სკრინინგ ინსტრუმენტების დანერგვა. | 2012 | EU (3 200 GEL). | MCLA; NGO GIP-Tbilisi. | შემუშავდა ფჯ პრობლემების ადრეული სკრინინგის ინსტრუმენტები. | |||
| 1.7.3. ფჯ "I n-Reach" მოდელის პილოტირება /მულტიდისციპლინური გუნდის (ფსიქიატრი, კლინიკური ფსიქოლოგები და კლინიკური სოც.მუშაკი) მუშაობა: სტაბილიზირება/ნორმალიზაცია/ კონსულტირება/ რეფერირება. | 2012-2013 | EU (42 000 GEL); ჰოლანდიის მთავრობა (10 000 GEL).
| MCLA; NGO GIP-Tbilisi. | კვალიფიციური სერვისი მიეწოდა 100 ბრალდებულ და 500 მსჯავრდებულ ქალბატონს. | |||
| 1.7.4. სად-ის ქალთა №5 დაწესებულებაში რეაბილიტაციის-რეინტეგრაციის რამდენიმე მოდელის პილოტირება. | 2012-2013 | EU (6 500 GEL). | MCLA; NGO GIP-Tbilisi. | 320 პატიმარი ქალბატონი ჩართულია რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამებში (მინიმუმ 3 პროგრამა). | |||
| 1.10. არასრულწლოვან პატიმართათვის ეფექტური ფსიქიკური ჯანმრთელობის (ფჯ) და სარეაბილიტაციო პროგრამების პილოტირება-დანერგვა. | 1.10.1. პატიმრობაში მყოფ არასრულწლოვანთა სკრინინგის ინსტრუმენტების დანერგვა. | 2012 | OSGF (2 000 GEL). | MCLA; GCRT/NGOGIP-Tbilisi. | შემუშავდა ფჯ პრობლემათა სკრინინგის ინსტრუმენტები. | ||
| 1.10.2. პატიმრობაში მყოფ არასრულწლოვანთა ფჯ პრობლემების სტაბილიზაცია-კონსულტირების სერვისის პილოტირება. | 2012 | OSGF (4 500 GEL). | MCLA; GCRT/NGOGIP-Tbilisi. | ფჯ ეფექტური სერვისი მიეწოდება ყველა პატიმრობაში მყოფ არასრულწლოვანს. | |||
| 1.10.3. სად-ის №11 არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში რეაბილიტაციის-რეინტეგრაციის - რესოციალიზაციის ახალი მოდელის (EQUIP-ის პარალელურად) პილოტირება. | 2012-2013 | ჰოლანდიის მთავრობა (22 000 GEL). | MCLA; NGOGIP-Tbilisi. | პილოტირებული და დანერგილია რეინტეგრაციის ახალი პროგრამები. | |||
| 1.11. რეფორმის მიმდინარეობის შეფასება. | 1.11.1. პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის საჭიროებათა კვლევის ჩატარება. | 2013 დასასრული | Donor Organizations. | MCLA; MoLHSA; Donor Organization. | ჩატარდა ჯანდაცვის საჭიროებათა კვლევა. | ||
| 2 | ტუბერკულოზის ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესება. | 2.1. ტუბერკულოზის შემთხვევათა ადრეული გამოვლენის გაუმჯობესება. | 2.1.1. ტფდეც-დან დატრენირებული სამედიცინო პერსონალის მივლენა სად-ის დაწესებულებებში პერმანენტული სკრინინგის საწარმოებლად. | 2012-2013 | MoLSHA. | MCLA; NCTLD. | ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიმდინარეობს პერმანენტული სკრინინგი. |
| 2.2. გამოვლენილ შემთხვევათა ეფექტური მართვა. | 2.2.1. სად-ის ყველა დაწესებულებაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის (ობსერვაციული საკნების) შენარჩუნება, შემთხვევათა სეპარირებისათვის. | 2012-2013 | MCLA-PD. | MCLA-(PD, MD); NCTLD. | ხდება ყველა გამოვლენილი (მათ შორის საეჭვო) შემთხვევის დაუყოვნებლივი სეპარირება. | ||
| 2.2.2. №19 დაწესებულების ახალი სამკურნალო კორპუსის მშენებლობის დასრულება, აღჭურვა ინფექციის კონტროლის სტანდარტების შესაბამისად და ექსპლოატაციაში გაშვება. | 2012 | ახალი სამკურნალო კორპუსი შევიდა ექსპლოატაციაში. | |||||
| 2.3. საეჭვო შემთხვევათა დროული დიაგნოსტიკის გაუმჯობესება. | 2.3.1. გაძლიერებული ლაბორატორიული სამსახურის შენარჩუნება (ტფდეც-ის მიერ დამატებული 5 სპეციალისტით უზრუნველყოფა). | 2012-2013 | MCLA; MoLSHA; | NCTLD. | პენიტენციური სისტემის ტუბერკულოზის კონტროლის პროგრამა სრულად უზრუნველყოფილია ლაბორატორიული სერვისებით . | ||
| 2.3.2. სად-ის №2 და №8 დაწესებულებებში რენტგენოლოგიური კაბინეტების მოწყობა. | 2012-2013 | MCLA; MoLSHA; DonorOrganizations. | MCLA; MoLSHA. | ფუნქციონირებს რენტგენოლოგიური კაბინეტები. | |||
| 2.3.3. სისტემის უზრუნველყოფა მობილური ციფრული რენგენოლოგიური კომპლექსით. | 2012-2013 | MCLA; MoLSHA; DonorOrganizations. | MCLA; MoLSHA. | ფუნქციონირებს მობილური ციფრული რენგენოლოგიური კომპლექსი. | |||
| 2.4. მონიტორინგის პროგრამის გაძლიერება. | 2.4.1. მონიტორინგისა და სუპერვიზიის ჯგუფის მიერ ვიზიტების რაოდენობის გაზრდა. | 2012-2013 | MCLA; MoLSHA; DonorOrganizations. | MCLA; MoLHSA; NCTLD. | უზრუნველყოფილია სუპერვიზიისა და მონიტორინგის ვიზიტები მინიმუმ თვეში ერთხელ თითოეულ დაწესებულებაში. | ||
|
| 2.4.2. ანტიტუბერკულოზურ მკურნალობაზე მყოფ პაციენტთა მომზადება გათავისუფლებისათვის. | 2012-2013 | ICRC (2 000 GEL); DonorOrganizations. | MCLA; NPA; MD; PD; NCTLD; ICRC. | ტუბერკულოზით დაავადებული ყველა პაციენტი ინფორმირებულია გათავისუფლების შემდგომი მკურნალობის საშუალებაზე და აღჭურვილია შესაბამისი ლიტერატურით. დამატებითი მაჩვენებელი: სამოქალაქო სექტორში მკურნალობის გამგრძელებელ პაციენტთა რაოდენობა. | ||
| 3 | აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესება. | 3.1. აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგის გაძლიერება. | 3.1.1. ნებაყოფლობითი კონსულტაციისა და ტესტირების კაბინეტების ფუნქციონირების გაგრძელება. | 2012-2013 | Global Fu nd; MCLA; MoLHSA. | MCLA; MoLHSA; NCDC; IDACIRC; NGOTa nadgoma. | სად-ის 16 დაწესებულებაში ფუნქციონირებს ნკტკ. |
| 3.1.2. პენიტენციურ სისტემაში შემოსული ყველა ახალი პატიმრის ნებაყოფლობითი შემოწმება. | 2012-2013 | MCLA; NCDC. | უზრუნველყოფილია ყველა ახლადშემოსული პატიმრის ნებაყოფლობითი სკრინინგი აივ/შიდსზე. | ||||
| 3.1.3. პენიტენციურ სისტემაში მყოფი პატიმრების ნებაყოფლობითი შემოწმების გაგრძელება. | 2012-2013 | MCLA; MoLHSA; NGOTanadgoma. | უზრუნველყოფილია ყველა პატიმრის ნებაყოფლობითი სკრინინგი აივ/შიდსზე. | ||||
| 3.2. შიდსის მკურნალობის საყოვეთაო ხელმისაწვდომობა პენიტენციურ სისტემაში. | 3.2.1. შიდსით დაავადებული ყველა პატიმრის უზრუნველყოფა ნებაყოფლობითი მკურნალობით. | 2012-2013 | Global Fund; MCLA; MoLSHA. | MCLA; MoLHSA; NCDC; IDACIRC. | უზრუნველყოფილია ყველა შიდს-ით დაავადებული პატიმრის ნებაყოფლობითი მკურნალობა. | ||
| 3.3. HCV-HIV/AIDS კოინფიცირებულთა უზრუნველყოფა სპეციფიური ანტივირუსული თერაპიით. | 3.3.1. HCV-HIV/AIDS კოინფიცირებული პაციენტების კრიტერიუმების მიხედვით შერჩევა და სპეციფიური ანტივირუსული მკურნალობა. | 2012-2013 | Global Fund; MCLA; MoLSHA. | MCLA; MoLHSA; IDACIRC. | უზრუნველყოფილია HCV-HIV/AIDS კოინფიცირებულთა სპეციფიური ანტივირუსული მკურნალობა. | ||
| 4 | სტაციონარული მომსახურების გაუმჯობესება (INPATIE№T SERVICE).
| 4.1. პენიტენციურ სისტემაში არსებული სტაციონარების მოწყობა სანებართვო პირობების შესაბამისად (საქ.მთავრობის დადგენილება №385, 17.12.2010). | 4.1.1. №19 სამკურნალო დაწესებულების (TB Hosp.) მოყვანა სანებართვო პირობებთან შესაბამისობაში. | 2012 | MCLA-PD. | MCLA; MoLHSA; NCTLD. | მიღებულია სტაციონარული საქმიანობის ნებართვა. |
| 4.2. პენიტენციური სისტემის სტაციონარების სტრუქტურული და საშტატო რეორგანიზაცია.
| 4.2.1. სად-ის №19 ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 19 ექიმის და 20 ექთნის საშტატო ერთეულის დამატება. | 2012 | MCLA (284 000 GEL). | MCLA. | დაიწყო მუშაობა დამატებით აყვანილმა სამედიცინო პერსონალმა. | ||
| 4.2.2. სამედიცინო პერსონალის სამუშაო აღწერილობების შემუშავება და დანერგვა. | MCLA. | MCLA; MoLHSA. | სამუშაო აღწერილობები დანერგილია. | ||||
| 4.3. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით უზრუნველყოფილი სამედიცინო მომსხურების სრულად გამოყენება. | 4.3.1. პენიტენციური სისტემის საჭიროებების გათვალისწინება ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების შედგენაში. | 2012-2013 | MoLHSA; MCLA. | MoLHSA; MCLA. | მოხდა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ჩართვა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში. | ||
| 5 | პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის ორგანიზაციისა და მართვის სრულყოფა. | 5.1. უწყებათაშორისი და შიდაუწყებრივი კოორდინაციის მექანიზმების ფუნქციონირების გაგრძელება.
| 5.1.1. პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის რეფორმის სამეთვალყურეო საბჭოს და ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის ფუნქციონირება.
| 2012-2013 | MCLA; MoLHSA; DonorOrganizations.
| CCM; Parliament; MCLA; MoLHSA; MoJ; MIA; MoF; PDoG; NCTLD; EU; CoE; ICRC. | აგრძელებს ფუნქციონირებს; ჩატარებულ სხდომათა რაოდენობა. |
| Parliament; MCLA; MoLHSA; NCTLD; EU; CoE; ICRC; NGOGIP; NGOTanadgoma. | |||||||
| 5.1.2. რეფორმის ადგილზე განმახორციელებელი ჯგუფის ფუნქციონირება. | არ საჭიროებს დაფინანსებას. | MCLA. | ფუნქციონირებს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით. | ||||
| 5.2. სამედიცინო დეპარტამენტსა და სამედიცინო მომსახურების სხვადასხვა მომწოდებლებს შორის ოპტიმალური კავშირების დამყარება. | 5.2.1. სამედიცინო სერვისების შესყიდვების პროცედურების გამარტივება. | 2013 | არ საჭიროებს დაფინანსებას. | MCLA; MoLHSA; MoF; საქართველოს მთავრობა. | სამედიცინო სერვისების შესყიდვების გამარტივებული პროცედურები ნებადათულია მთავრობის მიერ. | ||
| 5.3. ჯანდაცვის რეგულაციების გავრცობა პენიტენციურ სისტემაში. | 5.3.1. კლინიკური პრაქტიკის რეკომენდაციებსა (გაიდლაინები) და პროტოკოლებზე სამედიცინო პერსონალისათვის ტრენინგების ჩატარება. | 2012-2013 | Donororga№isatio№s. | MCLA; MoLHSA; NCTLD; PPTC. | ტრენინგ გავლილ სამედიცინო პერსონალის რაოდენობა. | ||
| 5.3.2. შჯსდს მინისტრის მიერ დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის რეკომენდაციების (გაიდლაინები) და პროტოკოლების დანერგვა. | არ საჭიროებს დაფინანსებას. | დაინერგა გაიდლაინები და პროტოკოლები. | |||||
| 5.3.3. სტანდარტული სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და მიწოდება შჯსდს-თვის. | 2012-2013 | MCLA. | MCLA; MoLHSA; NCDC; NCTLD; IDACIRC. | სტატისტიკური ინფორმაცია რეგულარულად მიეწოდება შჯსდს და აისახება ანგარიშებში. | |||
| 5.4. სანიტარიული სტანდარტების უზრუნველყოფა. | 5.4.1. პენიტენციური სისტემის სტაციონარულ დაწესებულებებში სამედიცინო ნარჩენების გაუვნებელყოფა. | 2012-2013 | MCLA-MD (12 000 GEL). | MCLA-MD; MoLHSA; კონტრაქტორი ორგანიზაცია. | სტანდარტები უზრუნველყოფილია. | ||
| 5.4.2. დაწესებულებების რეგულარული დეზინფექცია, დეზინსექცია, დერატიზაცია. | MCLA-PD (36 900 GEL). | MCLA-PD; MoLHSA; კონტრაქტორი ორგანიზაცია. | |||||
| 5.5. ფსიქიატრიული სერვისების გაძლიერება. | 5.5.1. სამედიცინო დეპარტამენტში ფსიქიატრიული სამსახურის შექმნა; ყველა დაწესებულებაში მუდმივ საშტატო ერთეულზე ან ხელშეკრულებით ფსიქიატრების აყვანა. | 2012-2013 | MCLA; MoLHSA; DonorOrganizations. | MCLA; NGOGIP. | ყველა პენიტენციური დაწესებულებაუზრუნყოფილია ექიმ ფსიქიატრით. | ||
| 5.6. სამედიცინო პერსონალის გადამზადება პენიტენციური სისტემის სპეციფიკის ასათვისებლად. | 5.6.1. ტრენერთა ტრენნინგი; პილოტური ტრენინგი მთავარი ექმინებისათვის. | 2012-2013 | CoE (18 000 EUR); DonorOrganizations . | MCLA (PPTC); CoE. | გადამზადდა 10 ტრენერი, 17 მთავარი ექიმი და სამედიცინო დეპარტამენტის 3 თანამშრომელი. | ||
| 5.7. სამედიცინო სამსახურის, პჯდ შიდა მონიტორინგი. | 5.7.1. მონიტორინგის განხორციელების მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შემუშავება. | 2012
| MCLA; DonorOrganizations . | MCLA; MoLHSA; ICRC; NCTLD ; NGOGIP; NGOTanadgoma ; NPM; №3 TCFM. | შემუშავებულ იქნა შიდა მონიტორინგის მექანიზმები და ინსტრუმენტები. | ||
| 5.7.2. მონიტორინგი. | 2012 II ნახევარი - 2013 | MCLA; DonorOrganizations (55 000 GEL). | განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა ( ≈90 ვიზიტი). | ||||
| 5.7.3. მიღებული შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება. | 2013 | MCLA; DonorOrganizations. | ჩატარდა ანალიზი და შემუშავდა რეკომენდაციები. | ||||
| 5.8. მედიკამენტებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. | 5.8.1. აუცილებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფა. | 2012 | MCLA (1 120 000 GEL) | MCLA; AVERSI-Farma. | ყველა დაწესებულება უზრუნველყოფილია საჭირო მედიკამენტებით. | ||
| 2013 | MCLA. | ||||||
| 5.8.2 ალტერნატიული მედიკამენტებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. | 2012-2013 | AVERSI-Farma. | აფთიაქები გაიხსნა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები