„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/03/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 25/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016108
  • Word
14
21/03/2012
ვებგვერდი, 30/03/2012
010250020.35.122.016108
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა 14

2012 წელი 21 მარტი

ქ. წყალტუბო

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის 8 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებგვერდი www.matsne . gov.ge. სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016103, 05.03.2012) დამტკიცებული 2 დანართის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სახელმწიფო და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქ. წყალტუბოს ზონირების საფუძველზე, შესაბამისი ზონების მიხედვით. იგი დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN=IMG x ITL x C x K K, სადაც:

ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG არის წყალტუბოს მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,67-ს;

გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:

გ.ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს;

გ.ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს;

გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს;

დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს.

ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 60-ს.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულს თავმჯდომარე            მ. საღარეიშვილი