დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/10/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.35.122.016105 |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №10
2012 წელი 21 მარტი
ქ. წყალტუბო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42–ე მუხლის, ამავე კანონის 43 -ე მუხლის მე -2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის №9 დადგენილებით (სსმ, 05/03/2012 , 010320010.35.122.016104) დამტკიცებულ დანართ №1 -ში და ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები“ ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (დანართი №1).
მუხლი 2
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ზაზა მეტრეველს.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
საკრებულოს თავმჯდომარე მ. საღარეიშვილი
დანართი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი
ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| N | თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგო (ლარი) |
| 1 | წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე | 2360 |
| 2 | წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი | 2360 |
| 3 | წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 1100 |
| 4 | წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე | 900 |
| 5 | წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი | 700 |
| 6 | წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 650 |
| 7 | წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი | 500 |
| 8 | წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე, საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსი | 450 |
| 9 | წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების მთავარი სპეციალისტი | 420 |
| 10 | წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების წამყვანი სპეციალისტი | 380 |
| 11 | წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების უფროსი სპეციალისტი | 340 |
| 12 | წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების სპეციალისტი | 250 |
| 13 | წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული | 700 |
| 14 | წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს წამყვანი სპეციალისტი | 350 |
| 15 | წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი | 290 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები