დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 98 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.016771 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №98
2012 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, მუხლი 849) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის:
1. „ ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ჟ) პრივატიზების დეპარტამენტი – წინადადებების მომზადება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პრივატიზების ფორმებით და, დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების (მათ შორის, აქციები და წილები) პრივატიზების შესახებ; წინადადებების მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების (მათ შორის, აქციები და წილები) პრივატიზების ფორმისა და პირობების შესახებ; პოტენციურ შემძენებთან მუშაობა და პრივატიზების ხელშეწყობა; სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია, მათ შორის, სახელმწიფო ქონების პრივატიზების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზებისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების პრივატიზების განხორციელების პროცესში; საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების კაპიტალის ცვლილების შესახებ წინადადებათა წარდგენა, მათ ბალანსზე რიცხული ქონების რეალიზების საკითხთა განხილვა; მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წინადადებათა მომზადება სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისათვის სახელმწიფო ქონების პრივატიზების დელეგირების თაობაზე; პრივატიზების რეჟიმში არსებული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების რეორგანიზაციის (შერწყმა, ნატურით გაყოფა, გარდაქმნა), ლიკვიდაციის, გაკოტრების საქმისწარმოების გახსნის, მათი ქონების უფლებრივად დატვირთვის, ამ საწარმოთა მიერ სხვა საწარმოების აქციებისა და წილების შესყიდვისა და ახალი საწარმოების შექმნის შესახებ წარდგენილ წინადადებათა განხილვა და მომზადება მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის, მინისტრის სათანადო ნორმატიული აქტით დადგენილი წესის) შესაბამისად; სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მათ შორის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების თაობაზე, დაინტერესებულ პირთათვის კონსულტაციების გაწევა; თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, მოქალაქეთათვის ზეპირი განმარტებების მიცემა; სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და შეთანხმებისა და ვიზირებისათვის იურიდიულ დეპარტამენტში წარდგენა; კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძვლებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა; სახელმწიფო ქონების პრივატიზების, გარდა პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე, ხელშეკრულებების ხელმოწერა; წინადადებების მომზადება სახელმწიფო ქონების „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სასყიდლიანი სარგებლობის ფორმებითა და სასყიდლით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ; სახელმწიფო ქონების „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სასყიდლიანი სარგებლობის ფორმებითა და სასყიდლით მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და შეთანხმებისა და ვიზირებისათვის იურიდიულ დეპარტამენტში წარდგენა; სახელმწიფო ქონების „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სასყიდლიანი სარგებლობის ფორმებითა და აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძვლებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა; სახელმწიფო ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სასყიდლიანი ფორმებით სარგებლობაში ან/და სასყიდლით მართვის უფლებით გადაცემის და სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადებული ხელშეკრულებების ხელმოწერა;“.
2. „ შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ შ) სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტი – სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან ან დროებით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი და კონტროლი; აუცილებლობის შემთხვევაში – ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში კონტრაჰენტებზე გადაცემული სახელმწიფო ქონების კომისიური წესით ადგილზე დათვალიერება; სახელშეკრულებო პირობების დარღვევის ან/და კონტრაჰენტების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის (არაჯეროვნად შესრულების) გამოვლენის შემთხვევაში – სათანადო დასკვნის მომზადება; ასევე დამრღვევ პირთა მიმართ საჯარიმო სანქციების გატარების მიზნით ხელშეკრულებით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება, კანონით დადგენილი წესით; კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტსა და პრივატიზების დეპარტამენტთან შეთანხმებით, ხელშეკრულებების მოშლის თაობაზე დასკვნების ან/და წინადადებებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენა; სახელმწიფო ქონების მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების (ნაკისრი ვალდებულებები, საქმიანობის პროფილი, განსახორციელებელი ინვესტიცია და სხვ.) შესრულების თაობაზე, მათი სპეციფიკურობის, მიზნობრიობისა და ხასიათის გათვალისწინებით, შესაბამისი საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნის წარდგენის საფუძველზე, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების დადასტურების თაობაზე მინისტრის სახელზე წინადადების მომზადება; ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში – სახელმწიფოს კუთვნილ ქონებაზე კონტრაჰენტის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების დადასტურების თაობაზე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის დავალებით, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემოწმების მიზნით დამატებითი აუდიტის ან/და საექსპერტო დაწესებულების მიერ სათანადო დასკვნის მოსამზადებლად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადებული სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების და პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე ხელშეკრულებების ხელმოწერა;“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები