„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5914-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 120190000.05.001.016630
  • Word
5914-რს
20/03/2012
ვებგვერდი, 23/03/2012
120190000.05.001.016630
„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30.05.1998, გვ. 19) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21  პუნქტი:

„21 . ამ კანონის მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული სასაქონლო ნომენკლატურის 2844 კოდით (ელემენტები ქიმიური რადიოაქტიური და იზოტოპები რადიოაქტიური (დაყოფადი ან აღმდგენელი ქიმიური ელემენტების ან იზოტოპების ჩათვლით) და მათი ნაერთები; ამ პროდუქტების შემცველი ნარევები და ნარჩენები) გათვალისწინებული პროდუქციის იმპორტი არ საჭიროებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 27-ე პუნქტით გათვალისწინებულ ნებართვას , როდესაც აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს რადიოაქტიური ნივთიერებების სამედიცინო დიაგნოსტიკის ან/და სამედიცინო სამკურნალო მიზნით გამოყენებისათვის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მქონე პირი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი            . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 20 მარტი.

№5914რს