ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 05 მარტის №6 დადგენილებაში „ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 05 მარტის №6 დადგენილებაში „ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/03/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 13/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 200010000.35.128.016087
  • Word
14
19/03/2012
ვებგვერდი, 27/03/2012
200010000.35.128.016087
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 05 მარტის №6 დადგენილებაში „ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2012 წლის 19 მარტი

დ. ხარაგაული

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 05 მარტის № 6 დადგენილებაში „ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის შესაბამისად, „ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 05 მარტის № 6 დადგენილებაში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი (15/03/2012), შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 05 მარტის № 6 დადგენილებაში „ ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ გ.დ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ გ.დ) ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დამიშნულებით, ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი განისაზღვრება ტერიტორიული ერთეულების მიხედვით № 3 დანართით დადგენილი განაკვეთით“ .

 

 დანართი №3

ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება

საბაზისო განაკვეთი (ლარი /ჰა)

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

ტყის მიწებისათვის, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით

 

 20

 

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                ა. მაჭავარიანი