ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/03/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 10/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016085
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
12
19/03/2012
ვებგვერდი, 27/03/2012
010250050.35.128.016085
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/03/2012 - 08/05/2012)

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  

დადგენილება 12

2012 წლი 19 მარტი

დ. ხარაგაული

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ ქვეპუნქტის შესამაბისად,

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენ :

 მუხლი 1. დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის დებულება (დანართი 1).

 მუხლი 2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე        ა. მაჭავარიანი

 

დანართი №1

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) დანიშნულებას, მის ფუნქციებს, ამოცანებს, უფლება-მოვალეობებს და მართვის ორგანიზებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებების და განკარგულებების, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

3. სამსახურის დებულებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

4. სამსახურს აქვს ბლანკი, შტ მპი და ბეჭედი თავისი დასახელებით.

    მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები

სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება. ამ მიზნით კომპენტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა;

ბ) საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორ იელების ხელშეწყობა;

გ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა;

დ) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა- დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დაინტერესებული უწყებებისათვის (პირებისათვის) მიწოდება;

ე) მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში;

ვ) სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება- დამუშავება.

    მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური აერთიანებს:

ა) სამსახურის უფროსს;

ბ) სპეციალისტს.

2. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

3. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამტკიცებს საკრებულო.

4. სამსახურის საშტატო ნუსხას და თანა დებობრივ ინსტრუქციებს გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

    მუხლი 4. სამსახურის მართვა, ორგანიზება

1. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურის თანამდებობრივ მოვალეობებს;

გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურის წახალისების და მისთვის დისციპლინუ ი პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურის მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;

ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ზ) ასრულებს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, გამგეობის დებულებით, სამსახურის დებულებით, გამგებლის დავალებით განსაზღვრულ და სხვა უფლებამოსილებებს;

თ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;

ი) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

2 .სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების  შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას, მოვალეობის  შემსრულებელს ნიშნავს გამგებელი.

    მუხლი 5. სამსახურის საჯარო მოსამსახურე

1. სამსახურის საჯარო მოსამსახურე არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. პასუხისმგებელია გამგებლის და სამსახურის უფროსის წინაშე.

3. უზრუნველყოფს გამგებლის, სამსახურის უფროსისა და თვითმმართველობის სამართლებრივი  აქტებით დაკისრებულ უფლება-მოვალეობების შესრულებას.

მუხლი 6. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.