დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.120.016066 |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №15
2012 წ ლის 20 მარტი
ქ. სამტრედია
,, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის №10 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებ-პორტალი, 16. 03. 2011. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.120.016028) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 3. განისაზღვროს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის განაკვეთი 1 ჰა-ზე გაანგარიშებით:
ა) საძოვრებისათვის (მათ შორის, გაკულტურებული საძოვრებისათვის) – 16 ლარის ოდენობით;
ბ) სათიბებისათვის (მათ შორის, გაკულტურებული სათიბებისათვის) – 20 ლარის ოდენობით;
გ) სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) – 81 ლარის ოდენობით;
დ) საკარმიდამოსათვის – 81 ლარის ოდენობით;
ე) ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით – 40 ლარის ოდენობით.
მუხლი 2
ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა . ჯვარშეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები