დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/10/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.129.016058 |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2012 წლის 22 მარტი
ქ. ჭიათურა
„ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 აგვისტოს №12 დადგენილებაში (სსმ, ნაწილი V, N14, 19.08.2010, მუხლი 341) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – ჭიათურის მუნიციპალიტეტის რწმუნებული:
ა) ჭიათურის მუნიციპალიტეტის რწმუნებული გეზრულისა და ხვაშითის ტერიტორიულ ორგანოებში – 600
ბ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის რწმუნებული ჭიათურის, ქვაციხის, კაცხის, ვაჭევის, რგანის, ხრეითის, სარქველეთუბნის, წირქვალის, ზოდის, პერევისის, ითხვისის, ნიგოზეთის, მანდაეთის, სვერის ტერიტორიულ ორგანოებში – 700“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ჭუმბურიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები