დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ’’ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.127.016064 |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2012 წლის 21 მარტი
ქ. ზესტაფონი
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ’’ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნე ს ცვლილება „ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №16 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 0 4/0 8/201 0 წ.) 63-ე მუხლში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„მუხლი 63. ზომები საკრებულოს სხდომის წესების დარღვევისათვის
1. საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი საკრებულოს სხდომის წესების დარღვევისათვის სხდომაში მონაწილე პირის მიმართ სხდომის თავმჯდომარის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ზომები:
ა) წესრიგისკენ მოწოდება;
ბ) გაფრთხილება;
გ) გაფრთხილება ოქმში შეტანით;
დ) სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევა შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე;
ე) დარბაზიდან გაძევება.
2. საკრებულოს სხდომის მიმდინარეობის დროს: როგორც საკრებულოს წევრი, ასევე სხდომაზე მოწვეული და დამსწრე ნებისმიერი პირი, წესრიგის დარღვევისათვის სხდომის თავმჯდომარის მიერ შეიძლება გაძევებულ იქნეს დარბაზიდან, თუ იგი:
ა) უკვე იქნა გაფრთხილებული, მაგრამ აგრძელებს წესრიგის დარღვევას;
ბ) ქმნის უწესრიგობას სხდომაზე, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას;
გ) შეურაცხყო საკრებულო ან პირი, მიუხედავად იმისა, იმყოფება ეს პირი საკრებულოს სხდომაზე თუ არა;
დ) თუ იგი ეწინააღმდეგება სხდომის თავმჯდომარის მიერ მის მიმართ გამოტანილ პასუხისმგებლობის ზომას.
3. პირს ან პირთა ჯგუფს, რომელიც გაძევებული იქნა სხდომის დარბაზიდან უფლება არა აქვს დაბრუნდეს საკრებულოს სხდომის დარბაზში იმ დღის სხდომის დამთავრებამდე’’.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. მასხარაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები