საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ” №14/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ” №14/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17/2012
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 22/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 24/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016035
  • Word
17/2012
22/03/2012
ვებგვერდი, 22/03/2012
010240060.15.008.016035
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ” №14/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება 17/2012

2012 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ” №14/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,, საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის ,,საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ” №14/2012 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 12/03/2012 010240060.15.008.016032) დამტკიცებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საარჩევნო ადმინისტრაცია ცესკო, ცესკოს აპარატი, უსკო, უსკოს აპარატი, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები;”.

მუხლი 2 . ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3 . ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი      გ. მჭედლიძე