„ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 42/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 21/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 220010020.18.011.016069
  • Word
42/04
21/03/2012
ვებგვერდი, 22/03/2012
220010020.18.011.016069
„ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №42/04

2012 წლის 2 1 მარტი

ქ. თბილისი

  ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლი  №35/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლი №35/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, საბროკერო კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშის წარუდგენლობა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

2. საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, საბროკერო კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ანგარიშში არასწორი ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში,  პირი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 300 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2. ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობით.

მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

გ. ქადაგიძე