დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 90 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.025.016062 |
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება № 90
2012 წლის 20 მარტი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 (სსმ, 18.03.2011წ., ვებგვერდი 110318015) ბრძანებაში (შემდგომში – ბრძანება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების №2 დანართით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – ბუნებრივი რესურსების აჭარის სამსახურის დებულების:
ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3, მე-4 ; და მე-5 პუნქტები:
,,3. აჭარის სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე. აჭარის სამსახურის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს აჭარის სამსახურის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ ) მასზე დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად, უზრუნველყოფს აჭარის სამსახურის მუშაობის ორგანიზაციას, ზედამხედველობს აჭარის სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ ) აჭარის სამსახურის უფროსთან კოორდინაციით ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ ) კომპეტენციის ფარგლებში ხელმოწერით ადასტურებს და ვიზას ადებს აჭარის სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) აჭარის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმე და გამოიტანოს შესაბამისი დადგენილება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აჭარის სამსახურის უფროსის სხვა დავალებებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. აჭარის სამსახურის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის სამსახურზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია აჭარის სამსახურის უფროსისა და სააგენტოს უფროსის წინაშე.
5 . აჭარის სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს აჭარის სამსახურის უფროსის მოადგილე.”.
გ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, თ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აჭარის სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის სხვა დავალებებსა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.”.
დ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 1. აჭარის სამსახურის უფროსს, მის მოადგილესა და აჭარის სამსახურის სამმართველოს თანამშრომლებს აქვთ არანორმირებული სამუშაო დღე (საათები). აჭარის სამსახურის სხვა თანამშრომლის მუშაობის პირობები ძირითადად განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო საათების ნორმების ფარგლებში, ამასთან, სამსახურებრივი ინტერესებისა და აჭარის სამსახურის წინაშე დასახული ამოცანების გათვალისწინებით, აუცილებლობის შემთხვევაში, მისი უშუალო უფროსის, აჭარის სამსახურის უფროსის მოადგილის, აჭარის სამსახურის ან სააგენტოს უფროსის დავალებით, შეიძლება ჩაებან სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაში სამუშაოს ხანგრძლივობის დადგენილი ნორმის ზემოთ (ღამით, უქმე და სადღესასწაულო დღეებში მუშაობისათვის).”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა . ხეთაგური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები