დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.121.016050 |
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2012 წლის 20 მარტი
ქ. ვანი
,,ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის 11 ნაწილის და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების შესაბამისად ,
მუხლი 1
„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 თებერვლის №3 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 16.02. 2012 წელი, 210020010.35.121.016045) შევიდეს ცვლილება და დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, მუხლი 4
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე (გარდა მე-5 და მე-6 მუხლით გათვალისწინებული მიწებისა) ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):
| გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა |
| |||
| კარგი და მწირი ხარისხის სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი, საკარმიდამო და სხვ.) მიწები | სათიბები (მათ შორის გაკულტურებული) | საძოვარი (მათ შორის გაკულტურებული) | ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები | ტყის მიწა, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით |
| 73 ,0 | 1 9 ,0 | 1 5 ,0 | 3 ,0 | 30,0 |
მუხლი 2
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გია ოჩხიკიძემ.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე .
საკრებულოს თავმჯდომარე დ. კაკაბაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები