დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 66/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016332 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №66/ნ
2012 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
,,მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებით (სსმ III, 04.12.2009, №149, მუხ. 1764 , სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.013.878) დამტკიცებულ „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. მე-11 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტები:
,,ზ) ბუნებისმეტყველება;
თ) ფიზიკური, შრომითი და ესთეტიკური აღზრდის საგნები:
თ .ა) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
თ .ბ) მუსიკა;
თ .გ) ფიზიკური აღზრდა და სპორტი .“ .
2. 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
,,4. 2012 წელს ფიზიკური, შრომითი და ესთეტიკური აღზრდის საგნებში სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღი გამოცხადდება 2012 წლის სექტემბერში.“ .
მუხლი 2. ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განათლების განვითარების ეროვნული ცენტრისა და სსიპ – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2012 წლის სასერტიფიკაციო გამოცდების მოსამზადებლად გატარებული შესაბამისი ღონისძიებები, ჩაითვალოს ამ ბრძანების შესაბამისად განხორციელებულად.
მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები